x
image
ჯონ დო
ყველაზე ცნობილი მაფიოზები
10. ვინსენტ ჯიგანტე-(1928-2005)

ვინსენტ ჯიგანტე დაიბადა ნიუ-იორკში, ცხრა წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივზე დაიწყო სიარული.ის მძიმე წონაში გამოდიოდა და 25 ბრძოლიდან 21 მოიგო.17 წლის ასაკში ის გაერთიანდა დამნაშავეთა ჯგუფში და 25 წლის ასაკში პირველად დაიჭირეს.ჯიგანტე გაერთიანებული იყო “ჯენოვეზეს“ მაფიოზურ კლანში. როდესაც მაფიის ბოსი ტონი სალენო გაასამართლეს, ჯიგანტე გახდა ყველაზე მთავარი ბოსი.

image

image



9. ალბერტ ანასტასია-(1903-1957)

ალბერტ ანასტასია დაიბადა იტალიაში. ჯერ კიდევ ბავშობაში მისი ოჯახი გადასახლდა ამერიკაში.1944 წელს ის მკვლელების დაჯგუფების ლიდერი გახდა. დაჯგუფებას სახელიც კი ჰქონდა “murder.inc“. ის ლუჩანოს ოჯახის წევრი იყო, მაგრამ 1957 წელს ის მოკლული იქნა კარლო გამბინის დავალებით.

image


8.ჯოზეფ ბონანო-(1905-2002)

ბონანომ ბრუკლინში შექმნა კრიმინალური იმპერია, რომელიც შემდეგ გაფართოვდა კალიფორნიამდე და კანადამდე. ბონანო ხუთ უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფებას მეთაურობდა 1939-1960 წლებში.ის იყო ეგრედ წოდებული მაფიოზური კომისიის წევრი, რომელსაც შეეძლო ჩარეოდა სხვა მაფიოზური კლანის გარჩევებში.


image

7.არტურ ფლეგენჰეიმერი(ჰოლანდიელი შულცი)-1902-1935

ჰოლანდიელი შულცი დაიბადა ბრუკლინში.ის ერთ-ერთი გავლენიანი განქსტერი იყო. უამრავ მაფიოზურ გარჩევებთან ერთად ის აგრეთვე ბუტლეგერიც იყო( სპირტიანი სასმელების ბიზნესი ჰქონდა მშრალი კანონის დროს) შულცი იმდენად გათამამდა რომ თვით ალ კაპონეს და ლაკი ლუჩანოს დაუპირისპირდა და თავითავად დიდხანს აღარ უცოცხლია....

image

6.ჯონ გოტი-(1940-2002)


სამოციან წლებში მეთაურობდა პატარ-პატარა კრიმინალურ დაჯგუფებებს, ხოლო 70-იანი წლების დასაწყისში ჯონ გოტი გახდა ბერგანოს ჯგუფის ნათლიმამა, რომელიც შედიოდა გამბინოს ოჯახში.გოტი ძალიან ამბიციური ადამიანი იყო და მალევე მან დაიწყო ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელიც აკრძალული იყო მაფიოზურ ოჯახში.ის მრავალჯერ გაასამართლეს, მაგრამ სასამართლოდან ყოველთვის ანთავისუფლებდნენ. ჯონ გოტი 2002 წელს მოკვდა კიბოთი.

image


5.მეიერ ლანსკი-(1902-1983)

დაიბადა ბელორუსიაში. ოჯახთან ერთად 1911 წელს გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში.ლანსკი ითვლება აზართული თამაშების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან განქსტერად. ის აკონტროლებდა უამრავ კაზინოებს და სხვადასხვა ფულად ოპერაციებს.მან ფულის გასათეთრებლად შვეიცარიაში ოფიციალურად ბანკი იყიდა.ლანსკი ერთადერთი განქსტერი იყო რომელის ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში..

image

4.ფრენკ კოსტელო-(1891-1973)

ლაკი ლუცანოს საუკეთესო მეგობარი, ისენი ერთად აწარმოებდნენ სხვადასხვა მაფიოზურ საქმეებს, ის მაფიის ისტორიაში ერთ-ერთი გავლენიანი განქსტერია. გამბინოს პრივილეგია მაფიაში იმითაც იყო განპირობებული, რომ ის მაფიის და პოლიტიკოსებს შორის საკვანძო ფიგურა იყო.

image


3.კარლო გამბინი-(1907-1971)

19 წლის ასაკში ის დაქირავებული მკვლელი იყო.შემდეგ მან თვითონ დაინიშნა თავი გამბინის ოჯახის მეთაურად და ცხოვრების ბოლომდე მისი მეთაური იყო, რომელიც უამრავი სხვადახვა მაფიოზური დაჯგუფებისგან შედგებოდა.მისი ოჯახი მაფიის ისტორიაში ძალიან გავლენიან ოჯახად ითვლება.

image



image


2.ჩარლი ლუჩანო( იღბლიანი ლუჩანო)-(1897-1962)

მთლიანად აკონტროლებდა მანჰეტენში რეკეტს.1929 წელს ლუჩანოს მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის გადარჩა და ამის მერე მან ჩამოაყალიბა ნაციონალური დანაშაულებათა კლანი და გახდა “მაფიოზების მაფიოზი“ არა მარტო ნიუ-იორკში, არამედ მთელს ამერიკაში.ის ისეთი გავლენიანი მაფიოზი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა დახმარებიყო ამერიკის საზღვაო არმიას იტალიის ტერიტორიაზე გადმოსხმაში.

ლუჩანო 1962 წელს გულის შეტევით დაიღუპა.

imageimage

1.ალ კაპონე-(1899-1947)

ნომერი პირველი განქსტერი. ის დაიბადა ბრუკლინში, იტალიელი ემიგრანტების იჯახში.თავდაპირველად ის გახდა პატარა ბანდის წევრი რომელსაც ხუტი წერტილი ერქვა და ამ ბანდის დაცვის წევრი იყო.

1919 წელს ის გადავიდა საცხოვრებლად ჩიკაგოში და იქ დაიწყო მისი მაფიოზური ცხოვრების აღმავლობა.26 წლის ასაკში ის გახდა ტერიოს ოჯახის მთავარი.

კაპონე ცნობილი იყო თავისი დაუნდობელი სისასტიკით.უამრავი მკვლელობა უკავშირდება მის სახელს, მაგრამ ყოველთვის სასამართლო დარბაზიდან ანთავისუფლებდნენ. 1931 წელს ფერედალურმა აგენტმა ელიოტ ნესმა კაპონე დააპატიმრა გადასახადების დაგაუხდელობის გამო. კაპონე 1947 წელს დაირუპა სიფილისტით.

image

2
5591
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
5591
  
2013, 11 იანვარი, 14:21
არა არ არკლია,დილინჯერი ამ ხალხთან რა მოსატანია:))) დილინჯერი მაფიოზურ კლანში არ იყო და თავისთავად არც ბოსი. ის ბანკების მძარცველი იყო და ხალხს კლავდა ამ ძარცვის დროს და ნომერ პირველად იმიტომ გამოაცხადეს იმ წლებში რომ უბრალოდ ვერ იჭარდა პოლიცია :))))
2013, 11 იანვარი, 4:55
ჯონ დილინჯერი აკლია ამ სიას
0 1 2