x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რელიგია ოჯახში
ბიბლია ოჯახური რელიგია გულისხმობს ბავშვების აღზრდას ღმერთის ნების თანახმად.რელიგიური აღზრდა ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ სწავლა.იგი გულისხმობს, რომ თქვენ შვილებთან ერთად უნდა ილოცოთ, ასწავლოთ მათ ქრისტესთან დაახლოება და ყველა თავიანთ საჭიროებაზე მასთან საუბარი; რომ თქვენ თქვენი ცხოვრებით უნდა უჩვენოთ, რომ ღმერთი თქვენთვის პირველ ადგილზე დგას და მისი სიყვარული გაქცევთ მომთმენ, კეთილ, თავდაჭერილ ადამიანად.

სახლში, რომელშიც რელიგია პრაქტიკულად ხორციელდება, უდიდესი სიკეთე ხდება.რწმენა შეაგულიანებს მშობლებს შეასრულონ სწორედ ის სამუშაო, რომელიც ღმერთმა მათ ოჯახს განუსაზღვრა.შვილები გაიზრდებიან მოწიწებაში ღმერთისა და მისი ნების წინაშე.

რელიგია გავლენას უნდა ახდენდეს საზოგადოებაზე და, პირველ რიგში, ოჯახზე.ოჯახში ბავშვები თუ ღმერთის სიყვარულსა და პატივისცემაში იზრდებოდნენ, მაშინ, როდესაც უფროსები გახდებიან, ისინი თავიანთ შვილებსაც სათანადოდ აღზრდიან და ამგვარად ჭეშმარიტების პრინციპები საზოგადოებაში დაიწყებს დანერგვას და ქვეყნად საგრძნობი გავლენის მოხდენას.რელიგიის გამორიცხვა არ შეიძლება ოჯახური აღზრდიდან.მიუძღვენით თქვენი ოჯახები ღმერთს და ამის შემდეგ ისაუბრეთ და მოიქეცით სახლში ისე, როგორც ქრისტიანები.

იქ, სადაც არ არის ოჯახური რელიგია, სარწმუნოების აღსარება არაფერს არ ნიშნავს.ბევრი თავს იტყუებს, როდესაც თვლის, რომ ხასიათი მომავალ სიცოცხლეში გარდაიქმნება, მაგრამ გულში ცვლილება მიწიური გზის დასრულებისას არ მოხდება.თუ თქვენ გსურთ შეხვიდეთ საუკუნო სიცოცხლეში, თავდაპირველად დედამიწაზე უნდა გახდეთ წმიდა.ხასიათის თვისებები, რომლებსაც თქვენ განავითარებთ, არ იქნება შეცვლილი სიკვდილის შემდეგ ან აღდგომის მომენტში.თქვენ საფლავიდან იმავე ხასიათით წამოდგებით, რომელიც სიცოცხლეში გქონდათ.ქრისტე არ შეცვლის თქვენს ხასიათს თავისი მოსვლისას.ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ხვედრს.ოჯახური კერა-ეს ზეციური ოჯახისათვის მომზადების ადგილია.


ბავშვებს ხშირად საშუალებას აძლევენ გაიზარდონ რელიგიის გარეშე, რადგანაც მშობლები მათ ძალზე ახალგაზრდებად თვლიან, რათა მათ ქრისტიანული მოვალეობები დაიწესონ.ფრიად სამწუხაროა, როდესაც ბავშვებს ნება აქვთ გაიზარდონ ღმერთის შეცნობის გარეშე.მშობლები ჩადიან საშინელ შეცდომას, როდესაც შვილების რელიგიურ აღზრდას უარყოფენ და თვლიან, რომ მომავალში მათ ყველაფერი კარგად ექნებათ და როდესაც გაიზრდებიან, მათ თვითონ ექნებათ სწრაფვა მოიპოვონ რელიგიური გამოცდილება .მშობლებო, თუ თქვენ არ დანერგავთ შვილების გულში ჭეშმარიტების ძვირფას თესლს, სატანა მოთესავს გულის მინდორს სარეველებით.

რომელი გზით მიდიხართ?ფიქრობთ თუ არა, რომ რელიგიურ საკითხებში თქვენი შვილები უნდა გათავისუფლდნენ ყოველგვარი შეზღუდვებისაგან?შეიძლება თქვენ მათ დარიგების გარეშე ტოვებთ ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებში?აძლევთ საშუალებას მოიქცნენ ისე, როგორც ეს მათ მოესურვებათ?ასეთ შემთხვევაში თქვენ თავს არიდებთ ღმერთის მიერ მოცემულ მოვალეობებს.

როდესაც პატარას გაგების უნარი უჩნდება, მშობლებმა მას იესოზე უნდა მოუთხრონ-გაუცხადონ ძვირფასი ჭეშმარიტება ბეთლემში დაბადებული ყრმის შესახებ.შეეცადეთ აღბეჭდოთ შვილების გონებაში მათი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი უბრალო ღვთისმოსაობის გრძნობა.ლოცვაში მიიყვანეთ თქვენი შვილები იესოსთან.ყველაზე ადრეულ ასაკში ბავშვები გრძნობიარენი არიან ღვთიური გავლენისადმი.უფალი თავისი განსაკუთრებული მეურვეობის ქვეშ იყვანს ასეთ ბავშვებს.

დაე, მშობლებმა ღმერთს მიმართონ მოცემულ საკითხში ხელმძღვანელობისათვის.მის წინაშე მუხლებზე მდგომნი, ისინი გაიგებენ თავიანთ მნიშვნელოვან მოვალეობებს და ამგვარად შეძლებენ თავისი შვილები მიანდონ იმას, ვინც არასოდეს ცდება თავის რჩევებსა და დარიგებებში.

მშობლებს არ მართებთ აიძულონ თავიანთი შვილები დაიცვან რელიგიის მხოლოდ გარეგნული ფორმები, არამედ მარადიული პრინციპები მიმზიდველ ნათელში უნდა წარუდგინონ, გამოამჟღავნონ სიხარული, ქრისტიანული თავაზიანობა, სინაზე და თანაგრძნობა.

ნუ უარყოფთ საკუთარ რელიგიურ აღზრდას და თქვენი შვილების აღზრდას.მათ ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ კითხვა, წერა, თვლა.მათ შეუძლიათ წავიდნენ წინ, თანდათანობით წინ წაიწიონ თავიანთ ცოდნაში.მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მათ უნდა ასწავლოთ, რომ სიბრძნის დასაწყისი არის ღმერთის პატივისცემა.

უფალი უსასრულოდ კეთილია.გრძნობთ თუ არა ამას თქვენს ოჯახში?

"უფალო, შენ, რომელმაც უკვე ამდენი მოგვეცი ჩვენ, მოგვეცი კიდევ ერთი: მადლიერი გული".

2
154
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი12
დავითი12
154
  
2013, 19 იანვარი, 22:35
ზუსტად არ ვიცი ვისი დაწერილია მარა მე პირადად სექტანტი არ ვარ
2013, 19 იანვარი, 21:19
სექტანტის დაწერილია ეს სტატია !!! საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ბილწი სექტები აქ ფეხს ვერ მოიკიდებს ვერასდროს !!!
0 1 2