x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გვწამს ღმერთის?

შესავალში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია და ისე ვნერვიულობ, თითქოს ახლა დავრეგისტრირდი ინტერმედიაზე. ეს სტატია ძირითადად ეხება იმ ფსიქოლოგიურ მომენტებს, რომლებიც გვიბიძგებს ვირწმუნოთ რაღაც არაამქვეყნიურის, ღვთის ან რაიმე სხვა ძალების არსებობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ათეისტად, ურწმუნოდ, სატანისტად და ა.შ. ნუ შემრაცხავთ. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო მაქსიმალურად არარელიგიურად მივდგომოდი რწმენის საკითხს.
image

რატომ გვწამს ღმერთის?
ბევრი მორწმუნე ამ კითხვას შეურაცხყოფადაც კი მიიღებდა, გაიკვირვებდა და დაუფიქრებლად გიპასუხებდათ, რომ სწამს, რადგანაც ღმერთი არსებობს, რადგან მან შექმნა ყოველი ხილული და არახილული და რადგან ყოველგვარი ზედმეტი კითხვებისა და ჩაღრმავების გარეშე უნდა ვიწამოთ ამდენი სასწაულის შემდეგ, რომელიც მისი მეშვეობით ხდება.

მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას სწამს ღმერთის არსებობის. ზოგი ქრისტიანია, ზოგი ბუდისტი, ზოგიც ისლამის მიმდევარი და ა.შ. მაგრამ რეალობა ერთია: ადამიანები ოდითანვე იყვნენ მიდრეკილები განედიდებინათ და გაეღმერთებინათ რაიმე ხილული თუ უბრალოდ მათ წარმოსახვაში არსებული არსება.

რა განაპირობებს ფაქტს, რომ მილიონობით ადამიანს ბრმად სწამს იმის, რაც/ვინც არასდროს უნახავს, გაუგია, შეხებია, თუნდაც უყნოსია და, ერთი სიტყვით, არ შეუგრძნია არანაირი გრძნობის ორგანოთი?

დავუბრუნდეთ ათასობით წლის წინ მცხოვრებ ჩვენს წინაპრებს. ისინი აღმერთებდნენ ყველაფერ ამოუცნობს თავიანთ გარშემო. ეთაყვანებოდნენ ყველაფერს, რისიც ეშინოდათ ან რასაც ვერ ხსნიდნენ. მაგალითად, ატარებდნენ ათასგვარ რიტუალს, რომ ყოფილიყო კარგი მოსავალი, კარგი ამინდი ან წვიმა, ცხელ, გვალვიან პერიოდში. მეთევზეები ეთაყვანებოდნენ ზღვის ღმერთს, რომ მიეცა მათთვის ბევრი თევზი და ა.შ. რეალურად, რწმენა და ის ღმერთი, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ იყო უმეტეს შემთხვევაში შიშის შედეგი და თვითგადარჩენის ინსტიქტის ერთგვარი გამოვლინება. ამასვე შეგვიძლია დავუკავშიროთ რწმენა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ. სიკვდილი ხომ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი რამაა. ყველას აინტერესებს რა ხდება მის შემდეგ, პასუხი კი არავის აქვს. რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება სიცოცხლე უბრალოდ შეწყდეს და შემდეგ? წყვდიადი? სიცარიელე? მარადისობა? ადამიანის გონებისთვის ეს ყველაფერი შეუცნობელია, წარმოუდგენელია და რა გასაკვირია, რომ მან დაიჯერა სხვა სამყაროს არსებობა, რომელშიც სული სხეულის სიკვდილის შემდეგ გადადის?

დღეს უკვე ამინდის ცვლილება არავის უკვირს და აღარც აშინებს. 21-ე საუკუნეში ადამიანები ვახერხებთ, თითქმის ყველაფერს მოვუძებნოთ მეცნიერული ახსნა. შესაბამისად აღარც ცეცხლს ვეთაყვანებით, აღარც ჭექა-ქუხილს, აღარც რომელიმე ცხოველსა თუ ამოუცნობ მოვლენას. მიუხედავად ამისა, რწმენამ, რომ სამყაროს განაგებს რაღაც უხილავი, ამოუცნობი ძალა, აქტუალობა არ დაკარგა. ხალხს მაინც სჯერა, რომ არსებობს ღმერთი და ახლა, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ღმერთი არ არსებობს. ყველა დანარჩენი
რომელიმე რელიგიის მიმდევარია.

