x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუბარბის ფხვიერი ნამცხვარი
image


ვაგრძელებ ადვილად მოსამზადებელი ნამცხვრების რუბრიკას. ამჯერად კი უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან გემრიელი, არომატული და ხრაშუნა ტკბილეული „რუბარბის ფხვიერი ნამცხვარი“, რომელიც უნგრული წარმოშობისაა და მისი ორიგინალი სახელწოდებაც შესაბამისად ჟღერს „ უნგრული ფხვიერი ნამცხვარი“.
თანამედროვე კულინარიაში მას რუბარბის ჯემით ამზადებენ და შესაბამისად სახელის ცვლილებაც ამ ფაქტითაა
განპირობებული. რუბარბი ჩვენში დიდად გავრცელებული მცენარე არ გახლავთ თუმცა მისი შეძენა შესაძლებელია დიდ სუპერ მარკეტებში. თუ კი რუბარბის შეძენას ვერ ახერხებთ მისი ალტერნატიული შემცვლელი ჩვენში კარგად გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი ხილი მარწყვია.
მოკლე ექსკურსის შემდეგ გაგაცნობთ ინგრედიენტთა ჩამონათვალს
და მომზადების წესს.


ჯემისათვის
საჭირო ინგრედიენტები:


1/5 კილოგრამი რუბარბი (ან მარწყვი)

1/5 ჭიქა შაქარი

1/5 ჭიქა წყალი

1 ცალი ვანილის ღერო

ფხვიერი ცომისათვის საჭირო ინგრედიენტები:


4 ჭიქა პურის ფქვილი

2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი

1/4 ჩაის კოვზი მარილი

250 გრამი უმარილო კარაქი


4 ცალი კვერცხის გული

2 ჭიქა შაქარი




მომზადების წესი.

პირველ რიგში აუცილებელია ჯემის მომზადება. როგორც ზემოთ
გითხარით, რუბარბის ნაცვლად შეგიძლიათ მარწყვის ან თქვენთვის სასურველი ხილის გამოყენება. თუ კი ამ ნამცხვრის გამოცხობა წელიწადის იმ დროს გადაწყვიტეთ, როდესაც თქვენი საყვარელი კენკროვანი მცენარე არ არის, ან ის სუპერმარკეტში „ცეცხლის ფასი“ ღირს, ნუ დაღონდებით! გამოიღეთ საკუჭნაოდან ზაფხულზე ან შემოდგომაზე თქვენს მიერ მომზადებული და საგულდაგულოდ დახუფულ–შენახული ჯემი და შუდექით ნამცხვრის ცხობას. ესეც ერთ–ერთი საჭირო რჩევა.


image


image


ხოლო რაც შეეხბა უშუალოდ ჯემის მომზადების წესს. ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი რუბარბი ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი ( თუ სიტკბოს მოყვარულები ან პირიქით წინააღმდეგი
ბრძანდებით შეგიძლიათ ჯემის მოსამზადებლად შაქრის რაოდენობა სურვილისამებრ განსაზღვროთ).
შემდეგ კი დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. დუღილის დაწყების შემდეგ ჯემს ძალიან ხშირად უნდა ამოურიოთ. წამოდუღებიდან დაახლოებით 10 წუთში ის გასქელდება
და ფაფუკ, ფაფისებურ მასას მიიღებთ. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
ამ ნამცხვრისათვის დამახასიათებელი ერთი თავისებურება ვანილის ცოცხალი სახით გამოყენებაა. სუპერ მარკეტში შეძენილი ერთი ცალი ვანილის ღერო შუაზე გაჭერით, გააცალეთ მარცვლები დანის ბასრი პირით და დაუმატეთ ჯემს.

image


შემდეგ კი კარგად უნდა ამოურიოთ, რომ ვანილის საუცხოო არომატი კარგად შეერიოს თქვენს მიერ მომზადებულ ჯემს. ქვაბი დადგით გრილ ადგილზე და გააცივეთ ჯემი.


image



ფხვიერი ცომის მომზადების წესი.

