x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა ვქნათ თუ სიყვარული კვდება? როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ურთიერთობა?


imageგახსოვდეთ, რომ ბედნიერება თქვენს ხელთაა, მხოლოდ თქვენ წყვეტთ, როგორი იქნება შემდგომი ეტაპი. ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა ეტაპები გააჩნია. ერთ-ერთია, როცა სიყვარული ნელდება. როგორ განვამტკიცოთ ურთიერთობა? პირველი, რაც უნდა ავღნიშნოთ, ესაა, რომ ურთიერთობის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი შექმნა. ყოველდღური ცხოვრება აფერმკრთალებს გრძნობებს. imageთუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ნუ დანებდებით, იბრძოლეთ სიყვარულისთვის. თუ მოინდომებთ, შეძლებთ თქვენი ურთიერთობა დაფუძნებული იყოს ერთმანეთის გაგებაზე და პატივისცემაზე. თავდაპირველად გაარკვიეთ გრძნობების გაცივების მიზეზები, რადგან ეს შეცდომები შემდეგში აღარ გაიმეოროთ.image მეტი დრო გაატარეთ ერთად. როცა ერთმანეთს იშვიათად ხვდებით, ერთმანეთის ამბები აღარ გაინტერესებთ. საღამოები ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ერთად წადით ფეხბურთის მატჩზე. ეს დაგეხმარებათ დაახლოებაში.

არ გაჩუმდეთ, შეიძლება თქვენს პარტნიორს უსიტყვოდაც უგებთ, მაგრამ გახსოვდეთ, სიჩუმეს გულგრილობამდე მიჰყავხართ. თუნდაც არაფერი გქონდეთ სალაპარაკო, მაინც გაუბით საუბარი სულაც უმნიშვნელო თემაზე.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებით. მას თავისი გატაცებები აქვს, შენ შენი. ნუ დაურღვევთ სიმყუდროვეს, ნუ შეეცდებით მის გამოსწორებას, ის ხომ ისეთი გიყვართ როგორიც არის, თავისი ცუდი და კარგი თვისებებით.

გამოხატეთ მის მიმართ ყურადღება. გაიხსენეთ სიყვარულის პირველი დღეები, ნუ შეგრცხვებათ გრძნობების დამოხატვის, ხშირად უთხარით, რომ გიყვართ, გამუდმებით შეეხეთ თუნდაც ხელზე.

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0