რა განაპირობებს ფაქტს, რომ მსგავსად განუვითარებელი, პირველყოფილი ჩვენი წინაპრებისა, გვწამს უხილავი ძალების, რომლებიც ახდენენ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე?

რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობა სარწმუნოებას იღებს მემკვიდრეობით. ანუ, მაგალითად, მართლმადიდებელი ქრისტიანი მშობლები ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებენ რელიგიას, რელიგიურ რიტუალებს, წეს-ჩვეულებებს, დაჰყავთ ეკლესიაში და ა.შ. ამ მხრივ ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები. სულაც არაა აუცილებელი ესენი იყვნენ მშობლები, მაგრამ, როდესაც დაბადებიდან გასწავლიან და გეუბნებიან რაღაცას, რთულია შემდეგ ამ ყველაფერში ეჭვის შეტანა. ეს დაახლოებით იგივე
იქნებოდა, რომ შეიტანო ეჭვი თუნდაც საკუთარ არსებობაში, რაც თითქოს აშკარა და უტყუარია.

ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შიში. როგორც აქამდე ვახსენე, ადამიანისთვის წარმოუდგენელია სიცოცხლის უბრალოდ შეწყვეტა. წამოდგენა, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერია, აშინებს მას.
საუკეთესო გამოსავალია იწამო, რომ არსებობს სხვა სამყარო, რომელშიც გადადის ჩვენი სული. მაგრამ, აქ იბადება კიდევ უფრო დიდი შიში, რომელიც უკავშირდება ჯოჯოხეთს და მარადიულ ტანჯვას. შეშინებული ადამიანები რელიგიურობით ცდილობენ შეიმსუბუქონ იმქვეყნიური ტანჯვა და მაქსიმალურად კარგი პირობები „გაინაღდონ“. ასევე, სიკვდილის, ავადმყოფობის, უიღბლობის შიში... ადამიანები უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, როდესაც ღმერთს ევედრებიან შემწეობას, ლოცულობენ, სჯერათ რომ ის დაიცავთ განსაცდელისგან. დაახლოებით იმის მსგავსად, მანქანით მგზავრობისას ღვედს რომ ვიკეთებთ. გვაქვს იმედი, რომ თუ ვიცხოვრებთ რელიგიურად უფალი ჩვენს ლოცვებს შეისმენს და განსაცდელს აგვარიდებს.რელიგია ასრულებს ერთგვარი დაზღვევის ფუნქციას. და, თუ მაინც მოხდა რამე ცუდი, მაშინაც მოსახერხებელი და შვებისმომგვრელია, იმის ცოდნა, რომ შეგიძლია რაღაცას/ვიღაცას მიენდო. მაგალითად, როგორც ექიმს მიაკითხავ ავადმყოფობისას და გაგიჩნდება იმედი, რომ ის გიშველის, ისვეე მიუბრუნდები ღმერთს განსაცდელის ჟამს და იგრძნობ თავს უფრო მშვიდად და დაცულად.

ადამიანები რწმენის საშუალებით ახერხებენ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც მთელს კაცობრიობას აწუხებს და რომლებზეც მეცნიერებას უჭირს პასუხის გაცემა, ან მისი პასუხი ძნელად სარწმუნოა. მაგალითად, სამყაროს წარმოშობა. ადამიანისთვის უფრო ადვილია დაიჯეროს, რომ ეს ჰარმოუნიულად შეწყობილი ყველა დეტალი, რომელიც ჩვენს სამყაროს შეადგენს შექმნა რაღაც აღმატებულმა ძალამ, ვიდრე ჩაწვდეს დიდი აფეთქების თეორიას. რეალურად ხომ ყველაფერი რაღაცისგან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საიდან დაიწყო ის რაღაც, რომლიდანაც ყველაფერი განვითარდა? ყველაზე მარტივი და ამომწურავი პასუხია ღმერთი: მან შექმნა ყველაფერი.

