x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
მსოფლიოს არაჩვეულებრივი შენობები

თანამედროვე არქიტექტურის შედევრებს ჩვენი გაოცება უძველეს ციხე-სიმაგრეებზე არანაკლებ შეუძლიათ, მითუმეტეს, თუ საუბარი იმ შენობებზეა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებს ამშვენებს.
დღესდღეობით არქიტექტორებს საშენი მასალების ფართო არჩევანის წყალობით ყველაზე თამამი ექსპერიმენტების განხორციელებაც კი შეუძლიათ. უცნაური შენობების უმრავლესობა არაა ცათამბჯენი, ყურადღების მისაქცევად მარტო სიმაღლე ხომ არ კმარა. იმისათვის, რომ ავტორის ჩანაფიქრს ჩავწვდეთ ბევრად ღრმა მიდგომაა საჭირო. მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივი შენობებიდან რამდენიმეს გაგაცნობთ:
"მერი ექს 30- ის" თაუერი დიდ ბრიტანეთში

image უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ლონდონში გამორჩეული დიზაინის მქონე სულ რამდენიმე შენობა Gგამოჩნდა, ერთ-ერთი მათგანია საოფისე თაუერი "Mარყ Aხე 30" – 41-სართულიანი შენობა., რომელიც მსოფლიო შედევრადაა აღიარებული. Pპროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ნორმან ფოსტერია. Uბრიტანელებმა უცნაური ფორმის გამო მოცისფრო-მომწვანო ცათამბჯენს "კიტრი" შეარქვეს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ნიუ-იორკში

image დიდი ხნის მანძილზე ექსპერიმენტების მოყვარული ნიუ-იორკელი არქიტექტორები მსოფლიოში საუკეთესო სპეცაილისტებად ითვლებოდნენ, თუმცა მუზეუმის ასაშენებლად სპეციალურად იაპონიიდან კაზიო სეჯიმა და რიუ ნისიძავა მოიწვიეს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მინიმალისტურ სტილშია აგებული და ერთი შეხედვით ერთმანეთზე დადებულ კუბებს მოგაგონებთ. არქიტექტორები ცდილობდნენ ნახატებისა და ინსტალაციებისთვის მეტი სივრცე გამოეყოთ, ამიტომ ფანჯრების მსხვერპლად შეწირვა მოუხდათ.
" აუდიტორიო იბირაპუერას" საკონცერტო დარბაზი ბრაზილიაში

image

შენობის აგების იდეა არქიტექტორ ოსკარ ნიმეირას ჯერ კიდევ 1951 წელს გაუჩნდა, როდესაც სან-პაულუს 400 წლისთავი აღინიშნებოდა, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ 2005 წელს შეძლო. საკონცერტო დარბაზი იბირაპუერას პარკში მდებარეობს და მისი მშენებლობა 12, 8 მილიონი დოლარი დაჯდა. შენობა იმით არის გასაკუთრებული, რომ უკანა კედელი იკეცება და მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ ღია ცის ქვეშ კონცერტით დატკბნენ.

"თაიბეი 101" ტაივანში


image


გარკვეული პერიოდის მანძილზე ინდოეთში მიწისძვრისა და ტაიფუნის შიშით ცათამბჯენების აგებას ერიდებდნენ. მინერალური ცემენტის წყალობით, რომელიც დიდი სიმყარით გამოირჩევა, ინდოელმა არქიტექტორებმა გარისკეს და 2004 წელს ტაივანში 101-სართულიანი ცათამბჯენი – თაიბეი 101 გამოჩნდა. მისი ნახვა მხოლოდ 2 მიზეზის გამოც ღირს: აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტია და 89-ე სართულზე არის უზარმაზარი ქანქარა, რომელიც შენობის რხევას ამცირებს.


ტელევიზიის შენობა პეკინში

image


ჩინეთის ცენტრალური არხის ეს უცნაური შენობა თავის მასშტაბებით, ალბათ, მხოლოდ პენტაგონს თუ ჩამოუვარდება. 55 სართულიდან თითოეულს განსხვავებული დაგეგმარება აქვს, ჰოლანდიელი არქიტექტორის რემა კულხაასის ასეთი გადაწყვეტილება პეკინისთვისაც კი უცხოა, სადაც დიდი ხანია უარი თქვეს'"ბანალურ" დიზაინზე. პროექტის მიხედვით ყოველი 50 მეტრის სიმაღლეზე ტურისტებისთვის სპეციალური გამჭვირვალე პლატფორმაა გამოყოფილი, შენობიდან გამოწეული დისკების სახით.

''თურნინგ თორსო-ს" ცათამბჯენი შვედეთში

image

2005 წელს აგებული ეს 190-მეტრიანი შენობა თითქოს მართი კუთხით ბრუნავს ღერძის გარშემო. მშენებლობისას ყველაზე თანამედროვე სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენეს. "თურნინგ თორსო" მრავალფუნქციური კომპლექსია: ქვედა სართულზე განთავსებული ოფისებისა და მაღაზიების გარდა, აქ ასევე ლუქსის ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები მდებარეობს, რის გამოც ტურისტებისთვის ზედა სართულების დათვალიერება აკრძალულია და კომპენსაციის სახით მათ ვირტუალურ ექსკურსიას სთავაზობენ.

0
641
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0