x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სათავგადასავლო ტურიზმი

imageimage


სათავგადასავლო ტურიზმი არის ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას. სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარობა სწრაფად იზრდება. აშშ-ს მიერ დაფუძნებული სათავგადასავლო მოგზაურობის ასოციაციის განცხადებით, სათავგადასავლო მოგზაურობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტურისტული აქტივობა, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ფიზიკური აქტივობა, კულტურული შემეცნება და ბუნების ჩართულობა. ეგზოტიკურ ადგილებად ითვლება: ვულკანი, უდაბნო, ჯუნგლები, ტუნდრა და ა.შ. ტურიზმის ეს სახეობა, ჩვეულებრივ, არის არასტანდარტული ტური ეგზოტიკურ და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ გარემოში, რაც დაკავშირებულია უჩვეულო მოგზაურობებთან და ტრანსპორტის არატრადიციულ სახეობებთან.

ეგზოტიკური ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა ვულკანური ტურიზმი, რაც ტურისტებში ძალიან პოპულარული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვულკანები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, დედამიწაზე არსებობს ათასობით ადამიანი, რომლებიც სწორედ ამ ადგილებისკენ ისწრაფვიან.

ვულკანებს შორის პირველ ადგილზეა ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანი კილავუე, სადაც დამთვალიერებელს გაყინული ლავისა და ულამაზესი ლანდშაფტის ხილვა შეუძლია.


image

მეორე ადგილზეა ვულკანი მაუნტ-ლიამუიგა, რომელიც სენტ-კისტში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ექსკურსიის დროს ტურისტები ბამბუკის ტყეებს გაივლიან და ვულკანურ ტბაში ბანაობასაც შეძლებენ.

image

სამეულის კიდევ ერთი წევრია კილიმანჯაროს მთა, რომელიც ტანზანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

image

აღსანიშნავია აგრეთვე ვულკანი ვეზუვი და ვულკანი იელოუსტონი.image
image

ტურისტთა მიზიდვის ერთ-ერთ საინტერესო ადგილს წარმოადგენს ვულკანური წარმოშობის კელიმუტუს ტბა, რომელიც ტურიზმის საყრდენია კუნძულ ფლორესზე. კუნძული მდებარეობს ინდონეზიის არქიპელაგზე (აღმოსავლეთ ნაწილში).

imageimageimage

თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს ასევე ძალიან იზიდავთ მოგზაურობა უდაბნოებში.

imageimageimage

სათავგადასავლო ტურიზმში იზრდება ჯუნგლების როლი, რაც განისაზღვრება მრავალმხრივი ფიზიკური რესურსებით დედამიწის რეგიონებში. ჯუნგლებში ტურიზმი ეხება რეგიონის კულტურასა და საქმიანობას. ტურები ჯუნგლებში გახდა ძირითადი კომპონენტი მწვანე (ტროპიკული) ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ამაზონის ტყეები, რომელიც ყველაზე მსხვილი და ბიოლოგიურად მრავალფეროვანი ტროპიკული ტყეებია. იგი ცნობილია, როგორც "დედამიწის ფილტვები".

imageimage

ჯუნგლები აზიასა და აფრიკაში

imageimageimageimage

ეგზოტიკური ადგილებიდან ასევე გამოირჩევა ტუნდრა (უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი). ეს არის მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბოები, სამხრეთით - ტყეები. ეს ყველაფერი ულამაზეს სანახაობას ქმნის, რაც ძალიან იზიდავს ტურისტებს.

imageimageimage

imageimageimageimageimage

ცალკეულ შემთხვევებში სათავგადასავლო ტურები დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვებთან, რომლებიც გამბედაობასა და ცოდნას მოითხოვენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობას.

რაფტინგი (ჩქარ მდინარეზე ტივებით დაშვება) - ეს არის სპორტის და ტურიზმის პოპულარული სახეობა მთელს მსოფლიოში, დასვენების აქტიური სახეობა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი, დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული გახდა 1970-იანი წლებიდან. თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდბელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმისა, რომ ნავი არ ჩაიძირება, თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდა.

რაფტინგი შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ იქნა დაცული უსაფრთხოების ზომები. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან, ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო.

imageimage

რაც შეეხება კომერციულ ტურებს, ყოველი რაფტინგის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც განემარტებათ ნავში ჯდომის, ნიჩბების მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ. ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური ფეხსაცმლის ტარებაც.

