x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნერვები, გული, ზედმეტი აღზნებადობა

imageგულის დასამშვიდებლად და მასში ტკივილების მოსახსნელად არ არის ურიგო გამოვიყენოთ შემდეგი რეცეპტით მომზადებული ნაყენი. ამის გარდა, გირჩევთ სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ აბაზანებს. თუ დიდი აბაზანა არა გაქვთ, შეიძლება გაიკეთოთ მხოლოდ ფეხებისათვის. ნახარშების რეცეპტი რამდენიმეა. აიღეთ ფიჭვის წიწვები, ტოტები და გირჩები, დაასხით ცივი წყალი, რომ დაფაროს, ადუღეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი დაყენეთ 12 საათი. ნახარში უნდა იყოს ყავისფერი. დაამატეთ ცხელი წყალი - აბაზანისათვის 1 1/2 ლიტრი, ფეხებისათვის 1 1/4 ლიტრი.ძალიან კარგია აბაზანაში ვალერიანის ძირის ნახარშის დამატება. ეს ხსნის თავის ტკივილს, ტკივილს გულის არეში, აქვეითებს წნევას. მოსინჯეთ აბაზანები გვირილის, კაკლის ფოთლების ნახარშით. ეს ნახარშები კეთდება ისევე, როგორც ნახარში ფიჭვის წიწვების, ტოტების და გირჩების, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაყენება არ სჭირდება ასე დიდხანს.image

0
278
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0