x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ფილიპე მელო წასვლას აპირებდა
image

- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთის თამაშის სურვილი დაკარგული მქონდა. არაფერი მახარებდა და კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ვფიქრობდი. მუნდიალზე ცუდად არ მითამაშია, მაგრამ ჰოლანდიასთან წაგებას ყველა ბრაზილიელი მე მაბრალებდა, - ეს ტურინის „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ ფილიპე მელოს სიტყვებია.

მუდნიალი 2010-ის მეოთხედ ფინალში ფილიპე მელომ ჰოლანდილ წაქცეულ არინ რობენს ჩაარტყა და გააძევეს. იმ დროს ბრაზილიელები 1:2-ს აგებდნენ და 10 კაცით დარჩენილებმა ვერაფერი გააწყვეს.

- ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველა მიხვდებოდა, რომ იმ მატჩს მაინც წავაგებდით. საკმარისი იყო, ჰოლანდიელი ფეხბურთელების ტვალებში ჩაგეხედათ, მათ წარმოუდგენლად სურდათ გამარჯვება, - ამბობს მელო.

სწორედ მელოს გადაცემის შემდეგ გაიტანა რობინიომ პირველი გოლი, მაგრამ მელომ ჯერ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ წითელი ბარათიც მიიღო.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:SuNSuLA
SuNSuLA
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0