x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508498
სიგარეტი "აშტერებს"

image- ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიკოტინს, კარგად ცნობილ, დამღუპველ ზემოქმედებასთან ერთად გააჩნია კიდევ ერთი, არანაკლებ არასასიამოვნო თვისება. ექსპერიმენტი, როგორც ყოველთვის, ისევ საბრალო ვირთხებზე ჩაატარეს. სპეციალისტები ცხოველებს ყოველდღიურად "უმასპინძლდებოდნენ" სიგარეტის გარკვეული დოზით. დოზა დაახლოვებით იმდენს შეადგენდა, რამდენსაც უშუალოდ იღებს მწეველი.

თვენახევრის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სწავლასა და მეხსიერებაზე, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე დაადგინეს, რომ, რაც უფრო ხშირად აიძულებდნენ ვირთხებს "მოწევას", მით უფრო დიდი რაოდენობით ტვინის უჯრედებს ემუქრებოდა საფრთხე. კერძოდ, ახალი ნეირონული კვანძების რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო სწავლის უნარის გამუდმებით განახლებისთვის, შემცირდა 50%-ით, ხოლო დაბერებული უჯრედების რაოდენობა გაიზარდა 30%-ით.

- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთივე პროცესი მიმდინარეობს ადამიანების დაბერებისას. აქედან გამომდინარე, დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მწეველებს დროზე ადრე აბერებს. თუ ეს ასეა და თუ ყოველ სიგარეტს ნამდვილად მივყავართ სიბერის ჭკუასუსტობამდე, მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უცბად ანებებს თავს მოწევას, თავს ძალიან უყურადღებოდ თვლის, ნაკლებ ეფექტურადაც მუშაობს და ვერ ახერხებს სიგარეტის გარეშე კონცენტრირებას? ამაზე მეცნიერებს ასეთი ახსნა აქვთ: სრულებით შესაძლებელია, რომ ნიკოტინი ახდენდეს მასტიმულირებელ მოქმედებას მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ წარმოადგენს ტვინისთვის ზიანის მომტანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ისინი ურჩევენ მწეველებს, რაც შეიძლება მალე დაანებონ თავი მოწევას. ნიკოტინს მწეველი მიჰყავს საშინელ დამოკიდებულებამდე და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება მრავალმხრივია.

5
79
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
79
  
2013, 26 იანვარი, 22:38
ეგ არაა პრობლემა მაშინ..ყველა კაცი ეწევა...გოგო მეგონე:D
2013, 26 იანვარი, 22:37
კაცი : ))
2013, 26 იანვარი, 22:31
ბიჭი ხარ თუ გოგო?:D
2013, 26 იანვარი, 22:30
მე კიდე ერთ კოლოფს ვეწევი დღეში : (
2013, 26 იანვარი, 22:20
ვერ ვიტან სიგარეტს...სუნზეც ცუდად ვხდები:)კარგი პოსტია...საინტერესო..ყოჩაღ..:)
0 1 5