x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
***
გახსენით გული, გაშალეთ ფრთები,

სულიერებით შთანთქეთ სამყარო,

გახდით ღმერთები თქვენი თავისა,

მოდრიკეთ ფერხთით ქვეყნიერება.



აავსეთ გრძნობით სიცარიელე,

მოშალეთ ზღვარი ბედნიერების,

ჩაახშეთ ფიქრი სიძნელეების,

მიეცით აზრებს თავისუფლება.


შეცვალეთ წუთი უსასრულობით,

წაართვით სიკვდილს უფლება მისი,

აანთეთ ბნელი, ჩააქრეთ ქარი,

დააშრეთ ცრემლი, ჩაახშეთ დარდი.


გახსენით გული, გაშალეთ ფრთები,

სიცოცხლით შთანთქეთ უსასრულობა,

მოდრიკეთ ქარი, მოშალეთ ზღვარი,

გახდით ღმერთები თქვენი თავისა..image

0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0