x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
პარალელური სამყარო

თანამედროვე ფიზიკა, კერძოდ კვანტური მექანიკა, უშვებს თეორიას იმის შესახებ რომ არსებობს პარალელური სამყარო. არსებობს მტკიცებულება იმისა რომ არსებობს რამდენიმე ალტერნატიული განზომილება. ამის სწამდათ აგრეთვე გამოჩენილ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებსაც, დემოკრიტეს ეპიკურეს... ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ქრისტიანული გაგებით “სამოთხე" და “ჯოჯოხეთი" სინამდვილეში__სხვა განზომილებებია. პირველში მეფობს ჰარმონია და სიმშვიდე, ხოლო მეორეში კი ქაოსი და შიში.

რამოდენიმე წლის წინ პარანორმალური გამოვლინებების შემსწავლელმა მეცნიერმა გამოიკვლია გამოუცნობი სახლი სადაც ერთი მეორის მიყოლებით რამოდენიმე მოზარდი დაიკარგა. იყო ასეთი ვერსია რომ არსებობს სერიული მანიაკი, მაგრამ ეს აზრი არ დადასტურდა, რადგან დანაშაულის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ქალბატონი ფორსაიდის აზრით სახლს ჰქონდა შიგნიდან “შავი სიცარიელე", რომლის მიღმაც იწყებოდა სხვა სამყარო.

ცნობილი რუსი სწავლული ერნესტ მულდაშევი, რომელმაც რამოდენიმე ათეული ექსპედიცია მოაწყო ინდოეთში, ეგვიპტესა და ტიბეტში, დარწმუნებულია რომ: მრავალ გამოუცნობ ადგილს დედამიწაზე კავშირი აქვს სხვა განზომილებებთან. კერძოდ, ცნობილი ეგვიპტის პირამიდები ესაა გვირაბი “იქ." და თვითონ პირამიდაზე დაშიფრულია ცოდნა მსოფლიო მოწყობის შესახებ. კვადრატული საფუძველი ესაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი მეზობელი ან პარალელური სამყარო ოთხგანზომილებიანია.

ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ დასახლებაში კარმანდის ხეობაში, სადაც უკვალოდ გაქრა მსახიობთა და რეჟისორ სერგეი ბოდროვის ჯგუფი, დღემდე ასე სწამთ, რომ ახალგაზრდები ცოცხლები არიან და უბრალოდ შემთხვევით მოხვდნენ სხვა განზომილებაში. არც ისაა შემთხვევითი რომ პროფესიონალი მაშველები გაოცებულები ხელებს შლიან და ამბობენ: “ საოცარი გაუჩინარებაა, თითქოს ასი ადამიანის სხეული ჰაერში აორთქლდა...imageimageimageimage



"

3
1308
10-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
1308
  
2013, 16 იანვარი, 22:38
გმადლობ...
2013, 16 იანვარი, 21:25
კარგად გიმუშავია.
2013, 16 იანვარი, 20:59
საიდან დაამუშავეთ ეს თემა?
0 1 3