x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თანამედროვე ომი (ფოტო "სიკვდილის ნიღაბი")
ამ ფოტომ მთელი ინტერნეტ სივრცე შემოიარა. 21 იანვარს სააგენტო AFP-მა გამოაქვეყნა მალიში მყოფი ფრანგი ჯარისკაცის სურათი. მისი სახე ჩონჩხის გამოსახულებიანი ბენდენითაა დაფარული, რაც მას Call of Duty-ის პერსონაჟთან მსგავსებას აძლევს. "არაჩვეულებრივი", "გასაოცარი" "სისხლის გამყინავი ფოტო", ასე მოიხსენიებდნენ მას კომენტარებში. ფოტოს შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელსაც ბოლო ერთი დღის შემდეგ თვითონ ფოტოგრაფმა მოუღო. image

ფოტო იუსუფ სანოგომ გადაიღო. "ფოტოს ისტორია ბევრად უფრო ბანალურია ვიდრე შეიძლება იფიქრო", განაცხადა ფოტოგრაფმა.

"იმ მომენტში ჯარისკაცების სიახლოვეს ვერტმფრენი დაეშვა, რომელმაც მტვრის ღრუბელი დააყენა და ჯარისკაცებმაც სახეები ბანდანებით დაიფარეს, -ყვება ფოტოგრაფი, -ღამდებოდა მზის სხივები კი ხეებს შორის აღწევდა, განათება ძალიან ლამაზი იყო. მე დავინახე ჯარისკაცი უცნაური ბენდენით და ფოტო გადავიღე. ამ ფოტოში არაფერია წინასწარ მოფიქრებული და დადგმული, ჯარისკაცი უბრალოდ იდგა". image

იუსუფ სანოგო გაკვირვებულია იმ ხმაურით რაც ფოტომ გამოიწვია. მისი აზრით ჩონჩხიან ბენდენაში არაფერია გასაკვირი, ან შემაძრწუნებელი. პრესამ ფოტოში დაინახა კავშირი ომსა და ვიდეოთამაშს შორის, Libération აცხადებს, რომ ჯარისკაცი ამით ცდილობს თქვას, რომ სიკვდილის მოსატანადაა მოსული. მიუხედავად ამისა ფოტოგრაფი ამტკიცებს: "ჯარისკაცებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ისინი უბრალოდ ცდილობენ რაღაცით გაერთონ". image


ფოტოს შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის გენშტაბმაც გააკეთა. "ასეთი ქცევა მიუღებელია, ეს ფოტო არა ასახავს იმას თუ რას აკეთებს საფრანგეთი მალიში და იმას თუ რა დამოკიდებულება აქვს თვითონ ჯარისკაცებს ამ სიტუაციასთან" განაცხადა Thierry Burkhard-მა. image

ჯარისკაცის ვინაობა დგინდება. "იმედი მაქვს მის ვინაობას ვერ დაადგენენ, ჯარისკაცმა ალბათ არც კი იცის რას ლაპარაკობენ მასზე" თქვა ფოტოგრაფმა იუსუფ სანოგომ.imageimage

2
211
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
211
  
2013, 30 სექტემბერი, 17:06
საერტოდ რაში სჭირდებათ მისი ვინაობა ?????????
2013, 25 იანვარი, 22:18
ჯარისკაცს რას ერჩიან ...
0 1 2