x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიკვდილის ტბა
სიკვდილის ტბა
სიკვდილის ტბა სიცილიაშია. იგი ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უფრო "მკვდარ" ტბად ითვლება. მის ნაპირებზე არ არის მცენარეულობა, წყალში კი - ცოცხალი არსებანი. უფრო მეტიც: ამ წყალსატევებში ჩავარდნილი ყოველგვარი ცოცხალი არსება მყისვე იღუპება. ასე რომ ტბას ზედგამოჭრილი სახელი ჰქვია.
რატომ არის იგი ასე უსიცოცხლო და მომაკვდინებელი?
ქიმიკოსებმა გამოიკვლიეს ტბის წყალი. აღმოჩნდა, რომ მასში დიდი რაოდენობითაა გოგირდმჟავა. როგორ მოხვდა იგი ტბაში?
თავდაპირველად ეგონათ, რომ ტბის წყალში იხსენება რომელიღაც უცნობი ქანი და ამიტომ არის იგი სიმჟავეებით გაჯერებული მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ კონცეტრირებული სიმჟავე წყალში შედის ორი წყაროდან, ტბის ფსკერიდან რომ მოჩქეფს.
0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა
გოგიტა
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0