x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პრეზიდენტის ჩაცმა რუსეთს ნახევარი მილიონი დოლარი უჯდება
image ვლადიმერ პუტინი ჩაცმაში აკურატულობით გამოირჩევა. როგორც დასავლელი იმიჯმეიკერები აცხადებენ, იგი ყოველთვის დახვეწილად იცვამს. მკერავების მთელი ბრიგადა არაფერს იშურებს, რომ პრეზიდენტს ახალი და მისთვის მოსაწონი კოსტიუმები შეუკეროს. ხშირად იგი თავად ყიდულობს ტანსაცმელს, ამიტომაც მის გარდერობში ბევრი ექსკლუზიური მოდელია. მოსწონს იტალიური ფირმა "ბრიონი", "ფორსისა" და "კიტონის" სავაჭრო ნიშნები. "კიტონის" მთავარი დიზაინერი მოსკოვსაც ეწვია და პრეზიდენტს ზომებიც კი აუღო, რათა შესაფერისი კოსტიუმები გამოუგზავნოს. ამ ფირმების თითოეული მოდელი 3 000 დოლარი ღირს.

ბუკინგემის სასახლეში ინგლისის დედოფალ ელიზაბეტთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი 5 000 დოლარიანი ფრაკით იწონებდა თავს.

პუტინი დიპლომატიურ პროტოკოლს დიდი სიზუსტით იცავს. ამიტომაც მუქი ფერის პიჯაკის ქვეშ აუცილებლად ღია ფერის პერანგს იცვამს, რომელთა ფასებიც 200-300 დოლარამდე მერყეობს. ზოგიერთ ოფიციალურ შეხვედრაზე 80 დოლარიან ბაფთას იკეთებს. პრეზიდენტის შარვალს 400 დოლარიანი კლასიკური ქამარი ამაგრებს. პერანგის მაჯის სამაგრებს ყოველთვის პიჯაკის ფერში ირჩევს და მათში 300 დოლარს იხდის, ხოლო ჰალსტუხის სამაგრი 180 დოლარიანი აქვს.

რუსეთის პრეზიდენტი საქმიან შეხვედრებზე კლასიკური ფორმის მუქი ფერის ფეხსაცმელებს და კოსტიუმისფერ 50 დოლარიან წინდებს იცვამს. უპირატესობას "ჯონ ლობის" ფირმის 1000 დოლარიან ფეხსაცმელს ( რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე აქვს გარანტია) ანიჭებს.


როგორც წესი, პრეზიდენტი მუდამ უნდა აკონტროლებდეს დროს. დიდი რუსეთის პირველი პირი ამისათვის შვეიცარიული ფირმის "პატეკ ფილიპსის" - 15 000 დოლარიან საათებს იყენებს და მათ მუდან მარჯვენა ხელზე ატარებს.

ვლადიმერ პუტინს ყოველთვის თან აქვს 30 დოლარიანი სავარცხელი და 1500 დოლარიანი "პარკერის" ფირმის ავტოკალამი.

ძიუდოს მოყვარული ჩინოსანი ტატამზე 120 დოლარიანი კიმონოთი გადის. დასავლელი პრეზიდენტების მსგავსად, მას გოლფიც უყვარს და 3000 დოლარად ღირებული გოლფის მოწყობილობა და 700 დოლარად შეფასებული სპორტული ფორმა აქვს.

საერთო ჯამში, უხეში გადაანგარიშებით, რუსეთის პრეზიდენტის გარდერობს, სულ მცირე, 500 000 ანუ ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება.image

0
109
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0