x
image
ეთო-ეთო
ჟირაფი სიკვდილის წინ უახლოეს მეგობარს უხმობს
image


თურმე ცხოველები პარტნიორის სიკვდილს საშინლად განიცდიან.


დრამატულია ჟირაფის სიკვდილის მომენტი.


როცა დაუძლურებული ჟირაფი დაეცემა და ფეხზე წამოდგომა აღარ შეუძლია, მოახლოებულ სიკვდილს გრძნობს, თვალები ცრემლებით ევსება და პარტნიორს უხმობს.



მეგობარიც მაშინვე მიდის მასთან, თავთან უდგება და ერთგულად დარაჯობს.


მიწაზე განრთხმულ ჟირაფს, რომელიც მძიმედ სუნთქავს, მეგობარი თავს ალერსიანად ულოკავს და ლოყას ლოყაზე ადებს, მომაკვდავს სიცოცხლის იმედს უნერგავს.

თვალებდახუჭულს ცრემლები სდის და მეგობარს თავსა და კისერზე ეწვეთება.


ამ დროს ჟირაფთან მისვლა ძალზე საშიშია. მომაკვდავის ერთგულმა დარაჯმა შეიძლება დაუპატიჟებელ სტუმარს სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს.


როცა ჟირაფი მოკვდება, მის მეგობართან ჟირაფები მიდიან, სახეს სახეზე უსვამენ და გვერდით უდგებიან.

ასე გლოვობენ თავიანთ ჯიშს.


საოცრად ლამაზი და სულის შემძვრელია ჟირაფების მიერ უსიტყვოდ ჩატარებული გლოვის ეს რიტუალი.

5
309
9-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
309
  
2013, 29 იანვარი, 17:19
მე ჯერ კარგად ვიტირე და მერე დავწერე. ეხლა ყოველ წაკითხვაზე თვალები ცრემლებით მევსება :|
2013, 29 იანვარი, 0:22
წაშალე ეს სტატია ვიტირებ ახლა:(
2013, 23 იანვარი, 6:58
მეც ეხლახანს აღმოვაჩინე, აქამდე არ დავინტერესებულვარ ჟირაფების პირადი ცხოვრებით. მონოგამები ყოფილან :)
2013, 22 იანვარი, 20:45
ეს ნამდვილად არ ვიცოდი :)
2013, 22 იანვარი, 9:27
საინტერესოა :*
0 1 5