x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ილია მეორის საცხოვრებლის ისტორია

image საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გაუქმებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც აგრეთვე გაუქმდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდება და რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ეგზარქოსის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავდა. საქართველოს პირველი ეგზარქოსი ქართველი იყო - ვარლამ ერისთავი. 1815 წლიდან 1917 წლამდე კი საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში თბილისში ეგზარქოსების სასახლე აიგო. სწორედ ამ სასახლეში ბინადრობს დღეს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენცია. მანამ, სანამ ავტოკეფალია გაუქმდებოდა, საპატრიარქო რეზიდენცია თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარეობდა, კომუნისტების პერიოდში კი - სიონის საკათედრო ტაძრის პატარა სათავსოში, რომელსაც 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად მოწყობილი დემონსტრაციის დროს, ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა.

image მე-20 საუკუნის 50-იან წლებში სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით პატარა საპატრიარქო შენობა აშენდა. იქ კომუნისტური წყობის დროის კათოლიკოს-პატრიარქები ცხოვრობდნენ მაშინაც და დღესაც - კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ ფხალაძე, დავით დევდარიანი და ბოლოს ილია მეორე... საპატრიარქოს ეზოში მშვენიერი ბაღია გაშენებული და მცენარეებს, რომლებსაც იქ ნახავთ, ჩვენთან მხოლოდ უკვე გაპარტახებულ ბოტანიკკურ ბაღში თუ შეხვდებით. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ, ნაჩუქარ უცხო მცენარეთა ნერგებს საქართველოს პატრიარქი უვლის.

image ჩემი მხრიდან, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და დიდი სიცოცხლეს ვუსურვებ. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.

0
305
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0