x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ ადამიანთან ურთიერთობა გვაცლის ენერგიას
imageბევრჯერ შეგვინიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, გვახალისებს, ზოგი კი ძალას გვაცლის და გვფიტავს.როგორ გავარჩიოთ ეს ადამიანები და როგორ დავიცვათ თავი მათგან?

ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება.ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ ჰყოფნის, იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა ეს მსხვერპლი უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს, ამიტომ თავის დაცვა შეიძლება ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს იპოვოს ენერგოდონორი, თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.image

ენერგოვამპირები 2 ტიპის არსებობს: მზისა და მთვარის. მთვარის არ არის საშიში, ის ნაკლებად აგრესიულია. მზის კი აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა. ის არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს თავისი აზრები თავს მოახვიოს საზოგადოებას. არის ეგოისტი და ამავდროულად კარგი ორატორი. ის ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვას.


მთვარის ტიპის ენერგოვამპირი პირველისგან სრულად განსხვავდება. ის სულ უკმაყოფილოა, გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე. ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას და ამ ენერგიით თავად იკვებება. თუ მათ დროზე არ გავეცლებით, შეიძლება იმდენი ენერგია "გამოქაჩოს", რომ ცუდად გავხდეთ.image

არ მიაქციოთ მის სიტყვებს ყურადღება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები, ან თქვენ ილაპარაკეთ უფრო მეტი.

არასოდეს თქვათ, რომ ბედი არ გაქვთ. ამით საკუთარ თავსაც თვალავთ და ვამპირისთვისაც იოლად მისაღწევი ხდებით. წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, ყველას შეუძლია თავის თავს დაეხმაროს, გახდეს იღბლიანი. ფხიზელი თვალით უყურეთ სამყაროს და ყველა მინიშნებას თვითონ მიხვდებით.










8
974
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
974
  
2014, 24 მარტი, 20:35
ე როდესაც ვამჩნევ რო ვინმე ენერგოვამპირია,აქეთ გადავდივარ შეტევაზე და ისე ვფიტავ,რომ არაფრის ტავი აღარ აქვს და თვითონ მიდის ხოლმე... ^–^
2013, 7 მაისი, 18:38
არ ვიცი დრაკულა იყო თუ არა, მაგრამ ენერგო ვამპირს კი დავარქმვდი:)
დრაკულა იქნებოდა ეგ....ტო
2013, 22 იანვარი, 20:20
მე მქონია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა საზღვავრგარეთ სწავლისას ჩემი ლექტორი იყო, საოცარი ცისფერი თვალები ქონდა და ძალიან ცოცხალი პიროვნება იყო, მაგრამ მისი ერთი შემოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ სრულიად ვიფიტებოდი ენერგიისგან და ვითიშებოდი და მერხზევე მეძინებოდა, მთელ აუდიტორიას ასე გვემართებოდა:)
2013, 19 იანვარი, 19:17
ვერბენა დალიეთ და ვერაფერს დაგაკლებთ :)
2013, 19 იანვარი, 19:16
ჰოდა, ცოცხსაც გაჩუქებენ...
2013, 19 იანვარი, 19:14
ამ დროს სარი უნდა გაუყარო გულში :)
2013, 17 იანვარი, 14:00
საშინელებაა. მეც მყავს ასეთი ენერგოვამპირი. მასთან ლაპარაკის მერე ისე ვიფიტები არაფრის თავი არ მაქვს.
0 1 8