x
image
K.P.
რატომ დააკავეს ლელა წურწუმია საახალწლოდ და რატომ იხსნა პრემიერ-მინისტრმა ის გისოსებიდან?

image"რატომ დააკავეს ლელა წურწუმია ახალი წლის წინ და რატომ გამოაშვებინა მომღერალი პრემიერ-მინისტრმა"-ამ სათაურით გაავრცელა სტატია ჟურნალმა "რეიტინგმა". სტატია ღირებულებებით სულაც ვერ დაიკვეხნის, ჭორებს ეფუძნება, თბილისი ხომ ჭორების ქალაქია. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ახალი წლის წინ ლელა წურწუმია დააკავეს, ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მისულა და ლელა მაშინვე გამოაშვებინაო. დაკავების მიზეზი კი კომპანია "ბადაგონია", რომელის 12%, ჭორების თანახმად ლელა წურწუმიას ეკუთვნის. ამბობენ, ახალმა მთავრობამ "ბადაგონს" ფინანსური დარღვევები აღმოუჩინაო.image მომღერლის მეუღლე კახა მამულაშვილი კი გავრცელებულ ჭორებს უარყოფს:"ამ კომპანიასთან არც მე და არც ლელას არასდროს არანაირი შეხება არ გვქონია. მხოლოდ მისი გახსნის დღეს იმღერა ლელამ". გავრცელებულ ჭორებზე ლელას ოჯახი მშვენივრად ხალისობს. imageკახა მამულაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა: "სომხეთში სამუშაოდ გადასვლამ ლელას დაჭერა გადაფარაო". მეგობრების კითხვაზე, რატომ დაიჭირესო, კახა პასუხობდა როგორც ამბობენ, "ბადაგონში" წილს ართმევენო.

"რეიტინგის" ჟურნალისტი ხაზს უსვამს ლელას ფინანსებს, თურმე ის შპალერს ვარსკვლავების სახლის ბინისთვის იტალიაში უკვეთავს, დიზაინსაც თვითონ არჩევს და ასეთი შპალერი მხოლოდ მას ექნებაო.

ლელა წურწუმია ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრედ მიიჩნეოდა. საინტერესოა სიმართლე, რომელიც ალბათ მალე გაირკვევა.

0
8055
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
8055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0