x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
უცნაური ეჭვიანობა დიკო ჯოჯუაზე!!!

image
ექვსი წელია, რაც დაოჯახებული ვარ. მე და ლელიმ დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი. უკვე ორი შვილი გვყავს და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს უეჭვიანია.
ეჭვიანი არც მე ვარ. თან მთელი დღე სახლშია და ბავშვებს უვლის. საღამოს ცხელ სადილს მახვედრებს და ტანსაცმელი ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს. ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც საღამოს ”კურიერის” ყურებისას წამომცდა, რა ლამაზი გოგოა ეს დიკო ჯოჯუა, მიყვარს, მაგას რომ მიჰყავს საინფორმაციო-მეთქი.

იმ წუთას არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მას შემდეგ, როგორც კი ”კურიერის” ყურებისას გამომიჭერდა, ვითომ ხუმრობით მეუბნებოდა, შეყვარებულს უყურებო. თავიდან მეც ვიცინოდი, ერთხელ კი ყელში ამომივიდა და ცოტა უხეშად ვუპასუხე.

იმ დღის მერე ”რუსთავი 2”-ზე გადართვა ამიკრძალა. ან როგორ აკრძალავდა, უბრალოდ, ყოველდღე ვჩხუბობდით. ბოლოს ისევ მე დავნებდი და საინფორმაციოს სხვა არხებზე ვუყურებდი. ერთ დღეს სამსახურში გვიან ღამემდე დაგვტოვეს და შინ 11 საათზე დავბრუნდი. ისეთი დაღლილი მივედი, თავს მაღლა ვერ ვწევდი და ლელი მეუბნება, იმიტომ დაიგვიანე, რომ სადღაც ”კურიერს” უყურეო.

იმ დღეს ისე ვიჩხუბეთ, რომ სახლიდან წავიდა. ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ისევ შევრიგდით. ახლა ერთად ვართ, მაგრამ ხელში პულტი ვეღარ ამიღია, ასე მგონია, რომ ისევ ძველებურად დაიწყებს. არადა, შვილები მყავს და სულელური ეჭვიანობის გამო ოჯახი როგორ დავანგრიო.image

0
1594
1-ს მოსწონს
ავტორი:სანო
სანო
1594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0