x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
6 წლის გოგონა ყოველ დღე სიკვდილს ებრძვის

image6 წლის ელენე ახვლედიანი გულის უმძიმესი დაავადებით, “დილატაციური კარდიომოპათიითაა" დაავადებული. (გული იზრდება და დიდდება უზომოდ, ქვეითდება კუმშვადობა) როგორც ელენეს მამა, ბატონი მამუკა ამბობს, ხუთი წლის ასაკამდე, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აქტიური და მოძრავი ბავშვი იყო. ახლა კი ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის. რამ გამოიწვია ელენეს დაავადება ამ სენით და რატომ ვერ შველიან ექიმები პატარა გოგონას _ ამის შესახებ თავად ბატონი მამუკა გვიყვება.
– მოგვიყევით ელენეს შესახებ, რამდენი წლის არის?
– ელენე ექვსი წლის არის. მანამ, სანამ გულის პრობლემები ექნებოდა, ძალიან აქტიური ბავშვი იყო. ბასტი-ბუბუში დადიოდა.
ძალიან კარგად ხატავს. იმდენად კარგად, რომ მაფიქრებინებს, რაიმე ხომ არ გადმოეცა იმ დიდი მხატვრისგან, ვის სახელსა და გვარსაც ატარებს.
– როდიდან შეექმნა ელენეს გულის პრობლემები? რა იყო ამის მიზეზი?
– ხუთი წლის და ექვსი თვის იყო, როდესაც გაცივდა. მანამადე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მოგეხსენებათ ზამთარში გაციება გასაკვირი არ არის და თავიდან ჩვეულებრივ მოვლენად მივიღეთ. მივმართეთ უბნის ექიმს. თვეების განმავლობაში ხველებამ არ გაუარა. შემდეგ უკვე გამოკვლევებზე ავერსის კლინიაში მივიყვანეთ. ექიმმა მოუსმინა ფილტვებზე და რენტგენი გადაუღო. პირველი დარტყმა მაშინ მივიღეთ. შეხედეს თუ არა ბავშვის გულს, ექიმებმაა მაშინვე მშობლებს, მოგვთხოვეს სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა და გარეთ დავლოდებოდით. მათ ისეთი სახე ჰქონდათ, რომ მივხვდი რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. მიწა გამისკდა. გაგვგზავნეს გულის ექიმთან. მან გვითხრა, რომ ბავშვის გული იყო დიდი. შემდეგ ჯოენის კლინიკაში ვიყავით. ვფიქრობდი, რომ ნეტა ელენეს სერიოზული ოპერაცია არ დასჭირდეს მეთქი. ამ კლინიკის ექიმმა მითხრა, რომ ბავშვს “დილატაციური კარდიომოპათია" სჭირსო. ეს დაავადება ბავშვებში ძალიან იშვიათია, 10000-ში ერთს ემართება. ბუნებრივია ვიკითხე რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ გადამერჩინა ჩემი შვილი. მითხრეს, რომ გულის მანკი სანატრელი გაგიხდა ისეთი მდგომარეობა აქვს ბავშვსო. გულის გადანერგვა უშველის მეტი არაფერიო, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი ყოფილა. ეს ოპერაცია არის სასწრაფო, რადგან ისეთი დაავადებაა, ყოველ წუთს შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ექიმმა მითხრა, რომ ელენეს სიცოცხლის თითოეული წამი ღმერთისგან ნაჩუქარია. ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა სიკვდილის ტოლფასი იყო. გადანერეგვის შედეგადაც გადარჩენის შანსი 50%-ზე ნაკლებია.
– ასეთი ტიპის დაავადებები, ხშირ შემთხვევაში თანდაყოლილია ხოლმე. რას გეუბნებოდნენ ექიმები, რამ გამოიწვია ბავშვის ეს მდგომარეობა?
– საქართველოში რაც კი კლინიკები არსებობს ყველა მოვიარე. ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ, რომ ბავშვის გული არის ძალიან გაზრდილი. კონკრეტულად, თუ რას შეიძლება გამოეწვია ეს, თვითონაც არ იციან. გადავწყვიტე ერევანში წამეყვანა ელენე და გამოკვლევები თავიდან ჩამეტარებინა. ვფიქრობდი, რომ იქნებ რაიმე განსხვავებული მითხრან მეთქი, მაგრამ ვცდებოდი. იქ მხოლოდ დამიდასტურეს საქართველოში გამოტანილი დასკვნა და მითხრეს, რომ ნამდვილად `დილატაციური კარდიომოპათია~ ჰქონდა ჩემს შვილს. ერევანშიც მითხრეს, რომ საშველი მხოლოდ გულის გადანერგვა იყო.
