x
image
ციცი
Mediator image
გაინტერესებთ ვინ იქნება თქვენი ბედი?
imageპირადად მე მკითხაობის არ მჯერა და არასდროს არ მიცდია ამ ხერხით მომავლის გაგება, მაგრამ გასართობად ალბათ გამოგადგებათ.

ცოტა გავხალისდეთ. თუ გაინტერესებთ ვინ იქნება თქვენი მეორე ნახევარი, შეგიძლიათ იმკითხაოთ ძველით ახალ წელს და გაიგოთ ვინ იქნება თქვენი ბედი.

გთავაზობთ 5 მარტივ მკითხაობას ძველით ახალი წლის ღამეს.

მკითხაობა სახელის მიხედვით:


შუაღამისას გადით გარეთ და პირველ შემხვედრს შეეკითხეთ სახელი. სწორედ ეს სახელი ერქმევა თქვენს მომავალ მეუღლეს.

მკითხაობა წყალზე:

წყლიან ჭიქაში ჩააგდეთ ვინმეს ნიშნობის ბეჭედი და დადგით ღამით ყინვაში. თუ წყალი გაიყინება და ყინული ამოიბურცება ე.ი. ამ წელიწადში გათხოვდები ან დაინიშნები, ხოლო თუ ყინული ბრტყელი იქნება ამ წელს ტყუილად არც იოცნებოთ მეორე ნახევარზე.

მკითხაობა კატაზე:

ჩაიფიქრე სურვილი და დაელოდე კატას(თუ არ გყავთ კატა, შეგიძლიათ თქვენ მეგობარს ან ვინმეს სთხოვოთ რომ კატა გათხოვოთ) რომ შემოვიდეს თქვენს ოთახში. თუ კატა მარჯვენა თათით შემოვა ოთახში-სურვილი აგისრულდებათ, თუ მარცხენათი- არ აგისრულდებათ, ხოლო თუ საერთოდ არ შემოვიდა შეწყვიტეთ მკითხაობა სასწრაფოდ.

მკითხაობა წიგნზე:

აიღე რაიმე საინტერესო წიგნი და დაასახელე გვერდის და სტრიქონის რიცხვი და წაიკითხე დასახელებულ გვერდზე ის სტრიქონი და ახსენი რაც ეწერება. პასუხი მოძებნე იმ სიტყვებში რასაც წაიკითხავ.

მკითხაობა ნემსით:

დიდ ფურცელზე დაწერეთ ნახევარწრედ ანბანი, მის ქვევით ასევე ნახევარწრედ დაწერეთ რიცხვები 0-დან 9-ის ჩათვლით. ცენტრიდან მარცხნივ დაწერეთ სიტყვა "კი", ხოლო მარჯვნივ "არა". შემდეგ შავ ძაფგაყრილი ნემსი დაიჭირეთ ზემოდან ცენტრისკენ მიმართული ნემსით. დასვი კითხვა და ყურადღებით ადევნე თვალი რა ასოებისკენ და ციფრებისკენ გადაიხრება ნემსი და პასუხებსაც მიიღებთ.

აბა თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ!




ძალიან სერიოზულადაც ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს!

5
6654
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
6654
  
2013, 10 იანვარი, 16:46
არა აგრესიული და დამპორჭნის :D
2013, 10 იანვარი, 16:45
სცადე რაიცი რახდება:D
2013, 10 იანვარი, 16:44
ჩემ მეზობელსა ყავს და ვთხოვ მერე:D
2013, 10 იანვარი, 16:43
აბა თუ არ შემოვიდა უნდა დაატეხო თათები:D
2013, 10 იანვარი, 16:41
კატაზე მაგარია :D
0 1 5