x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ბრედ პიტი - სიყვარულის საიდუმლო
imageჩემი ცოლი ავად გახდა. ის განუწყვეტლივ ნერვიულობდა პრობლემების გამო, რომლებსაც ხვდებოდა სამუშაოზე, პირად ცხოვრებასა და ბავშვებთან ურთიერთობაში. მან 30 ფუნტი დაიკლო და 35 წლის ასაკში სულ 90 ფუნტს (~40.8 კგ) იწონიდა. ძალიან გახდა, მუდმივად ტიროდა. ის არ იყო ბედნიერი ქალი. ყველაფერთან ერთად მას მუდმივად აწუხებდა თავის ტკივილები, გულის პრობლემები, ტკივილები ზურგსა და ნეკნებში. ცუდად ეძინა, მხოლოდ დილაობით ახერხებდა ჩაძინებას. ძალიან მალე იღლებოდა დღის განმავლობაში.


ჩვენი ურთიერთობა გაწყვეტისაკენ წავიდა. ჩემი ცოლის სილამაზე სადღაც ქრებოდა. თვალები დასივებული ჰქონდა, თავის კანტური დასჩემდა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა შეწყვიტა. უარს ამბობდა ფილმებში გადაღებაზე და არ თანხმდებოდა არანაირ როლს. მე იმედი დავკარგე და ვფიქრობდი, რომ ალბათ მალე გავიყრებოდით..


მერე ისე მოხდა, რომ მე გადავწყვიტე მემოქმედა. ბოლოს და ბოლოს, მე მყავდა დედამიწის ზურგზე ყველა ლამაზი ქალი. ქალი, რომელიც იდეალია დედამიწაზე მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ნახევარზე მეტისათვის. და მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ეძინა მის გვერდით და შეეძლო მხრებზე მოხვეოდა. მე დავიწყე მისთვის ყვავილების, კოცნისა და კომლიმენტების დაყრა. ვჩუქნიდი ბევრ საჩუქარს და ვცხოვრობდი მხოლოდ მისთვის. სახალხოდ მე მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი. ყველა სასაუბრო თემას მისკენ ვამისამართებდი. სულ ვაქებდი, მარტონი ვიყავით თუ მეგობრებთან ერთად.



არ დაიჯერებთ - ის თვალდათვალ გაიფურჩქნა. ადრინდელთან შედარებით უფრო გალამაზდა კიდეც. წონაში მოიმატა, ნერვიულობა შეწყვიტა და მეც უფრო მეტად შევუყვარდი, ვიდრე ოდესმე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო.



image


და მაშინ გავაცნობიერე ერთი რამ: ქალი წარმოადგენს მისი მამაკაცის ანარეკლს.


თუ სიგიჟემდე გიყვარს, სწორედ ამად გადაიქცევა.


ბრედ პიტი

12
9092
36-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Livingstone
Livingstone
9092
  
2014, 10 ივლისი, 16:02
ჟრუანტელმა დამიარა:(:(:(:(:(
2013, 26 მარტი, 2:48
დამიჯერეთ ქართველებსაც შეუძლიათ სიყვარული :) გამოხატვის მხრივ მოიკოჭლებენ ოგონდ ცოტა არ იყოს,, ამ ყველაფერს დანახვა უნდა ოღონდ
ძვირფასებო
2013, 18 თებერვალი, 18:37
საქმეც იმაშია რომ ჩემს ირგვლივ რატომღაც არ არსებობენ ეგეთი ადამიანები
2013, 17 იანვარი, 16:10
:) კარგის სიტკვებია :)))
2013, 14 იანვარი, 16:48
ეხლა ყველა კაცს არ ვაკრიტიკებ მაგრამ ამ სტატიამ ბევრ კაცს კარგ მაგალითს აძლევს.
2013, 14 იანვარი, 16:40
ვისაც შეუძლია ოჯახის და მეუღლის სიყვარული ის აირჩიე ცხოვრების მეგზურად.
2013, 14 იანვარი, 12:46
ქართველმა მამაკაცებმა არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ და მოუარონ ქალს.. ისინი მათში მხოლოდ მომვლელებსა და მოსამსახურეებს ხედავენ, მთელი უბედურებაც ამაშია. ქართველმა მამაკაცებმა არ იციან რა არის სიყვარული. ქართული მენტალიტეტი და სიყვარული ერთად შეუთავსებელია, მე რეალურ სიყვარულზე ვამბობ, წყვილებს შორის თანხმობაზე,ბავშვების ერთად აღზრდაზე და სხვა ყოფით საკითხებზე,რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ქალებს ეკისრებათ ხოლმე.. რატომღაც მამაკაცებს სირცხვილად მიაჩნიათ დაეხმარონ მეუღლეებს ყველაფერში.. ელემენტარული მაღაზიაში ბავშვისთვის პამპერსის ყიდვა ესირცხვილებათ,არათუ გამოცვლა.. არადა ბავშვზე ორივე თანაბრად უნდა ზრუნავდეს.. ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო, უბრალოდ არ ღირს , მგონია რომ ქართველი მამაკაცები ყოველთვის ასეთ დაბალ დონეზე დარჩებიან და განვითარების უმაღლეს საფეხურს ვერასოდეს მიაღწევენ..
2013, 14 იანვარი, 11:50
magari sityvebia
2013, 11 იანვარი, 23:15
მაგარია! :) :)
2013, 11 იანვარი, 15:58
როგორ გავს ქართველი მამაკაცის ფრაზებს??? არაყი არის ქალო სახლში?პურის ფული არა გააქვს,სად წაიღე შენი დ.....ნ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10