x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ დავიკლოთ თვეში 10 კილო, თამრიკო ჭოხონელიძის დიეტა


imageქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, ბევრი მონატრებული "დაბლოკილი" მომღერალი კვლავ ვიხილეთ. დაბლოკილთა სიაში იყო თამრიკო ჭოხონელიძეც. შეიძლება ბევრმა არც კი იცოდა, რომ ქალბატონი თამრიკო ბერა ივანიშვილის ნათლიაა. ის ქართული ოცნების დაარსებიდანვე მისი მხარდამჭერი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის ყოფილ ქმარზე - გია როინიშვილზე. გია აქტიური ნაციონალი და ყოფილი პარლამენტარია. თუმცა მათი ოჯახი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დანგრეულა. საკვირველია, მაგრამ სწორედ პოლიტიკური დაპირისპირების გამო არ პასუხობდა გია თამრიკოს ტელეფონიდან შემოსულ ზარებს. თამრიკოს თქმით მისი ტელეფონიდან შვილები ურეკავდნენ მამას.

ბერას რომ სიმღერის ნიჭი აქვს, თამრიკო თავის, როგორც ნათლიის დამსახურებად არ მიიჩნევს, რადგან მას სიმღერის ნიჭი დედისგან, ქალბატონი ეკატერინესგან დაჰყვა.

თამრიკომ აქტიური ცხოვრება და წონაში დაკლებაც დაიწყო. მან ჟურნალისტს თავისი საიდუმლოც გაუმხილა, ერთ თვეში 10 კილოგრამის დაკლება შეძლო. ის ყოველ საღამოს, სუფთა ჰაერზე ერთი ან ორი საათი სეირნობს, საერთოდ აღარ მიირთმევს პურ-ფუნთუშეულს, ნამცხვრებს და ტკბილეულს. დღე-ღამის განმავლობაში, ოცდაოთხი საათიდან იკვებება მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში. დარჩენილი 18 საათის მანძილზე წყლის, უშაქრო ჩაისა და ყავის გარდა არაფერს მიირთმევს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა დიეტის გაგრძელებას? თუ სული წასძლევს? როგორ გადაიტანა ახალი წლის "გემრიელი" დღეები? ის ხომ საუკეთესო დიასახლისია...

3
15996
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
15996
  
2013, 21 აპრილი, 17:34
ძალიან საყვარელი, ღირსეული, ლამაზი და სათნო ქალია ქალბატონი თამრიკო. ქართველი ქალის ამაყი სახე.
2013, 6 მარტი, 16:10
saocari qaliaa yvelaze metad miiyvars
2013, 26 იანვარი, 0:26
გვიყვარხართ, ქალბატონო თამრიკო...თან ძალიან ბევრს, ღირებულებების მატარებელ ადამიანებს..."იხარეთ ოჯახით ორსავე სოფელსა შინა"...
0 1 3