x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
უნდა გვეშინოდეს თუ არა გველების
image გველი მუდამ იწვევდა ადამიანში ინტერესს. ის ასოცირდებოდა პირველ ცოდვასთან, მაცდურთან, სიბრძნესთან და ძალაუფლებასთან.

გველები თითოეულ ადამიანში განსხვავებულ ემოციას იწვევენ. ისინი უყვართ, მათი ეშინიათ, ეზიზღებათ ან სულაც თაყვანს სცემენ.

გველს ერთი ქრისტიანული სასწაული უკავშირდება. იოანიის ზღვაში, კუნძულ კეფალონიაზე წმინდა მარიამის სახელობის სამლოცველოა. ადრე იმ ადგილას დედათა მონასტერი ყოფილა. ერთ დღესაც მონაზვნებს ზღვაში მეკობრეთა გემი შეუნიშნავთ. შეშინებული მონაზვნები ღვთისმშობელს ევედრებოდნენ მეკობრეებისგან დაეცვათ. მეკობრეებმა სამლოცველოში შეჭრა და მონაზვნების ღირსების შელახვა გადაწყვიტეს. როდესაც ისინი ტაძარში შეიჭრნენ მათ იქ მონაზვნების ნაცვლად, დიდი შავი შხამიანი გველები დაუხვდათ. თავზარდაცემული მეკობრეები სასწარაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

დღეს იმავე კუნძულზე და იმავე სამლოცველოში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს დიდი სასწაული აღესრულება. ამ დღესასწაულზე მთიდან გველები ჩამოდიან და წმინდა მარიამის ხატს თაყვანს სცემენ. გარშემო ეხვევიან და ეს შხამიანი გველები მხოლოდ ერთი დღით ყველაზე მორჩილ არსებებად იქცევიან. მაშინ ადამიანებს შეუძლიათ მათთან თამაში, მათი ხელში აყვენა, გველი მათ არავითარ შემთხვევაში არ უკბენს. დღის მიწურულს კი გველი ისევ თავის ბუნებას უბრინდება და მაშინ მასთან თამაში უკვე აღარ შეიძლება. ეს სასწაული ყოველ წელს აღესრულება ღვთისმშობლის მიძინების დღეს.


image


გველი თავისი თვისებებით ყველაზე მეტად ხვლიკს გავს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეწარმავალს. ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში, როდესაც ვინმე ავად გახდებოდა ავადმყოფი მიჰყავდათ ტაძარში, სადაც ელოდნენ, რომ ღმერთი მათ თავის მსახურს გაუგზავნიდა, რომელსაც ადამიანის განკურნება შეეძლებოდა. გველი სწორედ ღვთის მსახურად იყო მიჩნეული. უძველეს ნაშრომებში მწერლები ბევრს წერდნენ თუ როგორ შეეძლო გველს ადამინის განკურნება. ეს ლეგენდა უკვალოდ არ გამქრალა. დღესდღეობით თითქმის ყველა მოქმედი აფთიაქის ლოგო გველია.

ძალიან საინტერესოა გველისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება. ცნობილი ფაქტია, რომ გველი ადამიანზე არ ნადირობს და მით უფრო მას თავს თავისი ნებით არასდროს არ ესხმის. თუმცა თუკი გველს შეაშინებთ ან ტკივილს მიაყენებთ მაშინ ის ადამიანს ნამდვილ კოშმარად ექცევა. ასევე ცნობილია, რომ როდესაც კობრა ღიზიანდება ის ადამიანის თვალებს ესხმის პირველ რიგში. კობრას შხამის თვალში მოხვედრა კი რამდენიმე წამში აბრმავებს ადამიანს, თუმცა ის სრულიად უსაფრთხოა თუკი არ შეეხები.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ გველებს შეუძლიათ შიმშილი თვეების მანძილზე აიტანონ და ზრდა მაინც გააგრძელონ.

დღესდღებით ბევრი მეცნიერი იკვლევს გველსა და ადამიანს შორის მსგავსებებს. აღსანიშნავია, რომ გველის გულის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ადამიანისას. მათ აქვთ თირკმელები, ფილტვები, 300_მდე ნეკნი, ტვინი და სისხლი.

მათ სმენის უნარი არ აქვთ, თუმცა მიწიდან გრძნობენ რხევებს, თუკი რაიმე სხეული უახლოვდებათ. საშინელი ისტორიები, რომელთა მიხედვითაც გველი ადამიანს დაედევნა არ შეიძლება სიმართლე იყოს, რადგან ყველაზე სწრაფ გველს ერთ საათში მხოლოდ 13 კილომეტრის ''გარბენა'' შეუძლია, ასე, რომ ნებისმიერს შეუძლია თავი დაიცვას მისგან. გველის გაწვრთნა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ გველებს ტვინი აქვთ ისინი დაპროგრამებული ინსტინქტებით მოქმედებენ და ახალს ვერაფერს სწავლობენ. გველს შეუძლია თავის ზომაზე ბევრად დიდი გველი შეჭამოს. მათ შეუძლიათ შეჭამონ ვეფხვი თავისი ძვლებიანად. შხამიანი გველის ერთი პატარა ნაკბენი კი სპილოს კლავს, თუმცა ყველაზე უჩვეულო ისაა, რომ თვით ყველაზე შხამიანი გველის ნაკბენი ციყვს არაფერს ვნებს. ციყვი ერთადერთი ცხოველია, რომლის ორგანიზმსაც ბუნებრივი ვაქცინა გააჩნია შხამის წინააღმდეგ. ისინი გველის ნაკბენს ანეიტრალებენ.

ახალი ზელანდია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გველს ვერ ნახავთ.

ინდოეთს კი შეგვიძლია გველების მიწა ვუწოდოთ, რადგან იქ ყოველ წელს აღინიშნება დღე, როდესაც გველები გამოჰყავთ და ხალხი მის მიმართ ლოცულობს.


image













2
176
6-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
176
  
2013, 22 იანვარი, 20:59
მე გველები ყოველთვის ძალიან მომწონდა,რამდენჯერაც კი დამინახავ იმდენჯერ მიცდია მათთან შეხება, მაგრამ იშვიათად თუ მომიხერხებია რადგან ყოველთვის ვფრთხილობდი რომ შხამიანი არ ყოფილიყო და არ ეკბინათ, საოცრად ლამაზები და უცნაურები არიან:)
2013, 17 იანვარი, 20:03
კარგი სტატიაა, მე არ მეშინია გველის, და ძალიან ბევრი მითი, ლეგენდა თუ რეალური ისტორია მაქ მოსმენილი
0 1 2