x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორი იქნება 2013 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს ნიშნებიაღმოსავლური კალენდრით 2013 წელი შავი წყლის გველის წელია.

შავი გველის წელი ცოტათი მისტიკურია და ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს. ეს წელი განსხვავებული იქნება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის.

გთავაზობთ 2013 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის.







ვერძივერძი (21 მარტი - 20 აპრილი)


ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2013 წელი არა მარტივ, მაგრამ საინტერესო წელს პირდება. ეს წელი სავსე იქნება მოულოდნელი და დაუვიწყარი თავგადასავლებით. თავად ვერძებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაუმკლავდებიან ისინი უამრავ მოულოდნელობებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში გამოჩნდება. ურთიერთობების მხრივ, ეს წელი მშვიდი და კარგი იქნება. ივლისის თვე განსაკუთრებით დადებითი იქნება ახალი ურთიერთობების წამოწყების მხრივ. მოერიდეთ უსიამოვნებებს სამსახურში, რადგან ამ სფეროში გაურკვეველი ცვლილებებია მოსალოდნელი.


კურო კურო (21 აპრილი - 20 მაისი)


კუროებს უაღრესად მნიშვნელოვანი წელი ელით.

საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით და დაძაბული ცხოვრების დინამიკით. რთული წელი იქნება თუმცა კუროსთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს, ამიტომაც მოიკრიბეთ ძალები და წინ ! ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია აგრეთვე ურთიერთობების მხრივ. რომანტიკისთვის კარგი პერიოდი იქნება შემოდგომის მეორე ნახევარი.

კარიერულ საქმიანობაში კი არანაირი საფრთხე არ იგრძნობა.


ტყუპები ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)


თქვენი პიროვნული ზრდა 2013 წელსაც გაგრძელდება. წლის პირველი ნახევარი მწვანე შუქი გექნებათ ანთებული. აიმაღლებს საკუთარი თავის რწმენა და წარმატების შეგრძნება.

ცვლილებები პირველ რიგში მოსალოდნელია სამსახურში და მეგობრების მხრივ. ამ წელს ყურადღება მიაქციეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯამრთელობაზე. პირადი ცხოვრება მშვიდი და ნეიტრალური იქნება.

მოსალოდნელია კარგი დინამიკა თქვენს ბიზნესში.


კირჩხიბი კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)


მთლიანობაში კირჩხიბებს მნიშვნელოვანი წელი ელით. ბევრისთვის შეიძლება წარმატებული იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს მარტივს და ადვილს.

დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

გაგრძელდება ცვლილებების პერიოდი ურთიერთობებში პარტნიორებთან. მცირე დადებითი ცვლილებები იქნება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში.


ლომილომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)


ლომებს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების წელი ელით. ცვლილებები იქნება სახლის საქმეებში და უამრავი პატარ-პატარა პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ტრანსფორმაცია მოხდება განათლების და მოგზაურობის სფეროებში. ამ წელს გამიმართლებთ მეგობრებში. 2013 წელი არ უქმნის სერიოზულ პრობლემებს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს. ფინანსური მდგომაროების საკმაოდ დიდად გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.


ქალწულიქალწული (23 აგვისტო - 23 სექტემბერი)


წარმატება თქვენს გვერდით იქნება კარიერაში და მეგობრებთან ურთიერთობაში. თქვენ აღმოაჩენთ, თუ როგორ გაიზრდება თქვენი პერსპექტივები და დაინახავთ ახალ პროექტებს და იდეებს. ამ დადებითი მხარეების შემდეგ მინდა გითხრათ, რომ გელით არა წარმატებული წელი ურთიერთობებში. შესაძლებელია გართულებები ნათესავების მხრიდან.


სასწორისასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)


2013 წელი წინა წელთან შედარებით მარტივი და მსუბუქი იქნება. სატურნი ტოვებს სასწორის ნიშანს და ამიტომაც თქვენ ნაკლებად შეგექმნებათ

პრობლემები და დიდი სირთულეები. წელს გამოჩნდება ახალი პერსპექტივები.




მორიელიმორიელი (24 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)


მორიელებს წინ ელით სერიოზული მუშაობა საკუთარ თავთან და ურთიერთობების გადახედვა. სამსახურში და სამეგობრო წრეში არ იქნება ყველაფერი ისე მარტივად, როგორც თქვენ ისურვებდით. თებერვლიდან იქნებით სენტიმენტალური და რომანტიული სიყვარულის მიმართ.


მშვილდოსანიმშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)


მშვილდოსნებს მიმდინარე წელი დაუვიწყარი მოგონებებით დაამახსოვრდებათ სიყვარულში, ოჯახში და ბავშვებთან მიმართებაში. პრობლემებია მოსალოდნელი ფინანსურ სექტორში. შესაძლებელია ახალი მტერი გამოგიჩნდეთ.



თხის რქათხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)


პლუტონი აგრძელებს თქვენ ცხოვრებაში ძირეული ცვილებების განხორციელებას. პრობლემები წარმოიქმნება ოჯახურ საქმეებში. შესაძლებელია მოულოდნელი ამბავი საცხოვრებელი ადგილის ირგვლივ. კარგი წელია სამსახურისთვის და პირადი ურთიერთობებისთვის. წელს ეცადეთ არ გაანაწყენოთ მეგობრები და ნათესავები.


მერწყულიმერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)


მერწყულებს წინ ელით შემოქმედებითი აქტიური და ამავდროულად რთული წელი. პრობლემები შეიძლება იყოს სწავლის საქმეში და ნათესავებთან ურთიერთობაში. სამაგიეროდ იქნებ სიყვარულში გაგიმართლოდ. ჯამრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე უნდა იყოს.



თევზებითევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)


წინ გელით პიროვნული ზრდის, პერსპექტიული ამბების, სასიყვარულო სიახლეების და განათლების წელი. ფინანსური კეთილდღეობა გაიზრდება და ყველაფერი პოზიტიური თქვენთვისაა ამ წელს. თუმცა არსებობს ძალიან მცირე შანსი იმისა, რომ მთელი კაპიტალი ერთ წამში დაკარგოთ.



მიუხედავად ყველა პროგნოზისა ეს მხოლოდ და მხოლოდ ასტროლოგიური პროგნოზია და ნუ მიიღებთ მას მთელი სერიოზულობით.

4
1228
11-ს მოსწონს
ავტორი:kakna
kakna
1228
  
2013, 30 ივნისი, 12:17
მთლიანობაში კირჩხიბებს მნიშვნელოვანი წელი ელით. ბევრისთვის შეიძლება წარმატებული იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს მარტივს და ადვილს.

დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

გაგრძელდება ცვლილებების პერიოდი ურთიერთობებში პარტნიორებთან. მცირე დადებითი ცვლილებები იქნება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში.
2013, 23 იანვარი, 22:14
ვერძებისთვის მშვენიერი წელიააა :) :) :) მიხარიაა :): )
2013, 21 იანვარი, 14:19
ვააა, გადამრევთ მე თქვენ...თავიდან მომეწონა ყველაფერი და ბოლოს____ ერთად უნდა დავკარგო ყველაფერი????.... ეგ უსამართლბაა ვარსკვლავებო....ეგ აღარ მომეწონა..:(
2013, 21 იანვარი, 14:10
"მთლიანობაში კირჩხიბებს მნიშვნელოვანი წელი ელით. ბევრისთვის შეიძლება წარმატებული იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს მარტივს და ადვილს.
დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
გაგრძელდება ცვლილებების პერიოდი ურთიერთობებში პარტნიორებთან. მცირე დადებითი ცვლილებები იქნება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში."-ძალიან კარგი :) )
0 1 4