x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134483
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მშობლის სტატუსი
იმისათვის, რომ მშობელი გახდე, სპეციალური კვალიფიკაციისimage
მიღების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დავალებაა. ბავშვის აღზრდის მეთოდები არა მხოლოდ ინდივიდებზე მოქმედებს, არამედ საზოგადოების ფორმირების განმსაზღვრელი ხდება.


ძნელი იქნებოდა დედობაზე ან მამობაზე უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობების დასახელება. საზოგადოებისა და, საერთოდ, ადამიანთა რასის მომავალი ბავშვებზეა დამოკიდებული. ბავშვების აღზრდის მეთოდები და ის გარემო, სადაც ისინი იზრდებიან, არა მხოლოდ საზოგადოების ფორმას, არამედ მის არსებობასაც განსაზღვრავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მშობელია, ეს ისეთი "სამსახურია", რომელსაც კვალიფიკაცია არ ესაჭიროება. ამ "პროფესიას" ნებისმიერი შეიძლება დაეუფლოს.


imageთანამედროვე მსოფლიოში შვილების წარმატებით აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია და, ამასთანავე, უფრო ძნელი, ვიდრე ოდესმე. იყო წარმატებული დედა ან მამა, ნიშნავს შვილების ისე აღზრდას, რომ მათ ცხოვრებისეული სიძნელეები იოლად დასძლიონ, ასევე, მნიშვნელოვანია მათთვის ბედნიერი მომავლის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ის ბავშვები, რომლებიც ჯანსაღ, კომფორტულ გარემოში იზრდებიან და ღია მეგობრული ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, ნებისმიერ საზოგადოებაში კარგად გრძნობენ თავს, არ უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა და წარმატებებსაც იოლად აღწევენ.


დღესდღეობით, მშობლის სტატუსის გაზრდილ სიძნელეებს ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს: უპირველეს ყოვლისა, XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული მოსახლეობის მკვეთრი და განუწყვეტელი ზრდა, რომელსაც თან სდევს ურბანიზაციისა და image
ინდუსტრიალიზაციის პროცესები. მეორე მიზეზს ამ მოსახლეობის ზრდის შედეგები წარმოადგენს, ვინაიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ საზოგადოებაში ოჯახური ტრადიციების რღვევა მიმდინარეობს. ინდუსტრიული, ურბანული საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სიმძიმე ნიშნავს, რომ მშობლებს, განსაკუთერბით კი დედებს, თავიანთი შვილებისათვის ნაკლები დრო რჩებათ.


ტრადიციული ოჯახის სტრუქტურა ფართო ოჯახს მოიცავდა. ვაჟები თავიანთ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, ერთმანეთის სიახლოვეს, ზოგჯერ კი საკუთარი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ასეთი ფართო ოჯახები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში დღესაც არსებობს. ასეთი ტრადიციული ოჯახური სტრუქტურების რღვევა ნიშნავს, რომ ადამიანები ნაკლებად მომზადებულები ხვდებიან იმ საპასუხისმგებლო საქმიანობას, რომელსაც დედობა და მამობა ჰქვია.image

ტრადიციულ საზოგადოებებში ბავშვების გაზრდა უფროს ბავშვებს ან ნათესავებს ევალებოდათ. ასე რომ, იმ დროისათვის, როდესაც საკუთარი ბავშვის ყოლა შეეძლოთ, ადამიანთა უმრავლესობას ამისათვის საკმარისი გამოცდილება ჰქონდა.

ვინაიდან ოჯახები ერთსა და იმავე ტერიტორიაზე რჩებოდნენ, თაობებს შორის ნათესაური კავშირები ბევრად მტკიცე იყო. საჭიროების შემთხვევაში, ახალგაზრდა მშობლებს რჩევისა და მხარდაჭერის მიღება უფროსი თაობისაგან შეეძლოთ. თანამედროვე ურბანულ საზოგადოებაში მშობლები დახმარებას ოჯახისაგან შორს, სულ სხვაგან ეძებენ.


