x
ლაიმის შაქარლამა
2013, 21 იანვარი, 21:17

image



ძალიან ბევრი დამწყები დიასახლისი ტკბილეულისა თუ სასუსნავის
მომზადებას მარტივი რეცეპტით არჩევს. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა თქვენში ახლახანგაღვიძებული კულინარიული უნარ–ჩვევების დასახვეწად.
თუ კი ამ კატეგორიის დიასახლისთა რიგს მიეკუთვნებით
შეგიძლიათ მთელი ენთუზიაზმით შეუდგეთ ამ არაჩვეულებრივი
ნამცხვრის გამოცხობას. ამისათვის დიდი დრო, ზედმეტი ძალისხმევა და ბევრი ინგრედიენტი ნამდვილად არ დაგჭირდებათ. შედეგით კი ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებით. უფრო მეტიც, არც იმაზე ფიქრი აღარ მოგიწევთ თუ რა მიართვათ თქვენი ოჯახის წევრებს საუზმეზე ჩაისთან ერთად.
თვალი გადაავლეთ ინგრედიენტთა სიას, რომელიც ასე გამოიყურება:


200 გრამი უმარილო კარაქი
½ ჭიქა შაქრის პუდრა
2 ცალი ლაიმის ცედრა
1 ჩაის კოვზი ვანილი
2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
1 ¾ ჭიქა პურის ფქვილი
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
½ ჩაის კოვზი მარილი
თუ კი ყველა ეს ინგრედიენტი სახლში უკვე მოგეპოვებათ შევუდგეთ
მომზადებას.
მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურაზე გამთბარ 200 გრამ უმარილო კარაქს
ვათავსებთ ჯამში და ვუმატებთ ½ ჭიქა შაქრის პუდრას. შეგვიძლია ავთქვიფოთ ელექტრო ან ხელის მიქსერით. შესაძლებელია ასევე სათქვეფის გამოყენება.


image



შაქრისა და კარაქისაგან მომზადებულ მასას დაუმატეთ 2 ცალი გახეხილი ლაიმის ცედრა.


image


1 ¾ პურის ფქვილს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და შეურიეთ კარაქისაგან მომზადებულ მიქსტურას და კარგად ათქვიფეთ. მიღებული ცომი გაახვიეთ კალკის ან პერგამენტის ქაღალდში
და მიეცით მას ფორმა. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.


imageimage


დაჭრილი ნაჭრები ოდნავ გააბრტყელეთ და დაალაგეთ გამოსაცხობ ლანგარზე.


image


ვაცხობთ წინასწარ 350 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში მანამ სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს.


image


უკვე გამომცხვარი ორცხობილა ამოავლეთ შაქრის პუდრაში ისე, რომ მას შაქარლამას იერ–სახე სრულყოფილად შესძინოთ.


image


იმედი მაქვს, რომ არა მარტო ამ რეცეპტის წაკითხვით, არამედ შაქარლამას გამოცხობითა და მისი დაგემოვნებით ისიამოვნებთ.



image



248
3-ს მოსწონს
1-ს არა
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ანა87
ანა87
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის  სერვის ცენტრში! ®ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში! ®
1 აპრილიდან მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში მოქმედებს...
ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგი...ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგი...
მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი ხილი შეიცავს ყველაზე დიდი...
რეცეპტი თამრიკო ჭოხონელიძისაგანრეცეპტი თამრიკო ჭოხონელიძისაგან
ხაჭაპურის მომზადების რეცეპტი, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისაგან: ხაჭაპურის ც...
ძვირადღირებული შოკოლადების ტოპ 10ძვირადღირებული შოკოლადების ტოპ 10
ინტერნეტ გამოცემა dekatop.com-მა შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შოკ...
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპიყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
მასალად საჭიროა: ყვავილოვანი კომბოსტო 1კგ ერბო ან კარაქი 2ს/კ პურის ფქვილი...
გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია (+ბევრი ოჯახური ფოტო)გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია (+ბევრი ოჯახური ფოტო)
გვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ის გადაცემის "სხვა შუა ...
სამარხვო ნამცხვარი ვაშლითსამარხვო ნამცხვარი ვაშლით
ეს სამარხვო, ვაშლის ნამცხვარი ძალიან იოლი გამოსაცხობია. არ სჭირდება ბევრი ფილოსოფია....
ნაყინის ისტორიანაყინის ისტორია
ნაყინის შექმნასთანდ აკავშირები თ ბევრი ისტორია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ნაყინის სამშ...
 
სამ-ფეროვანი კექსისამ-ფეროვანი კექსი
ინგრიდიენტები: კვერცხი - 5 ცალი; შაქარი - 2 ჭიქა (225 მლ.ლ ჭიქა); მარგარინი - 250 გრ; ...
სამარხო ნამცხვარისამარხო ნამცხვარი
მასალა: 6 ჩ/ჭ ფქვილი, 2 ჩ/ჭ შაქარი, 2, 5 ჩ/ჭ წყალი, 3 ჩ/კ სოდა- ძმრით, 4ს/კ თაფლი, 1 ჩ/...
კიტრის დამჟავებაკიტრის დამჟავება
შევარჩიოთ ახალი, ქორფა, საშუალო ან უფრო პატარა ზომის სქელკანიანი, მწვანე ფერის, საღი, დაუ...