x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე ცნობილი გეიზერები და ცხელი წყაროები მსოფლიოში
image


ბეპუ–იაპონია

ბეპუარის იაპონიის ყველაზე ცნობილი ცხელი წყაროების კურორტი, რომელიც გამოირჩევა თერმული წყლების უზარმაზარი მოცულობით იელოუსტონის გეიზერების შემდეგ. ბეპუ მოიცავს 9 შთამბეჭდავ ცხელ წყაროს, რომლებსაც ზოგჯერ იხსენიებენ როგორც „ბეპუს 9 ჯოჯოხეთს“, რომლებიც დასათვალიერებლად უფროა განკუთვნილი ვიდრე საბანაოდ. ამ 9 წყაროდან ყველაზე ლამაზია ე.წ. „ჯოჯოხეთის სისხლის ტბა“ საიდანაც წითელი წყალი ამოედინება.


რინკონ დე ლა ვიეხა–კოსტა რიკა



image



რინკონ დე ლა ვიეხა არის მოქმედი ვულკანი კოსტა რიკას ჩრდილო–დასავლეთით. აღსანიშნავია, რომ ვულკანის ბოლო სერიოზული ამოფრქვევა 1983 წელს მოხდა. მრავალი ცხელი წყაროები და თერმული ტალახი გვხდება ვულკანურ ფედობებზე. ტალახი შედგება მინერალებისგან და მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.


გეიზერების ველი–რუსეთი


image

მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულზე, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ ნაწილში. ის 1941 წელს იქნა აღმოჩენილი ტატიანა უსტინოვას მიერ. იქედან მოყოლებული ის ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია კამჩატკაზე. 2007 წლის მეწყერის შედეგად უამრავი გეიზერი „დაიმარხა“. თუმცა, გადარჩენილი გეიზერები დღემდე იწვევს მეცნიერთა და ტურისტთა ინტერესს.


ელ ტატიო–ჩილე


image


ელ ტატიო არის ცნობილი გეიზერების მდელო (ველი), რომელიც მდებარეობს ანდების მთებში, ჩრდილოეთ ჩილეში ზღვის დონიდან 4 300 მეტრის სიმაღლეზე. მკაცრი კლიმატური პირობების და მაღალი
მდებარეობის გამო ის ერთ ერთ ყველაზე ექსტრემალურ ადგილად ითვლება დედამიწაზე. 80–ზე მეტი აქტიური გეიზერის წყალობით, ელ ტატიო არის უდიდესი გეიზერების მდელო სამხრეთ ნახევარსფეროში და მესამე მსოფლიოში.


როტორუა– ახალი ზელანდია


image

როტორუას გეიზერები ამავე სახელწოდების ტბაში მდებარეობენ ახალ ზელანდიაში. ის ცნობილია როგორც ახალი ზელანდიის თერმულ საოცრებათა ქვეყანა. უამრავი გეიზერი და ცხელი წყაროები გვხდება
თვით ქალაქის ირგვლივაც. ამოფრქვეული ორთქლი, წყალი და ტალახი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.


ხუანლუნი–ჩინეთი

image


ხუანლუნი (ყვითელი დრაკონი) — სანახაობრივი პეზაჟების მქონე ტერიტორია ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, რომელიც ცნობილია თავისი ფერადი აუზებით, მრავალფეროვანი ეკოსისტემით, ცხელი წყაროებითა და ჩანჩქერებით. აქ ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი გიგანტური პანდა. ამ ადგილების სანახავად საუკეთესო დრო არის სექტემბერი და ოქტომბერი, რადგან ამ პერიოდშა შესაძლებელი ყვითელი, ლურჯი, თეთრი და მწვანე ტბების დანახვა, რომელიც კირქვის ტერასებითაა შემოსაზღვრული. 1992 წელს, იუნესკომ ხუანლუნი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


ჰაუკადალური–ისლანდია


image


ჰაუკადალური არის მდელო, რომელიც მოიცავს ისლანდიის უდიდეს და ყველაზე ცნობილ გეიზერებს, გეიზირისა და სტროკურის ჩათვლით. გეიზირი არის ყველაზე პირველი გეიზერი რომელიც ევროპელებისათვის გახდა ცნობილი და გეიზერის სახელწოდებაც მისგან იღებს სათავეს. გეიზირის ამოფრქვევის დროს ცხელი წყალი 70 მეტრის სიმაღლეზე ადის. დღესდღეობით გეიზირი დღეში სამჯერ აფქრვევს. რაც შეეხება სტროკურს, ის ყოველ 10 წუთში იფრქვევა.



ფამუქალე–თურქეთი


image


ფამუქალე (Pamukkale — „ბამბის ციხე") — თერმული წყლების ბუნებრივი საცავი თურქეთის დენიზლის პრონვიციაში, ტურისტული ღირსშესანიშნაობა. წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის ქმნის კირქვის ბუნებრივ აუზებსა და კედლებს. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით. 1988 წელს ეს ადგილი იერაპოლისის ნანგრევებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. უძველესი ქალაქი იერაპოლისი თეთრი "ციხის" თავზე იყო აგებული. ეს არე სიგრძით 2700 მეტრია და 160 მ სიმაღლეზეა. მისი დანახვა შესაძლებელია ხეობის მოპირდაპირე ბორცვიდან ქალაქ დენიზლიდან, რომელიც მისგან 20 კმ-ით არის დაშორებული.


ჯიგოკუდანის მაიმუნების პარკი–იაპონია




image


ჯიგოკუდანის მაიმუნების პარკი ცნობილი ცხელი წყაროების ტერიტორიაა ნაგანოში, იაპონია. სახელი ნიშნავს „ჯოჯოხეთის ველს“, რაც ეწოდა ორთქლისა და მდუღარე წყლის, რომელიც გაყინული ადგილებიდან ამოდის, ასევე გარშემორტყმულია ციცაბო კლდებისა
და შიშისმომგვრელი ტყეების გამო. ადგილი ცნობილია ველური თოვლის მაიმუნების დიდი რაოდენობით. ზამთარში, როცა თოვლი პარკს ფარავს მაიმუნები ცხელ წყაროებში ბანაობენ.


დალოლი– ეთიოპია


image


დალოლი არის ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩენილი კრატერი ეთიოპიაში, ის წარმოიქმნა ვულკანური ამოვფრქვევების შედეგად 1926 წელს. ეს ადგილი გამოირჩევა იმითიც, რომ საშუალო წლიური
ტემპერატურა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. დალოლი ძალიან ჰგავს იელოუსტონის ცხელ წყაროებს.


იელოუსტონი–აშშ


image


იელოუსტონის ეროვნული პარკი არის მსოფლიოს პირველი ეროვნული პარკი, რომელიც შეიქმნა იმისათვის რომ დაცული ყოფილიყო უამრავი გეიზერი, ცხელი წყაროები და სხვა თერმული ტერიტორიები.




სტატიის ავტორი: ვანდა სინაურიძე







0
818
შეფასება არ არის
ავტორი:ვანდა სინაურიძე
ვანდა სინაურიძე
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0