ამ პირობების გათვალისწინებით, რაფტინგი საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს და როგორც წესი, ერთხელ ნავში მოხვედრილი ადამიანი "ავადდება" რაფტინგით.

image

ჰაერნაოსნობა - ტურიზმის ეს სახეობა იმით არის საინტერესო, რომ ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ დედამიწის ულამაზესი ხედებით საჰაერო ბურთებით მოგზაურობისას.

imageimageimageimage

ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი ჰაერნაოსნობაში, სადაც იკრიბება უამრავი ტურისტი, რათა დატკბნენ საოცარი მოგზაურობით.

image

დაივინგი (წყალში ყვინთვა) - ქყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ წყალში, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ამასათანავე, მეტია საფრთხეც. დაივინგის დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები, რომელთაც თუ გინდათ თავი აარიდოთ, არ უნდა გააბრაზოთ, არ უნდა დაურღვიოთ მყუდროება. საშიშია აგრეთვე კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები. ამიტომ, დაივინგის საზოგადოება გიდის გარეშე ტურებს არ აწყობს. წყალქვეშა ცურვისას განსაკუთრებით საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ზღვის მცენარეები და საერთოდ, მისი სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ამავდროულად ძალიან საინტერესო.

imageimage


სქაიდაივინგი - პირდაპირი თარგმნით ნიშნავს ცაში ყვინთვას. მის დროს გამოიყენება პარაშუტი და მდგომარეობს თავისუფალ ვარდნაში, რომელიც იწყება თვითმფრინავიდან გადმოხტომისას პარაშუტის გაშლამდე. დასაწყისში სქაიდაივინგი სულ სხვა სახის იყო. პარაშუტისტები ძალიან ადრე შლიდნენ პარაშუტს და ვერ ტკბებოდნენ თავისუფალი ვარდნით, ასევე, პარაშუტის გახსნა მათ იძულებულს ხდიდა საჭირო წერტილიდან გაცილებით შორს დაფრენილიყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შეიგრძნეს თავისუფალი ვარდნის ნამდვილი გემო და მაქსიმალურად ჭიმავდნენ დროს პარაშუტის გახსნამდე და ასე დაიბადა სქაიდაივინგი. მას გააჩნია ბევრი განშტოება.
imageimage

შვეულმფრენით გასეირნება - ეს სახეობა საინტერესოა იმით, რომ შესაძლებელია ძნელადმისაღწევი ადგილების ზევიდან დათვალიერება და მათი სილამაზის სრულყოფილად შეცნობა.

შვეულმფრენით გასეირნება განსაკუთრებით საინტერესოა ღამით, განათებული მეგალოპოლისების დასათვალიერებლად.

imageimage

კლდეზე ცოცვა

imageimage

ალპინიზმი - ეს არის სპორტისა და დასვენების ერთ-ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოშობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.

imageimage

სამთო ველოტურიზმი

imageimage

საცხენოსნო ტურიზმი

imageimage

კანიონინგი

imageimage

სპელეოტურიზი

image

ექსტრემალური ტურიზმის სახეობათა რიგი დღითიდღე იზრდება და ფართოვდება. უკანსაკნელ პერიოდში გამოჩნდა შემდეგი ახალი სახეობები:

სქაისერფინგი - ეს არის პარაშუტით გადმოხტომა სერფინგისტის დაფით.

image

ფრირაიდი - თხილამურებით ან სნოუბორდით თავისუფალი დაშვება მთის ფერდობზე მოუმზადებელ ტრასაზე.

image

ტორნადოზე "ნადირობა" - აშშ-ში არსებობს რამდენიმე სპეცსამსახური, რომლებიც ადრენალინის მოყვარულ ტურისტებს აძლევენ "ცოცხალ" ტორნადოსთან შეხვედრის გარანტიას.

image

ბანგი-ჯამფინგი - გულისხმობს ხიდიდან თავქვე გადმოხტომას, როდესაც მიწამდე მხოლოდ 10-დან 20 მ-მდე მანძილი რჩება. ბოლო ხანებში ტურისტებს სთავაზობენ ხტომებს კანიონებში ან დაბალ სიმაღლეზე მიმავალი ვერტმფრენიდან.

imageimage

ზორბი - ორ დიდ ერთმანეთში ჩამჯდარ სფეროში თავსდება ადამიანი, რომლის ხელფეხი და წელი მაგრდება სფეროს შიდა კედელზე. შემდეგ ხდება სფეროს დაგორება მთიდან. იგი დიდი სიჩქარით მიჰქრის და ხტუნავს ფერდობის კოლბოხებსა და უსწორმასწორობებზე.

imageimage

კოსმოტურიზმი - ტურიზმის ეს სახეობა ყველაზე ძვირადღირებულია. მიუხედავად ამისა, მისი როლი მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის სფეროში და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოსმოსური ტურიზმი მალე ძალიან პოპულარული გახდება.

სპეციალურად ტურისტებისათვის, კოსმოსში გაიხსნება სასტუმრო. ეს სასტუმრო კლიენტებს საშუალებას მისცემს კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და მზის ამოსვლა და ჩასვლა15-ჯერ ნახონ დღეში. რა თქმა უნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც 4.4 მლნ (აშშ) დოლარი ეღირება და ამ ფასად კოსმოსში სამ დღე-ღამეს გაატარებენ. სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ, ისინი გაივლიან 8 კვირიან ვარჯიშს.

imageimage











































0
2518
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
2518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0