მანამ სანამ თქვენი ჯემი გრილდება დაიწყეთ ცომის მომზადება.
საშუალო ზომის ჯამში თანმიმდევრობით ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები : პურის ფქვილი, მარილი, საცხობი ფხვნილი და კოვზით კარგად აურიეთ. ელექტრო მიქსერის თასში კი მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული, ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი და თქვიფეთ მანამ სანამ კარაქი კარგად
არ ამოვა და ფაფუკი არ გახდება. შემდეგ ნელ–ნელა უმატებთ შაქარს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გული იმისათვის, რომ შაქარი კარგად გადნეს. როდესაც დარწმუნდებით, რომ შაქარი გამდნარია შეგიძლიათ მიქსერის მუშაობის რეჟიმი ნელ ტემპზე გადაიყვანოთ და დაამატოთ უკვე წინასწარ მომზადებული მშრალი ინგრედიენტების
მიქსტურა. განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ ყველა მშრალი ინგრედიენტი კარაქით, შაქრითა და კვერცხის გულებით მომზადებულ მასას კარგად არ შეერევა. როცა ამ პროცესს დაასრულებთ შეგიძლიათ ცომი ხის დაფაზე გადმოიღოთ და შეაგუნდაოთ.
შემდეგ კი მიღებული მასა ორ თანაბარ ნაწილად უნდა გაყოთ და ცალ–ცალკე გაახვიოთ პოლიეთილენის პარკში, რომლებსაც
შემდეგ ერთი–ორი საათით მაცივარში ინახავთ. თუ კი სადაცაა სტუმრები უნდა მოგადგნენ კარს და შესაბამისად ძალიან ჩქარობთ შეგიძლიათ ცომის გუნდები ნახევარი საათით საყინულეში
მოათავსოთ. მას შემდეგ რაც ცომი კარგად გაცივდება და გამაგრდება, გამოიღებთ მაცივრიდან და სახეხის საკმაოდ სქელი ზედაპირით პირდაპირ საცხობ სინზე ხეხავთ, რომელსაც წინასწარ ცოტაოდენი ფქვილი აუცილებლად უნდა მოაყაროთ.


image

პირველი ბურთულის გახეხვის შემდეგ აიღეთ უკვე კარგად
გაგრილებული ჯემი და ნაზად გადაუსვით გახეხილ ცომს. შემდეგ კი მეორე ფენის მოსამზადებლად
იგივე პროცედურას ვიმეორებთ. მაცივრიდან გამოღებულ ცომის მეორე ბურთულასაც ანალოგიურად ვხეხავთ და ვათავსებთ პირდაპირ საცხობ სინზე ჯემის ზემოთ.

image



ცომის გახეხვის შემდეგ შეგიძლიათ ზედაპირი და კიდეები ხელით შეალამაზოთ. ნამცხვარი უკვე მზადაა გამოსაცხობად და მას წინასწარ
350 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვათავებთ. ცხობის პროცესი დაახლოებით 30–40 წუთი გრძელდება. როდესაც თქვენი ნამცხვარი მუქი ოქროსფერი გახდება დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის უკვე გამომცხვარია და შეგიძლიათ ღუმელიდან გამოიღოთ.


image



ნამცხვარს სილამაზისათვის ზედაპირზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა. თუ კი მას მარწყვის ჯემით ამზადებთ შეგიძლიათ ცოცხალი მარწყვის ნაჭრებითაც მორთოთ.


image


ნამცხვარი დაჭერით ბასრი დანით მას შემდეგ, რაც კარგად გაცივდება.

გემრიელად მიირთვით!



image


P.S რუბარბის ფხვიერი ნაცხვარი არაჩვეულებრივი დესერტია ნოყიერი სადილის შემდეგ.



0
1085
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა87
ანა87
1085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0