x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რეცეპტი თამრიკო ჭოხონელიძისაგან
imageხაჭაპურის მომზადების რეცეპტი, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისაგან:

– ხაჭაპურის ცომისთვის საჭიროა: ერთი ქილა მაწონი(0.5 ლ), ერთი ქილა არაჟანი(0.5ლ)(არაჟანის გარეშეც შეიძლება), ერთი შეკვრა მარგარინი ''დაჩა'' (გამლღვალი), ერთი ჩაის კოვზი სოდა, ერთი სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი მარილი.

ამ ინგრედიენტებს ჯამში ვათავსებთ, ვურევთ ერთმანეთში და ვაყრით იმდენ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. ვზილავთ ფაფუკ ცომს(საბოლოოდ მასა ხელზე არ უნა გეკრობოდეთ. შეეცადეთ ცომი თხელი არ იყოს, თორემ გამოცხობის დროს გასკდება). ამ ცომს გამოცხობამდე სამი დღით ადრე თუ მოზელთ, ბევრად უფრო სანდო იქნება(ეს ცომი ერთი კვირაც ძლებს მაცივარში),

შიგთავსი: ვხეხავთ ერთ კილო ყველს, მასში ვურევთ ერთ კვერცხს, ყველი უნდა იყოს კარგად გამომშრალი, წყლიანი ყველი ცომს ხეთქავს.


ცომს ვაგუნდავებ. ერთ გუნდას ვაბრტყელებთ და შიგნით ვდებთ გუნდის ტოლ ყველს. ხაჭაპურის საიდუმლო სწორედ ეს არის – ყველი არ უნდა დაიშუროთ. ყველიანი გაბრტყელებული გუნდა დადეთ ცხელ ტაფაზე, გამოცხობის დროს ტაფას თავსახური არ დააფაროთ. ხაჭაპური მხოლოდ მაშინ ამოატრიალეთ, როდესაც ზედა მხარე შეშრება(ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა მხარე გამომცხვარია). ორივე მხრიდან გამომცხვარი ხაჭაპური უკვე მზად არის და მიიტანეთ სუფრაზე. ამ მასალით 4–5 ხაჭაპურს გამოაცხობთ.

შემდეგში სხვა ცნობილი ქალბატონების რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი გამოაცხვეთ ხაჭაპური თამრიკო ჭოხოელიძის რეცეპტით და გემრიელად მიირთვით.


1
6120
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
6120
  
2013, 9 დეკემბერი, 0:14
შენ გაიხარე თამრიკო..
0 1 1