x
image
თეა კუჭავა
ვინ იყო ეზოპე და რატომ ითხოვდა უპოვარი მონა გასამრჯელოდ თავისუფლებას
image ეზოპე(ცნობილი მეიგავაკე, ცხოვრობდა VIს.ჩვ.წთ-მდე, ეზოპემ დაწერა 400-მდე იგავ-არაკი)წარმოშობით ფრიგიელი იყო, მონად დაბადებული.დიდად აფასებდა თურმე ქსენფი, თავადაც ფილოსოფოსი და მოაზროვნე თავის მონის გამჭრიახობას.თანასწორივით ჰკითხავდა ხოლმე რჩევას ეზოპეს და ისიც თანასწორივით პასუხობდა.კუზიანი, შეუხედავი, უუფლებო, და უპოვარი მონა გასამრჯელოდ მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სულ ამაოდ.

ერთხელ ეზოპე და მისი პატრონი განძს წააწყდნენ.ქსენფი განძის ნახევარსა და თავისუფლებას შეჰპირდა მონას, მაგრამ შემდეგ სიხარბენ სძლია:ნაპოვნი რომ გავუყო ხალხს შემიყრი და ამ ქვეყნის მმართველი ყელაფერს წაგვართმევსო.

-არ მინდა შენი ოქრო, მხოლოდ თავისუფლება მიბოძე, -ისევ სთხოვა ეზოპემ.

-ვფიცავ ზევსს, ასეთ ბრძენს და ღირსეულს, ვერაფრით შეგელევიო


-ნებით არ გამიშვებ, ჩემით წავალ-შეესიტყვა მონა პატრონს

-ხმა ჩაიწყვიტე, არარაობავ, არაფრის მწონეს ეს თავისუფლება რაღად გინდა?-განრისხდა ქსენფი.


და ეს ასეა ოდიდთგანვე, ზოგჯერ ნანატრი თავისუფლება ურჩევნია ადამიანს ყოველგვარ ქვეყნის სიკეთესა და სიმდიდრეს, ადამიანი თუ თავის უფალი არაა მის ყოფას აზრიც არ გააჩნია.უფალმა დაბადა ყოველი ადამიანი თავისუფალი და მიანიჭა თითოეულს ეს განძი, და ვის აქვს უფლება ხელყოს უფლისგან ბოძებული?!

0
5413
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
5413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0