x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ხვრინავს ადამიანი...

image- ხვრინვა მაშინ წარმოიქმნება, როცა ხახის შეშუპებული რბილი ქსოვილებით შევიწროვებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადი გაივლის.

- მოწიფულ ასაკში ხვრინვას მოსახლეობის 40%-ზე მეტი უჩივის. 60 წლის შემდეგ კი 60%-ზე მეტი. ხვრინვა ზოგჯერ ისეთი სერიოზული დაავადების ნიშანია, როგორიც არის ძილის აპნოეს სინდრომი, ანუ ძილის დროს სუნთქვის გაჩერება.

- ხვრინვა ცხვირის ძგიდის გამრუდების, ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროვების, ცხვირის პოლიპების, ქვედა ყბის უკან წანაცვლების, ბუშურა ჯირკვლების გადიდების ან სიმსუქნის დროს ყალიბდება. ხვრინვას იწვევს ზოგიერთი ფუნქციური ფაქტორი და დაავადება, რომელიც სახის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას განაპირობებს, მაგალითად, ძილის უკმარისობა, დაღლილობა, ალკოჰოლი, საძილე პრეპარატები, თამბაქო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა, სიბერე. ყოველივე ამას სასუნთქი გზების შევიწროვებამდე მივყავართ, რაც ძილის დროს სუნთქვით წარმოქმნილი დამახასიათებელი ხმოვანებით ვლინდება.

- ქრონიკული ხვრინვას ძილიანობა მოსდევს. ეს იმის ბრალია, რომ ხვრინვა თავის ტვინის "გაღვიძებას" იწვევს, რასაც, თავის მხრივ, ძილის პროცესის დარღვევამდე მივყავართ. ხვრინვის დროს ორგანიზმი დასვენებას ვერ ახერხებს, ამიტომ ტვინი, ღამის დანაკლისი რომ აღიდგინოს, იძინებს დღისით.

0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0