x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გამოვიყენოთ სწორად "ჰაილაითერი"
მოციმციმე ნაწილაკების შემცველი კოსმეტიკური საშუალებები ყოველდღიურ მაკიაჟსაც სადღესასწაულოდ აქცევს.

საჭიროა მხოლოდ მათი სწორად გამოყენების ცოდნა და სასურველი შედეგიც სახეზე იქნება.


თვალები

მოციმციმე თვალის ჩრდილებს და ფანქარს ბევრი უპირატესობა გააჩნია: მაგ, ისინი ახალისებენ გარეგნობას და მათი წასმა აკურატულობას არ მოითხოვს.


"მოციმციმე ჩრდილები დაიტანეთ ქუთუთოებზე ტენიანი აპლიკატორით, ამგვარად ჩრდილი არც გაიდღაბნება და ციმციმები არ გაიფანტება-გვირჩევს ტეილორ სვიფტის და მიშელ პფაიფერის ვიზაჟისტი ბრიჯიტ რაის-ანდერსენი.

image
Barbara Bui


სახე

სინათლის ამრეკლი პუდრი სახეს ჯანსაღ ბრწყინვალებას უნდა ანიჭებდეს და ცხიმიან ლაქებს არ უნდა ტოვებდეს. ამიტომ პუდრი არ წაისვათ Т-ზონაზე (განსაკუთრებით ცხიმიანი კანის არსებობისას), რათა ხაზი არ გაუსვათ ნაკლს. გაანათეთ მხოლოდ ღაწვები და ტუჩის ზედა მხარე, მცირე რაოდენობით გადაისვით წარბების ქვევით.

image

Dior

image

Illuminating Pearls, Yves Rocher


ფრჩხილის ლაქი

თუ ნათელი სახის კანი გაქვთ, აირჩიეთ ფრჩხილის ლაქი ვერცხლისფერი ბრჭყვიალებით. ხოლო მუქი კანის მქონე ქალბატონებმა კი ოქროსფერიანი. "მუქი ფერის მოციმციმე ფრჩილის ლაქი ვიზუალურად ადიდებს ფრჩხილს.

image

Jean Paul Gaultier


ტუჩები

მოციმციმე ტუჩის საცხი ვიზუალურად ადიდებს ტუჩებს. ეფექტს მაქსიმალურად გაზრდის ღია ფერის პრიალა (ოქროსფერი ან ვერცხლისფერი) ბევრი მოციმციმე ნაწილაკით. დიდი ტუჩების მქონე ქალბატონებმა კი პომადაზე გადაისვით საცხის წვეთი ტუჩის ცენტრში.

image

Kinder Aggugini


სხეული

მოციმციმე ნაწილაკებით სხეული რომ გავალამაზოთ და არა კაბა, თავდაპირველად დაიტანეთ მოციმციმე პუდრი და შემდეგ ჩაიცვით ტანზე. ან მიიღეთ აბაზანა და წყალს დაამატეთ მოციმციმე ნაწილაკებიანი კოსმეტიკური საშუალება.


image

Barbara Bui

image

ტანის მოციმციმე პუდრი L’Or Céleste


თმები

"თმის ბრწყინვალებას განაპირობებს არა ლაქის ტონი, არამედ მათი სინათლის არეკვლის უნარი-ამბობს ნიკოლ კიდმანის და კეიტ მოსის ვიზაჟისტი გვიდო პალაუ.

ზამთარში, როცა თმები უფერულდება ჰაერის სიმშრალის გამო, გამოიყენეთ თმის დამატენიანებელი საშუალება სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით. ისინი გაათანაბრებენ თმის ზედაპირს და მიანიჭებენ ბრწყინვალებას.

image

Giambattista Valli

0
893
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0