იქიდან, რომ ჩამოვედით ელენე ძალიან ცუდად გახდა. გულმა ორგანიზმს 70% სისხლი უნდა მიაწოდოს. მისი გული კი მხოლოდ 15% აწოდებს. ერთი პერიოდის განმავლობაში 11, 5% მიწოდებამდე დავიდა. ჟვანიას სახელობის კლინიკაში დავაწვინეთ. ექიმმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი შვილი შესაძლებელი იყო, ყოველ წუთს დაღუპულიყო. ალბათ უფალი მფარველობს მას, რომ დღეს ჩვენს გვერდითაა. დიაგნოზში უწერია მესამე ხარისხის გულის უკმარისობა. ამაზე უარესი აღარ არსებობს, თორემ დავწერდით კიდევ უფრო დაბალსო. რომ შეხედავთ ელენეს ფიზიკურად არ ეტყობა, რომ ასე ავადაა. მხოლოდ ქუთუთოები აქვს ჩაშავებული.
– რამდენი ხანია რაც ასეთ მდგომარეობაშია თქვენი შვილი?
– ამ წლის ხუთ ივნისს გავიგეთ მისი ამ მდგომარეობის შესახებ.
– ვის მიმართეთ დახმარების სათხოვნელად?
– ვის აღარ მივმართე. 22 სახელმწიფოში გადავაგზავნე ელენეს ისტორია და დახმარება ვითხოვე, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. მწერდნენ, რომ ელენე არის გულის გადანერგვის კანდიდატი და ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ რიგს არ ექვემდებარება, თუმცა რახან არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ მიგიღებთო. ბერლინში დავუკავშირდი ლადო მესხიშვილს, რომელიც ძალიან ცნობილი ექიმი-კარდიოლოგია. 27 წელია, რაც გერმანიაში მუშაობს. პირად საუბარში მან მითხრა, რომ ოფიციალურობებს თავი დაანებეო. იგზავნება ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც დოკუმენტები, მაგრამ არავინ ამას ყურადღებას არ აქცევსო. თანაც კითხულობენ არა მთლიანად ბავშვის ისტორია, არამედ მხოლოდ დასკვნასო. უნდა ჩამოიყვანო აქ და თვითონ გასინჯონო. მან მითხრა, რომ თუ ნამდვილად გულის გადანერგვა იქნება საჭირო, ამას ძალიან დიდი დრო, ფორმალური მხარეების მოწესრიგება და ფინანსები საჭირდებაო.
ვინაიდან, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მოგვიწევს რიგში ყოფნა. არავინ იცის ჩვენი ოპერაციის დრო როდის მოვა. რიგგარეშე იმ შემთხვევაში შეიძლება ოპერაციის გაკეთება, თუ ქვეყანას ქვეყნის პირველი პირი ან კათოლიკოს პატრიარქი მიმართავს. ლადო მესხიშვილმა მითხრა, რომ სახელმწიფოები უნდა შეძრა, ეს ოპერაცია რომ გაუკეთდესო. პატრიარქმა ან ქვეყნის პირველმა პირმა რომ მიმართოს ევროპის რომელიმე სახელმწიფოს ურიგოდ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი მილიონამდე ჯდება. ისეთ თანხებზეა საუბარი, რომ ეჭვი მეპარება ამაში ვენმე დამეხმაროს.
– არ მიმართეთ თხოვნით ჯანმრთელობის სამინისტროს? არ არსებობს რაიმე პროგრამა რითაც შესაძლებელია ელენეს დამხარება?
– მოკლედ სადავ გავიქეცი, იქ წავიქეცი. უკვე ძალიან დავიღალე თხოვნითაც. ვისაც მივმართე ან არ იციან, როგორ დამეხმარნონ ან კიდევ თავის შეწუხება არ უნდათ. ლაშა ჟვანია დამიკავშირდა. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ყველგან ვიტყვი იმას, რომ ეს კაცი წმინდანად მექცა. ვის არ ვთხოვე დახმარება, ვის არ მივმართე, მაგრამ არავის არ დაურეკავს. მეორე ადამიანი ხართ თქვენ ვინც დამიკავშირდა და ჩემი შვილის ბედით დაინტერესდა. ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ დღესაც მოვიკლავდი თავს, მაგრამ ვინ უშველის ჩემს შვილს?!
