x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
წინასწარმეტყველება ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის წაბრძანების შესახებ
imageათონის წმინდა მთაზე ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ივერონის მონასტრის მოლოცვის შემდგომ, ასეთი რამ განაცხადა: " ივერიის რვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართველოში".



image



წმინდა ნილოს მირონმდინარე ამის შესახებ წერდა: "წმინდა მამებო, ხსნის დაცილება იქნება ასეთი: პირველი - მცირეოდენი ხნით ადრე შეიძვრება მონასტერი, სადაც სუფევს ხსნის დედოფლის ხატი. ეს ნიშნავს, რომ უგრძნობი მიწა შეიგრძნობს, გაღარიბდება თავისი მფარველისგან, რომელიც იფარავდა ამ დღემდე, ძვრის შემდეგ ზლიერ რყევაში იქნება ყოველი დანერგილი ხე და დახრიან დანერგულს, ვამბობთ ყველა

ფესვგადგმულს დედოფლისთვის ტყვეობაში.image


image


















ათონზე საშინელი ხმაური ატყდება, გამოვა წვრილი ხმა, როდესაც ჩვენი დედოფლის, ღმრთისმშობლის ხატი წაბრძანდება უცნაური და მთრთოლვარე. ნიშანი გამოჩნდება. ნიშანი იქნება ასეთი: ყველა ეკლესია დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო, მხსნელის გაცილებისა და თავის მოდრეკის აღსანიშნავად. ამის გამო გეუბნებით, უგრძნობი იგრძნობს, ხოლო გრძნობა დაივსება და ვერ შეიგნებს, რომ ცილდება ხსნა.

imageგეუბნებით, წმინდა მამებო, ვიდრე ჩვენი დედოფლის, ღვთისმშობლის ხატი მთაზე ბრძანდება, ნურავინ დააპირებს აქედან წასვლას, რადგან ამის განზრახვისთანავე მეყსეულად სულიერ და ხორციელ სასჯელს მიიღებს.









imageროდესაც იხილავთ, რომ წაბრძანდა ყოვლადწმინდას ხატი ამ წმინდა მთიდან, წადით თქვენც, სადაც გენებოთ, ოღონდ ბერული ცხოვრების აღთქმა შეინახეთ დაურღვევლად და წმინდად."

0
646
2-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0