x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ეგვიპტის საიდუმლო (ფარაონის წყევლა)
მრავალი სწავლულის და სპეციალისტის აზრით, ეგვიპტის ყველაზე დიდ პირამიდაში არსებობდა უზარმაზარი ბროლის მაგიური კრისტალი, შემგროვებელი კოსმოსური ენერგიის.. არის სხვა მრავალი ვერსიებიც პირამიდების საიდუმლოებათა შესახებ: ამბობენ რომ მათში დაშიფრულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც იმდროინდელი ქურუმები კონტაქტში შედიოდნენ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებთან. ისინი იყენებდნენ ამომცნობ ნიშნებს “მფრინავი თეფშების" და ა. შ. მაგრამ დღეს ვისაუბრებთ__ ფარაონის წყევლაზე, რომელიც ყველას დაატყდა თავს ვინც კი შეიჭრა ეგვიპტის წმინდა მმართველების სავანეში.

ერთი ადგილია ეგვიპტეში, რომელიც გაფრთხილებაა წინასწარმეტყველისა, იგი შევიდა მსოფლიო ისტორიაში სახელწოდებით “მეფეთა ხეობა". ეს უსიცოცხლო ადგილია და მდებარეობს ნილოსის დასავლეთით. სადაც ტაძრის ნანგრევებისა და ქვის სვეტები მდებარეობს. სიცოცხლე აქედან დიდი ხანია გამქრალია და დარჩენილია კოლოსალური მკვდარი ქალაქი, რომლის წიაღშიც დაკრძალულია ფარაონთა მუმიები.

1922 წელს ექვსწლიანი ძიების შემდეგ როგორც იქნა მიაკვლიეს ხელუხლებელ ფარაონ ტუტანხამონის განძ-სამარხს. ამ ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ დიდი ბრიტანეთის არქეოლოგები, ეგვიპტოლოგები და სხვა სწავლულები. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ცნობილი კოლექციონერი ლორდ კარნარვონი და არქეოლოგი კარტერი.

მათ თვალწინ გადაიშალა ზრაპრული სანახაობა: ოქროს ტახტის ქანდაკება, ზარდახშები, ველური ცხოველებისა და სარიტუალო სტატუეტები და სხვა.. ამას მოჰყვა ფარაონის სამარხი-სარკოფაგი და განძეული.


ამ დამაბრმავებელი აღმოჩენით აღფრთოვანებულმა კარტერმა თავიდან ვერ შეამჩნია თხელი თიხის ფირფიტაზე მოკლე იეროგლიფური წარწერა:“საზარელი სიკვდილი ელოდება მას, ვინც დაარღვევს ფარაონების სიმშვიდეს."

მოგვიანებით როცა მან გაშიფრა ეს წარწერა დამალა, რათა მუშებს ეს გაფრთხილება სერიოზულად არ მიეღოთ. კარტერმა ყურადღება არ მიაქცია არც მეორე მხარეს დაწერილ კიდევ ერთ გაფრთხილებას"“

“ მე ვარ ის ვინც დარაჯობს წმინდა საუფლოს. მე ვარ ის ვინც დგას ტუტანხამონის საფლავის სადარაჯოზე".

როგორც ცნობილია ექსტრასენსთან წავიდა კარტერი ამის შემდეგ, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ ხედავს შესაძლებლობას სიკვდილისა, რომელიც ფარაონის წყევლასთან არის დაკავშირებული.

ექვსი დღის შემდეგ სარკოფაგის გახსნის შემდეგ კარტერი მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებმა ასე imageimageimage


ახსნეს რომ მას შხამიანმა კოღომ უკბინა. რამდენიმე თვის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით კიდევ იქ მომუშავე ორი მუშა გარდაიცვალა. სულ ამ ექსპედიციიდან დაიღუპა ოცდაორი ადამიანი. მედიკოსები უძლურნი აღმოჩნდნენ დაესვათ მათთვის დიაგნოზიც კი...

11
1768
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
1768
  
2016, 25 სექტემბერი, 15:19
ისე დამტკიცებულია რომ კარტერს მწერმა უკბინა და მაგით გარდაიცვალა
2013, 22 ივნისი, 15:41
დარწმუნებული ხარ? მიდი შენ წარმოადგინე საბუთი სადაც დამტკიცებულია რომ სისულელეა გელოდები
2013, 27 იანვარი, 12:40
მეც მინდა ასეთი საინტერესო თავგადასავლები
2013, 27 იანვარი, 12:39
ძაან მაგარიააააააააააააააააააააააა
2013, 22 იანვარი, 20:36
ძალიან საინტერესოა..
2013, 20 იანვარი, 12:24
სისულელეა
2013, 17 იანვარი, 0:06
მაგარია ამაზე ფილმია ტუტანხამონის წყევლა ქვია
2013, 16 იანვარი, 22:55
შენ მადლობა, მართლა კარგი რამაააა
2013, 16 იანვარი, 22:50
დიდი მადლობა.
2013, 16 იანვარი, 22:48
მართლა კარგი სტატიააა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10