ლაშა ჟვანიამ დამაკავშირა ქირურგ ზაზა იაკობაშვილს ისრაელში. გადავუგზავნე მას ელენეს მონაცემები და მითხრა, რომ კანადაში ან ამერიკაში წაიყვანე, არანაირი ევროპაო. შემდეგ ავუხსენი, რომ ბავშვს ძალიან მაღალი პულსი ჰქონდა. მითხრა, რომ კარდიოგრამა გადაუღე და გამომიგზავნეო. ასეც მოვიქეცი. მანამადე, თუ მეუბნებოდა, რომ ამერიკაში წაიყვანეო, ამის შემდეგ მითხრა უმჯობესი იქნება აქ ჩამოხვიდეთო. ამიხსნა, რომ ამ ეტაპზე გულის გადანერგვა არ სჭირდებაო. ეს იყო სასწაული. რამდენად სანდო ადამიანია იაკობაშვილი ვერ გეტყვით. მოვიძიე ინფორმაცია იმ კლინიკის შესახებ, რომელშიც ის გვეპატიჟება რეაბილიტაციისთვის და საკმაოდ სერიოზული კლინიკაა. მოკლედ ახლა სიტუაცია არის ასეთი. ეს ადამიანი მთავაზობს სარეაბილიტაციო კურსს ისრაელში. როგორც მითხრა, საავადმყოფოში რომ დავაწვინოთ ბავშვი 1800 დოლარი არის 24 საათის განმავლობაში გადასახდელი. სხვათა შორის რაღაც კორუფციული მომენტიც ვიგრძენი. მან მითხრა, რომ თუ ჩამოხვალ და ხელში გადაგვიხდი თანხას შედარებით ნაკლები დაგიჯდებაო. მე ვუთხარი, რომ სახელმწიფომ უნდა გადამიხადოს თანხა და ჯობს ანგარიშის ნომერი მომცეთ მეთქი. ორი კვირის ლოდინის შემდეგ მომივიდა რეკვიზიტები. იქ რა გამოკვლევებიც უნდა ჩაუტარონ ელენეს ძალიან ძვირი ჯდება. აქ ბევრჯერ მაქვს გაკეთებული იგივე ანალიზები და დაახლოებით 1500 ლარი გადავიხადე, იქ კი 23300 ლარი უწევს. ამ ექიმაა მითხრა, რომ ამჟამად მხოლოდ გამოკვლევები ჩავუტაროთ და მერე შევხედოთ რა იქნებაო. იძულებული ვარ ამას დავთანხმდე, რადგან ჩვენი ექიმები მეუბნებიან, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთო.
როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ჩემი შვილისნაირი დაავადებული უამრავი ადამიანია. ეს ხომ უიშვიათესი შემთხვევაა.
– ჯანდაცვის მინისტრთან არ გიცდიათ პირადად შეხვედრა და დახმარების თხოვდა?
– მინისტრს არ აქვს მოქალაქეების მოღების საათები. როგორ არ ვეცადე და მასთან ვერაფრით ვერ შევაღწიე. სწორედ ახლა დაემთხვა ხელისუფლების შეცვლა, კადრების რეორგანიზაცია და ვერსაიდან ვერავის ვაწვდენ ხმას.
ივლისის თვეში “ქართუ ჯგუფს" მივწერე და მოვუყევი ჩემი სიტუაცია. რამდენიმე დღეში დამიბარეს. მივედი ვესაუბრე, შევაგროვე რაღაც საბუთები და დავუტოვე. იმ დროს ბავშვს სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა. მათ მითხრეს, რომ რახან ბავშვი გამოკეთდა, ცუდად როცა გახდება მერე დაგვიკავშირდითო.
1 სექტემბერს ელენე სკოლაში მივიდა. ხუთ დღეში ისე ცუდად გახდა, რომ მას შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ სავადმყოფოში ვართ. ასეთ მდგომარეობაში სულ რომ საშუალება მოგვეცეს საზღვარგარეთ წაყვანისა, ვერ წავიყვანთ, რადგან ფრენას ვერ გადაიტანს. იმ დროს, როდესაც სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა, უარი მითხრეს დახმარებაზე. აღარ ვიცი ვის მივმართო და რა გავაკეთო.
ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა. გარეთ ველოდებოდი, მინდოდა მენახა და ამეხსნა ჩემი შვილის მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრამდე დაცვამ არ მიმიშვა და წერილი, სადაც ელენეს შესახებ ვყვებოდი მათ გამომართვა. ვუთხარი, რომ აუცილებლად მისულიყო ბიძინამდე. არ მგონია ეს ისტორია ვინმემ მოისმინოს, დახმარება შეეძლოს და ამაზე უარი თქვას. ალბათ პრეს-ცენტრს თაროზე აქვს შემოდებული ჩემი წერილი.
– როგორც მითხარით სულ სავადმყოფოებში გიწევთ სიარული. ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება. როგორ ახერხებთ?
– წინა ხელისუფლებამ რაც გააკეთა, რომ ექვს წლამდე ბავშვები დაზღვეულნი იყვნენ ძალიან წაგვადგა. 10 000 ლარი ვალი მაქვს ბანკის. ნათესავები დამეხმარნენ ძალიან. 6 000-მდე ლარი შემიგროვეს და მომცეს. ამით მოვახერხე მედიკამენტების შეძენა/ თბილისის გარე უბანში ფიტნეს-კლუბი მაქვს, ის არის ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო. შემოსავლების სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ გაუქმნდა ჩვენი პროექტი და დღეს აღარ ვმუშაობ.
– თქვენი მეუღლე ალბათ სულ ბავშვის მოვლითაა დაკავებული.
– კი სულ ბავშვთანაა. ხელით ვაყენებთ, ვაწვენთ. უამრავ შარდმდენს სვავს. ჩემი მეუღლე შპრიცით ამოწმებს თუ რამდენი მიიღო სითხე, რამდენი გამოყო და ა.შ. რეანიმაციის სიტუაცია გვაქვს ამ წუთში სახლში.
ძალიან მინდა, ისეთი ადამიანი გამოჩნდეს, ვისაც კავშირი აქვს, შეუძლია მირჩიოს რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო.
დამხარების მსურველებისათვის გახსნილია ქართუ ბანკში ანგარიში.
ანგარიშის ნომერი: GE58ჩღ0130001436054506
ტელ: 558 00 40 60; 599 69 64 02 (მამუკა ახვლედიანი)

11
2939
22-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
2939
  
2015, 6 ოქტომბერი, 19:02
კი მაგრამ წადიტ და ჩაბარდიტ ნებისმეირ ევროპის ქვეყანას აზილად და უფასოდ უმკურნალებენ ბავშვს ჰუმანიტარულ ნიადაგზე, ას ეაკეტებს ყველა ვინც იცის
2013, 26 ივლისი, 17:43
საწყალი პატარა:(უფალი შეეწიოს,მისი მადლი და ძალა ფარავდეს.
2013, 22 აპრილი, 17:28
ანლაიქი ვინც დაწერა რა გულის ადამიანი არის წარმომიდგენია
2013, 21 მარტი, 14:17
მოდით ყველამ გავავრცელოთ ეს სტატია და მცირედით,თუნდა ლოცვით და დადებითი ენერგიით გავაძლიეროთ ელენე და მისი მშობლები.
2013, 21 მარტი, 14:15
გული მომიკვდა,ღმერთს სულით და გულით ვთხოვ რომ ამ პატარა გოგონას რაიმე სახის დახმარება მაინც აღმოუჩინონ,ნახოს რა მშვენიერია ცხოვრება.
2013, 15 თებერვალი, 12:56
სტატიის მოწონება არ ნიშნავს რომ გიხარია პატარას ასეთ დღეში ყოფნა :|
2013, 9 თებერვალი, 16:06
რა ცოდოა
2013, 9 თებერვალი, 13:57
არ მესმის სტატია რატო უნდა მოგეწონოს როცა ადამიანი ასეთ მდგომარებოაშია...ღმერთი გფარავდეს :*
2013, 6 თებერვალი, 21:14
აუ საწყალი რა გული დამეწვა.
2013, 26 იანვარი, 22:22
უიი..რა საყვარელიაააააა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10