x
მეტი
  • 25.05.2017
  • სტატია:66531
  • ვიდეო:319178
  • სურათი:418251
შეგიძლიათ თუ არა სწორად კოცნა?

imageრას ნიშნავს სწორად კოცნა და როგორ ვისწავლოთ ის? კოცნას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის პირველი ინტიმური შეხება და ემსახურება უთიერთობის გაღრმავებას. დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია დავგეგმოთ ცხოვრება ადამიანთან, ვისი კოცნაც არ გვსიამოვნებს. ყველაფერი კი პარტნიორის გემოზეა დამოკიდებული. პირველი, რაც შეიძლება გირჩიოთ, ის არის, რომ არ შეგეშინდეთ, რადგან შიში შეგბოჭავთ და კოცნა შეუძლებელი გახდება. შეგიძლიათ გამოუტყდეთ პარტნიორს, რომ ეს პირველად ხდება. დარწმუნებული იყავით, არ დაგცინებენ, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უმხელენ. ეს უფრო დაგაახლოვებთ. imageპირველი კოცნისთვის შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. რა თქმა უნდა, კოცნაში მთავარი ტუჩებია. ისინი უნდა იყოს მოვლილი. სასურველია არ იყოს გამომშრალი და დამსკდარი. თუ იცით, რომ კოცნა გელოდებათ, წინასწარ წაისვით დამატენიანებელი კრემი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირის ღრუს სუნს. თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენს თავში, შეიძინეთ გამაგრილებელი აბები. პირველივე შეხვედრისას ნუ შეეცდებით მის კოცნას. დაუჯექით გვერდით, აიღეთ მისი ხელი. imageსჯობს შეეჩვიოს თქვენს შეხებას.

პირველი კოცნა უნდა იყოს ნაზი და ფრთხილი. შეეცადეთ, რომ არ იყოთ დაძაბული. ტუჩები სასურველია იყოს მოდუნებული. აკოცეთ მონაცვლეობით ზედა და ქვედა ტუჩებზე, ისე, რომ მასაც მისცეთ კოცნის საშუალება. დააკვირდით მის რეაქციას, რომ მიხვდეთ რა მოსწონს და რა არა. კოცნისას ნუ გაშეშდებით, მოეფერეთ პარტნიორს ზურგზე და თმებზე, ჩაეხუტეთ. რაც მთავარია, მიიღეთ სიამოვნება.

7
5984
18-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
Mediator image
5984
38
   ქართული კლავიატურა
2013, 21 მაისი, 22:01
მართლა რა უვარგისები არიან რაა :D
2013, 22 იანვარი, 5:06
ასე ვერ ისწავლი, რაც მთავარია ჰარმონიული უნდა იყოს, კოცნით გიყვარდება კიდეც, კოცნა თუ არ მოგეწონა ადამიანი შესაძლოა შეგეზიზროც კიდეც
2013, 15 იანვარი, 21:03
რა საზიზღარი ბიჭები ხართ:D
2013, 15 იანვარი, 20:55
ზასაობა მაგრად მევასება :D
2013, 15 იანვარი, 19:50
ეკ კოცნის გაკვეთილი.სხვა რამეების გაკვეთილი როდის იქნება?:D
2013, 14 იანვარი, 23:56
მაგდენი თუ ვეფერე მერე სხვა რაგაცაც კი მომინდება :D:D:D:D:D
2013, 14 იანვარი, 21:32
ჰო :D
0 1 7