x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ცისკრის ვარსკვლავი, ლუციფერი, სატანა.

imageლუციფერი — სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით „ცისკრის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.
ლათინურად სიტყვა „Lucifer“, რაც ნიშნავს „სინათლის მომტანს“ (სიტყვებიდან lux, lucis, „სინათლე“, და ferre, „მოტანა, გაჩენა“), „დილის ვარსკვლავის“ სახელია (ანუ პლანეტა ვენერა მისი გარიჟრაჟზე გამოჩენისას).image


0
1478
2-ს მოსწონს
ავტორი:მოსე-ნიკა
მოსე-ნიკა
1478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0