x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვაშლის გამყიდველო

imageსტატია მეკუთვნის მე მთვარის კლუბს


არა, მაინც რა იციან ეს მეგობრულად, ამ მთლად უარესი - ახლობლურად მოსვლა და მომსახურება. მიდიხარ, ეკითხები ფასს და ის, ურცხვად, მეგობრულად გიღიმის და გესაუბრება - ბოჟე მოოი, სად ვცხოვრობთ, რა მენტალობაა. იმდენი თავხედობაც კი ყოფნის რომ სხვა მოდელი შემოგთავაზონ. ვითომ შენზე უკეთესად იცოდეს რა გინდა შენ. თან მთლიან ვაშლს მაინც ყიდდნენ - ჩაკბეჩილს გვატენიან. არა რაა.. ( ეს რააა გაგრძელებით ) მენტალობა მეგაპოლისიდან, აკუსტიკა კი თურქეთიდან უნდა შემოვიტანოთ.

მიხვდით მგონი .. ეს შ.პ.ს "ვაშლის გამყიდველის" გუშინდელ ფუნდამენტალურ ნაშრომზე "რეგიონები და მენტალობა, კონსულტანტების შერჩევის მეთოდიკა და მათი მენტალური კლასიფიკაცია ურბანული დაგეგმარების კვალობაზე" .. ხო, აი ამ ნაშრომზე ვსაუბრობ.

არა, კადრების დეფიციტი სიახლე როდია. გახსოვთ ალბათ, თავის დროზეც მეც ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოში ოფიციანტთა კვალიფიკაციით.

ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!

მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ნამდვილად არ მომიფიქრებია მათ მიერ სამსახურში წარმოჩენილი "ნიჭის" საქართველოს რეგიონების, ქალაქების და უბნების მიხედვით კლასიფიკაციით დამეყო. მადლობა ვაშლის გამყიდველს.

რა გითხრათ, ერთია რეალური პრობლემა რაც კადრების დეფიციტს უკავშრდება, მეორეა რეალური პრობლემის სათანადოდ კლასიფიცირება და წრამოჩენა. აი აქ კი ბოდიში... როგორც ვხედავ კონკრეტული ფირმის დირექტორს არც სათანადო დიპლომატია გააჩნია და არც ტაქტი ... ისევე როგორც ლიცენზია ზემოთხსენებული ეიპლის პროდუქციის გასაღებაზე. თუმცა ეს მათ "მენტალობას" ხელს არ უშლის

საპასუხოდ აფეთქდა სოც.ქსელი. ( ძირითადად რათქმაუნდა ბათუმელი მომხმარებელი აქტიურობდა. არადა ისე ყველას გვიყვარს ეს "ჯვაროსნული ლაშქრობები" ) "არ შეიძინოთ აოფონ პლიუსში არაფერი", " მათ მხოლოდ ჩვენი ფული უნდათ", " ისინი უზრდელები არიან, პატივს არ სცემენ ბათუმელებს" და ასე შემდეგ. მართალი გითხრათ მე არ ვიცი არცერთი ფირმა რომელიც კლიენტის კეთილდღეობაზე ზრუნავდეს და მისი ფური არ სჭირდებოდეს. მაგრამ წყენის საბაბი არსბობს. გასაკვირი აქ არაფერია, როცა ერთი ადამიანი ერთ ქვაბში ყრის ყველას და ამას ეგრედწოდებულ "მენტალობას" აბრალის... შეურაცმყოფელია.

დირექტორის წყალობით ბათუმი ერთიანად გადაიქცა აიფონ პლიუსის პოტენციურ კონსულტანტებად რომლებსაც არ უღიმის ბედნიერი შარავანდები და ლაიქები აიფონ 4 ან 5 გადაღებული ქართული სამზარეულოს უნიჭო შედევრების ფეისბუქში გამოფენის გამო. ნუ რას ვიზამთ. ხვალ სავარაუდოდ გლოვას გამოვაცხადებთ და ქალაქის თავზე მოშრიალე მენტალობის დროშას ერთი დღით დავუშვებთ. ხოლო იმ ადამიანს, ვინც ამ წყევლას გაარღვევს და აიფონ პლიუსის პირველი ბათუმელი კონსულტანტი გახდება. მადლიერი შთამომავლობა არ დაივიწყებს.

ისე და ... რეალურად მაინტერესებს, სანამდე უნდა არსებობსდეს ეს პროვინციალური კუდაბზიკობა რომელიც ერთ ნაბიჯშია ფაშიზმამდე. ამ შემთხვევაში ეს არ ეხება კონკრეტულად თბილისს. აჭარაში - კოწიობას. გურიაში (და სხვაგან) თათრობას. თბილისელობას. სოფლელობას. რელიგიურ კუთვნილების და კიდე ბევრ გლობალურ თუ იდიოტობამდე პრიმიტიულ განსხვავებას ჩაჭიდებული კუდაბზიკობა?! მენტალობა გვაკლია?! აფსუს... არ აგვიყვანენ ასე ევროოჯახში კონსულტანტადაც კი ....

ჰა? ვაშლის გამყიდველო ... სხვათაშორის ეგ სიმღერა, როგორც გუშინ დავწერე სტატუსად, ძალიან პოპულარული გახდება უახლოესი კვირის განმავლობაში.

0
64
4-ს მოსწონს
ავტორი:da-vid
da-vid
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0