ოჯახური ცხოვრების ტრადიციული წესის აღმოფხვრის შედეგად, თანამედროვე მშობლები "ექსპერტებს" რჩევებისათვის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ, რომლებიც უწინ საკუთარ მშობლებთან განიხილებოდა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. დღეს თაობებს შორის უფრო დიდი ფიზიკური და ემოციური დისტანცია არსებობს. თანამედროვე მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი სამყარო ბევრად უფრო კომპლექსურია და მათ მშობლებს ამის აღქმის imageუნარი არ გააჩნიათ. ვინაიდან ამ კომპლექსურ სამყაროში უამრავი სპეციალისტია, მშობლების დიდი ნაწილიც რჩევებისათვის სწორედ მათ მიმართავს.

მშობლებისათვის არსებული რჩევების წიგნები სიახლეს წარმოადგენს. ვინაიდან ადამიანთა აქტიურობა თითქმის ყველა სფეროში დიდ მასშტაბებს აღწევს, სხვის პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანთა ნაკლებობა არასოდეს შეინიშნებოდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებულმა "მრეწველობის" ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოების ფორმირებაზე. ბავშვის აღზრდის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით წიგნი გამოიცა, თუმცა წიგნები, ძირითადად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იყიდებოდა.image

ფსიქოლოგია, რომელიც უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მკვეთრად განვითარდა, ადამიანთა ქცევის შესახებ უამრავ ახალ თეორიას აყალიბებდა. დიდი ყურადღება ეთმობოდა ბავშვის განვითარებას. ამ თეორიების უდიდესი ნაწილი სხვა თეორიების პირდაპირ დაპირისპირებას წარმოადგენს. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა ორი მთავარი თეორიული სისტემა: ფროიდიზმი და ბიჰევიორიზმი.

ბიჰევიორიზმის პრინციპების მიხედვით, ახალშობილი ბავშვი წარმოადგენს სუფთა დაფას, რომელზეც ნებისმიერი რამის დაწერაა შესაძლებელი. ეს თეორია ფართოდ გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონსულტაციო "ინდუსტრიის" ზრდის პარალელურად. სახეცვლილების მიუხედავად, იგი მაინც მთავარ მიმართულებად დარჩა.

ფროიდისეულ პრინციპებს ევოლუციისა და გენეტიკის კარგად გამოკვლეული თეორიები ედო საფუძვლად. ეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად ბიოლოგიურ ინსტინქტებს მიიჩნევს. თეორიის მიხედვით, ახალშობილი არანაირად imageარ წარმოადგენს სუფთა დაფას, რადგანაც მისი ინდივიდუალური შტრიხების ძირითადი ნაწილი დაბადებისას უკვე განსაზღვრულია მემკვიდრეობით მიღებული უნიკალური გენეტიკური მონაცემების საშუალებით. ბავშვის მიერ შემდგომში მიღებული გამოცდილება, გარკვეულწილად, ცვლის მის პიროვნებას, თუმცა ბავშვების უმრავლესობა მემკვიდრეობით მიღებული გენების ზემოქმედებით მოქმედებს.

ბავშვის განვითარების ორივე თეორიის მიხედვით, ერთი რამ აშკარაა - მშობლების ყურადღება და სიყვარული ბავშვის სწორად განვითარება-ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. უამრავი მშობელი გამოხატავს მღელვარებას ბავშვის აღზრდის შესახებ არსებული ერთმანეთის საპირისპირო თეორიების გამო.

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების დასაძლევად აუცილებელია გამუდმებით ყურადღებით ყოფნა, მოვლენებზე მოხერხებულად და სწრაფად რეაგირება. განუწყვეტლივ ცვალებადი ურთიერთდამოკიდებულება, სიმკაცრე და არარეგულარული წესები დაუშვებელია. უკეთესი შედეგები მიიღწევა მაშინ, როდესაც მშობლები ურთიერთგაგების საფუძველზე ბავშვებს საკუთარი მისწრაფებების შესრულებაში ეხმარებიან და მათზე ზემოქმედებას არ ახდენენ.

0
117
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0