x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტომ კრუზი მღვდლად ეკურთხა

imageახლო წარსულში ჰოლვუდის ყველაზე ძვირად ღირებულმა და პოპულარულმა ვარსკვლამა ტომ კრუზმა გადაწყვიტა, დროებით კინოს ჩამოშორდეს და თავისი ცხოვრება რელიგიას მიუძღვნას. საიენტოლოგიის მგზნებარე მიმდევარი ვარსკვლავი ბოლო ხანებში საკუთარ რელიგიას ძალზე დიდ დროს უთმობს. მან საიენტოლოგიური იერარქიის უმაღლეს საფეხურს მიაღწია და მღვდლის წოდება მიიღო. ახლა მსახიობს საქორწინო ცერემონის ჩატარების უფლებაც აქვს. სულ მალე ახალგამომცხვარი მღვდელი საკუთარ მეგობარს, მილიონერ ჯეიმს პაკერს და მის საცოლეს, მოდელ ერიკა ბექსტერს ქორწინების უღელს დაადგამს. ჯეიმს პაკერი საიენტოლოგიის სტაჟიანი მიმდევარი და ამ სექტის ყველაზე გავლენიანი მფარველია.ეს ქორწინება ტომ კრუზის მიერ ჩატარებული პირველი ცერემონია იქნება. როგორც ცნობილია, 2006 წლის 1 ელ ნოემბერს რომის ახლოს მდებარე ქალაქ ბრაჩანოში ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქორწინებაც საიენტოლოგიური წესით ჩატარდა.

1
1135
19-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ოტი
ოტი
1135
  
2013, 12 იანვარი, 22:55
აუფ!:))))))))))))))
0 1 1