x
image
Gektor Cantona
გურამ საღარაძე გარდაიცვალა

image84 წლის ასაკში რუსთაველის თეატრის მსახიობი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი გურამ საღარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი გუშინ, დაახლოებით 18 საათზე გარდაიცვალა.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია სოსო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი" და "იულიუს კეისარი"), ჰეილი (მილერის "სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და "კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის "შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ ცნობილი მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართება. ბატონ გურამს 22 იანვარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

3
42
5-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
42
  
2013, 18 იანვარი, 10:59
კი, მართლა ეგრეა...
2013, 18 იანვარი, 10:54
ძალიან დიდი დანაკარგი
0 1 3