x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ ვნებს მოწევა ნაყოფს?
image ორსულობა ქალის ცხოვრების მეტად საპასუხისმგებლო პერიოდია, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შექმნა.

თამბაქო ერთ–ერთი იმ მავნე ფაქტორთაგანია, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს როგორც დედაზე, ისე ნაყოფზე.

მწეველთა ბავშვები იბადებიან უფრო მცირე წონის, აქვთ 200გრ–ით ნაკლები წონა, ვიდრე არამწეველების ბავშვებს და ეს ეფექტი იზრდება პროპორციულად – რაც უფრო მეტს ეწევა დედა, მით უფრო ნაკლებს იწონის ნაყოფი.

შეიძლება განვითარდეს სპონტანური აბორტი (ნაყოფის სიკვდილი). ასეთი რისკი უფრო მეტია ისეთ ორსულებში, რომლებიც 20 ღერზე მეტს ეწევიან დღეში.


მწეველების შვილები მიდრეკილნი არიან რესპირატორული დაავადებებისაკენ.

ადრეული ბავშვობის ასაკში ხშირად ხდებიან ავად შუა ყურის ანთებით ან ბრონქული ასთმით.

რისკის ქვეშ დგანან თავად გახდნენ მწეველები შემდეგ წლებში.

შესაძლებელია განვითარდეს პლაცენტის მწვავე ნაადრევი აშრევება.

რისკია სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის და ნაადრევი მშობიარობის განვითარების -38 კვირაზე.

მწეველ ქალებში უფრო დიდი შანსია განვითარდეს პლაცენტის წინმდებარეობა.

როცა ფეხმძიმე ქალი ეწევა ბავშვი იღებს თამბაქოს შემადგენელ ყველა ტოქსიურ ნივთიერებას დედის სისხლის მეშვეობით. ნახშირჟანგი ხელს უშლის ნაყოფისათვის ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას. სიმსივნის გამომწვევი აგენტები აზიანებენ გენეტიკურ მასალას – დნმ-ს და შედეგად ზრდიან ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკს.

ასევე:
• შემცირებულია სმენითი ორიენტაცია და ადეკვატური ქცევითი რეაქცია.
• ახალშობილებში ტრემორი
• სკოლამდელ ასაკში ზოგადი უნარ – ჩვევების ტესტებში დაბალი შეფასებები.
• სკოლაში შესვლამდე ქცევითი და ფსიქოლოგიური პრობლემები.
• სკოლის პერიოდში ვერბალური შეფასების დაბალი ქულები.
• მომატებული აქტივობა, იმპულსურობა და უყურადღებობა.
• მოზარდობის პერიოდში ქცევითი დარღვევები (ვაჟებში) და ნივთიერებებზე-ნიკოტინ დამოკიდებულება (გოგონებში).

არასოდეს არის გვიან მოწევას თავი დაანებოთ. ყოველი ღერი, რომელსაც არ მოწევთ, გააუმჯობესებს ნაყოფის ჯანმრთელობას. ქალები, რომლებიც წყვეტენ მოწევას ორსულობის შუა პერიოდში აჩენენ ისეთივე წონის ბავშვებს, როგორსაც არამწეველები. რაც შეეხება პასიურ მოწევას, ის ისეთივე საზიანოა ნაყოფისათვის, როგორიც აქტიური.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0