x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
კიბო დამარცხებულია?!
imageსაბედნიეროდ, ამჯერად სიახლე რეალური ჩანს. ცნობილ იაპონელ მეცნიერთა გუნდმა შეძლო მდგრადი უჯრედების შექმნა, რომლებსაც სიმსივნეების განადგურება შეუძლია. როგორც იაპონიის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (RIKEN) იუწყება, მკვლევართა მიერ შექმნილი უჯრედები არსებითად წარმოადგენენ "გადაპროგრამებულ" T-ლიმფოციტებს - სიმსივნური უჯრედების ბუნებრივ მტრებს.


T-ლიმფოციტებს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს როდესაც იმუნური სისტემა კიბოს საშიშროებას აფიქსირებს. სამწუხაროდ, ამ უჯრედების წარმოქმნა ვერ ხერხდება იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფდა ორგანიზმის გამკლავებას სიმსივნესთან.


imageსწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჯერ კიდევ 2012 წელს, RIKEN -ის მკვლევართა ჯგუფმა გამოიყვანა ე.წ. ინდუცირებული პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედები (Induced pluripotent stem cells, ips cells). ამ მიღწევისათვის ჯგუფის ხელმძღვანელი, შინია იამანაკა დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში.


ახალი მიღწევის შინაარსი მდგომარეობს ამ ips-უჯრედებიდან მდგრადი T-ლიმფოციტების მიღებაში. აქამდე პრობლემა სწორედ მიღებული T-ლიმფოციტების არამდგრადობაში იყო - უჯრედები მანამ იღუპებოდნენ, ვიდრე სიმსივნეზე შეტევას მოახდენდნენ.

როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, დოქტორი კავამოტო აცხადებს - "ჩვენ შევძელით ჯერ მიგვეღო ips-უჯრედები "ქილერი" ლიმფოციტებისაგან, ხოლო შემდეგ მათგან გავაკეთეთ სავსებით სიცოცხლისუნარიანი T-ლიმფოციტები".



ახლა მეცნიერებს მოუწევთ იმის გამოკვლევა, ხომ არ უტევენ და აზიანებენ ეს მიღებული T-ლიმფოციტები არასიმსივნურ, ორგანიზმისათვის საჭირო უჯრედებსაც.


დადებითი პასუხის შემთხვევაში მედიცინაში ნამდვილი გადატრიალებაა მოსალოდნელი - ამ მეთოდს ხომ ტრადიციული ქიმიო თუ რადიო თერაპიისათვის დამახასიათებელი ტოქსიკური გვერდითი მოვლენები არ ექნება!!


ვუსურვოთ იაპონელ მეცნიერებს და მთლიანად კაცობრიობას კვლევების წარმატებით დაგვირგვინება.

15
6290
15-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Livingstone
Livingstone
6290
  
2016, 12 ივნისი, 16:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

შედი კვირის პალიტრაში,და ამოყარე ძველი სტატიები....დაწერე საძიებელ სისტემაში კატრექსი გაჩეჩილაძე,და ამოყრის სტატიებს.... მანდ წავიკითხე რომ,გარდაცვალების შემდეგ,მიცვალებულს აშკარად ეტყობოდა მოწამვლის ნიშნები....მისი შრომები კი გაქრა პროსტა.....
2016, 23 მარტი, 1:23
ზალიან გტხოვტ ტქვატ როგორ გარდაიცვალა გაჩეჩილაძე, მე მისი კატრექსი გავიკეტე
2015, 28 თებერვალი, 12:29
ეხლა ეგ,მეცნიერთა ჯგუფი....სათითაოდ დაიღუპება,საეჭვო ვითარებაში,ლაბორატორიას კი ცეცხლი გაუჩნდება და განადგურდება, გაჩეჩილაძე,ხომ გახსოვთ? კატრექსი რომ გამოიგონა,ისიც,ესე,ყოვლად საეჭვო და გაუგებარ ვითარებაში გარდაიცვალა.......
2013, 26 თებერვალი, 21:20
კიბო ,შიდსი. ვირუსული დაავადებები და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ..
2013, 26 თებერვალი, 20:47
ეგ რას ნიშნავს, რაც მეტი გარდაიცვლება კიბოთი, მით ნაკლები ეკონომიური, კვების და დასახლების პრობლემა გვექნება?!
2013, 26 თებერვალი, 15:46
არა მაფია არა.. დასახლების პრობლემა,. ეკონომიკური პრომლემები,. კვების პრობლემა , დასახლების პრობლემა.. და ბევრი კიდევ.
2013, 13 თებერვალი, 15:15
მიზეზი რა არის, მაფია?
2013, 12 თებერვალი, 13:17
კი დიდიხანია. უბრალოდ შეჩერებულია გამოყენება, რადგან ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს
2013, 27 იანვარი, 21:35
2 პესიმისტი მაინ მოიძებნა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10