x
image
დოზა26
უილიამ შექსპირი-ჯულიეტას სიტყვები რომეოს

imageჯულიეტა
არ მიფარავდეს ახლა სახეს ღამის ნაკვთები,
ქალწულებრივი მორცხვობისგან გავწითლდებოდი,
რადგან იდუმალ ყური მოჰკარ ჩემს აღსარებას.
ნეტა შემეძლოს, რომ უარვყო ჩემივ ნათქვამი!..
შორს, თვალტმაქცობავ! თქვი, გიყვარვარ? ვიცი, “ჰოს” მეტყვი
და მეც ვენდობი მაგ შენს სიტყვებს. რომ დაიფიცო,
ხომ შეიძლება მომატყუო? აკი ამბობენ,
იუპიტერი იცინისო მიჯნურთა ფიცზე!
ჩემო რომეო, თუ გიყვარვარ, გულახდით მითხარ,
... მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ადვილად მიმინადირებ,
გაგიჯავრდები, განვრისხდები, კოპებს შევიკრავ,
და მერე თუნდა მემუდარო, გაგიძალდები...
ეს მართალია მეტისმეტად მიყვარხარ, მონტეგ, -
ამიტომ იქნებ შენ ჩამთვალო თავქარიანად, -
მაგრამ მერწმუნე, გიერთგულებ იმათზე მეტად
ვინც ცბიერებით თავს გაჩვენებს მიუწვდომელად.
უფრო გულცივიც ვიქნებოდი, უნდა გამოვტყდე,
რომ შენ ანაზდად ჭეშმარიტი შეყვარებულის
არ მოგესმინა აღსარება. მაშ მომიტევე
და ასე ჩქარი დათანხმება არ ჩამიტვალო
მსუაბუქფრთებიან, ქარაფშუტა სიყვარულადა,
რომელიც ახლა ბნელმა ღამემ გამოამჟღავნა.

0
133
5-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0