და, რა თქმა უნდა, სინდისის ქენჯნა, დანაშაულის გრძნობა. რელიგია ხომ მხოლოდ იმას ხომ არ მოიცავს რომ ვიწამოთ? რელიგია გარკვეულ ვალდებულებებს გვანიჭებს, გვთხოვს, რომ მივდიოთ კონკრეტულ წესებსა და ცხოვრების სტილს, დავიცვათ მორალური, ეთიკური ნორმები. ქრისტიანული მცნებებიც ხომ ძალიან ჰგავს კანონებს: „არა კაც-ჰკლა“, „არა იპარო“, „არა იმრუშო“. რელიგია მოგვიწოდებს არ ჩავიდინოთ ცოდვები. ადამიანი კი ძალიან ცოდვილი არსებაა. ის ყოველ ნაბიჯზე, ნებით თუ უნებლიედ, რაღაც ცუდს აკეთებს, რაღაცას აფუჭებს, უშვებს შეცდომებს. ცხოვრებისგან განსხვავებით, რომელიც შეცდომებს არ გვპატიობს და არც უკან გვაბრუნებს მათ გამოსასწორებლად, რელიგია გვაძლევს შანსს მოვინანიოთ ისინი. ამიტომ, ხშირად, ის ადამიანები, რომელთაც აწუხებთ სინდისი და დანაშაულის გრძნობა ხდებიან რელიგიურები. ამ გზით, ისინი ცდილობენ გამოასწორონ თავიანთი შეცდომები.

და რაღა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ის ამოუხსნელი სასწაულები, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება და აიძულებს
მის შემსწრეებს იწამონ ღმერთის. რად ღირს თუნდაც ხატიდან მომდინარე მირონის დანახვა და მისი სუნის შეგრძნობა, ან ყოველ აღდგომას ღვთიური ცეცხლის გადმოსვლის ყურება და სხვა მრავალი.

საბოლოოდ, რაც არ უნდა იყოს, და რის გამოც არ უნდა გვჯეროდეს, რელიგია ძალიან დიდი ძალაა. ის აერთიანებს და ყოფს ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ის არის ასევე ძალიან ძლიერი კონტროლის საშუალება. რას გახდებოდა მარტო კანონი და რამდენიმე წლიანი სასჯელი მკვლელობისთვის, ბავშვობიდანვე რომ არ გვინერგავდნენ, რომ ადამიანის მოკვლა უდიდესი ცოდვაა? რელიგიური ერთიანობა სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტია. ის უნერგავს ხალხს ერთიანობის გრძნობას და როგორც უკვე აღვნიშნე ეხმარება წესრიგის დამყარებაში. ხალხი ერიდება ცოდვის ჩადენას = ხალხი ერიდება დანაშაულის ჩადენას.

2
221
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:შვიპარჭი
შვიპარჭი
221
  
2013, 21 იანვარი, 2:06
რეალურად რომ შეხედო მასეა... ნუ მე პირადად მწამს ღმერთის და არანაირად ეჭვი არ შემაქვს მაგრრამ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე.... ერთი მხრიდან ყველაფერი თითქოს ფარსრრია.. უბრალოდ გვაწყობს
2013, 19 იანვარი, 2:31
პრაკტიკულა ყველაფერში გეთანხმები,მე პირადათ ყველაზე ძალიან საზოგადოების გავლენა მაშფოთებს,ის რომ ჩვენ დავდივართ ეკლესიაში და ა.შ ეს უფრო საზოგადოების გავლენაა..ბავშვობიდანვე შენ მიყავხარ ეკლესიაში და გაჩვენებენ თუ რა არის "სწორი" და რა არა,შემდეგ შენ იზრდები უკვე თავშო "ჩაბეჭდილი" ამ აზრით.. არ მახსოვს ვიღაცამ თქვა ესეთი რამ "ადამიანი რომ გაიზრდება, მაშინ უნდა აირჩიოს რელიგია" ,ჭკვიანურია,მაგრამ ის უკვე დამოუკიდებელი გონიაერი არსება იქნება და რასაკვირველია არამგონია რომელიმე რელიგიას "დაუჭიროს მხარი"..

და ასევე "რელიგია არის გამოგოილი სულელი ადამიანებისთვის,რომ ისინი ჩარჩოებს არ გასცდნენ"
0 1 2