x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82903
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
საზოგადოება თუ . . . ?
image სიცივე, ტკივილი, ღალატი, დაუნდობლობა და კიდევ ათასი საზიზღრობა, რომლის გარეშეც ამ საზოგადოებას არსებობა არ შეუძლია. თუმცა, რა არის საზოგადოება? მეცნიერულ ტერმინოლოგიას არ დავესესხები, ჩემეული განმარტება მაქვს და... მე, მგლების ხროვას შევადარებ, თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელ არსებებს, რომელნიც ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთმანეთს არ ინდობენ და სასტიკად უსწორდებიან.აი, ესენი არიან ადამიანები. თუ პირდაპირ არა, ერთმანეთს ნელ-ნელა სისხლს სწოვენ და ბედნიერნი იმით, რომ სიცოცხლე მოუსწრაფეს (არა ფიზიკური განადგურებით, მხოლოდ...) მეორე ადამიანს, გაბადრული სახით, სიამაყით აღვსილნი დაიარებიან ამ წუთისოფელში, ისე რომ არ ადარდებთ ვის რა ტკივილი მიაყენეს. მთავარი ის მიზანია, რომელიც მათი ცხოვრების ხორციელ, თუ მატერიალურ მხარეს დააკმაყოფილებს. ამისთვის კი, უკან არაფერზე იხევენ ყველაფერს ფეხქვეშ იგებენ და “თვითკმაყოფილი იდიოტის ღიმილი'' დასთამაშებთ სახეზე. მათთვის მთავარი შედეგია და არა ის გზები, რისი საშუალებითაც წინ მიიწევენ.
დასახული მიზნისთვის ბრძოლა ცუდი არაა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს, ჩვენი სინდისი და ის ძარღვი უნდა შეეწიროს შუბლისა რომ ჰქვია, ჩემი აზრით, არ ღირს. ისედაც ყველაფერი ამაოა ამ ცხოვრებაში, სიცოცხლის ხანგრძლივობაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ვასწოროთ გზადაგზა. ამიტომაც, ჯობია თავის დროზე განვსაზღვროთ ამა თუ იმ მოვლენის, ჩვენი ნაბიჯის ავკარგიანობა, რის ფასად უნდა დაგვიჯდეს მიღწეული კომფორტი. ბალზაკისეული შეხედულება მაგონდება, საზოგადოებასთან, ადამიანთა ქცევის წესებთან დაკავშირებით. აი, რას ეუბნება ერთ-ერთი მაღალი ფენის წარმომადგენელი, ჯერ კიდევ გამოუცდელ ახალგაზრდას, რომელსაც სურს იმ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება: “რაც მეტად მიეცემით ცივ ანგარიშიანობას, მით უფრო შორს წახვალთ. ქალებს და კაცებს ისე უყურეთ, როგორც ფოსტის ჯახრაკა ცხენებს, რომელთაც თქვენ უახლოეს სადგურამდე იყენებთ...იმასაც ნახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ჩერჩეტებისა და არამზადებისგან შედგება... ან ზარბაზნის ტყვიასავით უნდა გაიკვლიოთ გზა ამ ბრბოში, ან ჭირის ბაცილასავით შეძვრეთ მასში. პატიოსნებას არავითარი სარგებლობა მოაქვს...'' (“შაგრენის ტყავი''). ესაა მე-19 საუკუნის საფრანგეთი.
თუმცა, დროს, ადგილსა და წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვს? პრობლემა ერთია, (ეს ჩემთვისაა პრობლემა, თორემ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს. ავტ.). საზოგადოება ბრბოს ემსგავსება თავისი სურვილებითა და ქმედებებით. მე კი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აქ ჩემი ადგილი არაა და გული მტკივა. რამდენჯერ მომისმენია: “ნეტავი, შენ, მეტი დარდი არ გაქვს, შენს ცხოვრებას მიხედეო, მაგრამ... “კაცია და გუნება''. ასეთი და ვარ და შეცვლას არც ვაპირებ, უბრალოდ მინდა, მეტი სითბო, სიყვარული, ნდობა და ურთიერთპატივისცემა იყოს ადამიანთა შორის, თავს უკეთესად ვიგრძნობდი. ( მგონი, გავეგოისტდი:):):) ავტ.)
პ.ს. ისე, დიდი სიამოვნებით გავუშვებდი ზოგ-ზოგიერთს “კარგ ადგილას'', მაგრამ მორიდებული გოგო ვარ :):):)
2
59
3-ს მოსწონს
ავტორი:მეკო
მეკო
59
  
2012, 17 აპრილი, 0:52
ჰო:)
2012, 17 აპრილი, 0:50
მორიდებული :დ;დ;დ;დ
0 1 2