x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ესპანეთის ყველაზე ცნობილი ფესტივალები
ესპანეთში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო, მაგრამ ძალიან სახალისო ფესტივალები. პომიდვრებით ომი ანუ "ლა ტომატინა" რომელიც ყოველი წლის აგვისტოში ტარდება ქალაქ ბუნოლში. მეორე ფესტივალი ფქვილით ომია. ეს უკანასკნელი ქალაქ იბიში იმართება.

ლა ტომატინა


პომიდვრების ომისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ქალაქში ბინას იდებენ ტურისტები, რომელთაც ერთი სული აქვთ ფესტივალში მონაწილეობა მიიღონ. ფესტივალის დღეს დაახლოებით დღის 11 საათზე ქალაქის ქუჩებში რამდენიმე პომიდვრით დატვირთული მანქანა იწყებს მოძრაობას. ტონობით ბოსტნეულს ანაწილებენ ყველგან რათა ყველა მონაწილემ მოიმარაგოს საკუთარი პომიდორი, რომელიც ძალიან სახალისო მიზნებისთვისაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ იწყება მთავარი. ათასობით ადამიანი ერთმანეთს დაუნდობლად ესვრის მოზრდილ პომიდვრებს.

ბრძოლა დაახლოებით 2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგად ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში ცურავს.


ლა ტომატინა

პომიდვრის ფესტივალზე რამდენიმე წესი მოქმედებს, რომელიც ქალაქის საბჭომ დააწესა.

1.აკრძალულია ფესტივალზე ბოთლების, ქვების ან რაიმე ისეთი ნივთის შეტანა, რომლის სროლაც ადამიანისთვის საშიშია.

2.პომიდვრები უნდა იყოს კარგად დამწიფებული და დარბილებული.

3.თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად სატვირთოების მიმართ, რომელთაც ქუჩებში შემოაქვთ საბრძოლო მასალა.

4.როდესაც თქვენ საფინალო სიგნალს გაიგებთ, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა.

ლა ტომატინა

საბოლოო ჯამში ფესტივალზე შეკრებილი ხალხი ძალიან კარგად ერთობა. ამაზე ფესტივალის უდიდესი პოპულარობაც მიუთითებს.

"ლა ტომატინაზე" არასოდეს მომხდარა უბედური შემთხვევა და არც არავის რაიმე ზიანი არ მიუღია.


მეორე მსგავსი ფესტივალია "ფქვილით ომი", რომელსაც დაახლოებით იგივე წესები გააჩნია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ პომიდვრის ნაცვლად ფქვილი ხდება საბრძოლო მასალა.

ფქვილით ომი

ფქვილით ომი

ფქვილით ომი

3
573
10-ს მოსწონს
ავტორი:kakna
kakna
573
  
2013, 26 იანვარი, 22:43
ვაფრენ ესპანეთზე....კაი პოსტია...
2013, 16 იანვარი, 20:21
ვაიმეეეეეეეეეეეეეე რამდენი აკლიათ
2013, 11 იანვარი, 21:11
ეს ესპანელები ურიკინებენ
0 1 3