x
image
K.P.
რატომ არ აპირებს ნანკა კალატოზიშვილი გათხოვებას და როგორ მოირგო მან მზრუნველი დედის ამპლუა (+ბევრი პირადი ფოტო)

imageნანკა კალატოზიშვილის ცხოვრებაში სიახლეა-მალე დედა გახდება. ის ბავშვს მაისის ბოლოს ელოდება, სქესი ჯერ არ იცის. ყოველთვის გულახდილი რესპონდენტისთვის ფეხმძიმობა ის თემაა, რომელზეც საუბარი არ სურს და ისიც არ ესმის რა არის სალაპარაკო. უფრო მეტიც, უკვირს: "ხშირად მეკითხებიან, - როგორი განწყობა გაქვსო? ნეტავ, როგორი უნდა მქონდეს, აქ რა არის სალაპარაკო?.." image

ნანკას შვილის მამა კალათბურთელი ირაკლი კედიაა. წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს, დაქორწინებას კი არ აპირებენ. ნანკასთვის ბეჭედდარტყმული ურთიერთობა სასურველი სულაც არ არის, მისთვის მთავარია იცხოვროს საყვარელ მამაკაცთან ერთად. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-ამბობს ნანაკა. image


ორსულობის მიუხედავად ნანკა ძველებურ ცხოვრებას მისდევს: "არც ორსულებისთვის დამახასიათებელი მოთხოვნები მაქვს, არც ცხოვრების რიტმი შეცვლილა. სპექტაკლებიც ძველებურად მიდის. ჯერჯერობით ასეა, მერე, ალბათ, შეიცვლება". მსახიობმა მზრუნველი დედის ამპლუა მოირგო, სიგარეტსა და სასმელზე უარი თქვა და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. თავდაპირველად ნანკა ორსულობამ დააბნია, ახლა კი ძალიან ბედნიერია.

ვუსურვოთ ნანკას ბედნიერი დედობა და მომავალი... imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







imageimageimageimageimage



4
7131
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
7131
  
2013, 26 იანვარი, 22:22
უხდება ორსულობა...ძაან საყავრელია...ბედნიერებას ვუსურვებ..კაი გოგოა ნაღდი...ყალბი არაა:)
2013, 16 იანვარი, 15:06
მაგარი გოგოა
2013, 11 იანვარი, 0:50
Uლამაზესია
2013, 9 იანვარი, 21:51
იმედია მართლა ბედნიერად იქნება ... კარგი გოგოა და იმსახურებს :)
0 1 4