x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მაკდონალდსის" ისტორია
"მაკდონალდსის" ლოგო 90-იან წლებშიმსოფლიოს უმსხვილესი საწარმოების უმრავლესობის მსგავსად, „მაკდონალდსის“ ისტორიაც ერთი შეხედვით მარტივად დაიწყო. დღეს კი „მაკდონალდსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო, წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფასტ–ფუდ (FAST-FOOD) რესტორნების ქსელს, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1940 წელს, კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, ამერეკილემა ძმებმა - რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა გახსნეს ტიპიური ამერიკული ბარბექიუ რსტორანი, რომელიც მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი. ძმები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1948 წელს “მაკდონალდსს” რეორგანიზაცია ჩაუტარეს. მათი მიზანი იყო დაეხვეწათ სწრაფი მომსახურების სერვისი. ასეთი მომსახურება აშშ–ში უკვე ორი ათეული წელი იყო არსებობდა და მას „თეთრი სასახლე“ ერქვა. ძმებ მაკდონალდებს სურდათ ტიპიური „უღიმღამო“ ჰამბურგერებისათვის რაღაც ახალი დაემატებინათ. მათ შეცვალეს მომსახურების სტილი და გადავიდნენ დახლთან თვითმომსახურებაზე. გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა გაკეთდა უჟანგავი ფოლადისაგან. შენობა მოაპირკეთეს თეთრ–წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით, რომლებიც „მაკდონალდსის“ სიმბოლოდ იქცა.პირველი ფასტ-ფუდ რესტორანი აშშ-ში


მაკდონალდსი

გარდა ამისა, მათ ჰამბურგერებზე მკვეთრად შეამცირეს ისედაც დაბალი ფასი. იმ პერიოდში „მაკდონალდსის“ ჰამბურგერები მხოლოდ 15 ცენტი ღირდა. გარდა ჰამბურგერისა, ასევე გამოუშვეს 8 სახეობის საკვები: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, უალკოჰოლო სასმელები, რძე, ყავა, კარტოფილის ჩიფსები და ნამცხვარი. ამ ყველაფერმა ამერიკის შერთებულ შტატებში იმთავითვე დიდი წარმატება მოუტანა „მაკდონალდსს“ და სწრაფი კვების ისტორიაში ნამდვილი გადატეხა მოახდინა.


ძმები - მორის და რიჩარდ მაკდონალდები



1949 წელს მაკდონალდსის მენიუს „მილკშეიკი“ დაემატა.
1954 წელს, წელს მაკდონალდსის საქმიანობით იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი სავაჭრო აგენტი – რეი კროკი დაინტერესდა
და ძმები მაკდონალდებისაგან ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება შეიძინა. 1955 წელს კროკმა გახსნა „McDonald’s“ - ის
პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში.დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა
დაარეგისტრირა კომპანია „McDonald’s System, Inc“, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა „McDonald’s Corporation“. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება. მან შეინარჩუნა ძმები მაკდონალდების პრინციპები: შეზღუდული მენიუ, ხარისხიანი საკვები, საამწყობო ხაზის ტიპის წარმოების სისტემა და სწრაფი, კეთილგანწყობილი მომსახურება, რასაც დაუმატა სისუფთავის საკუთარი მაღალი სტანდარტები.


რეი კროკი

1955 წელს „მაკდონალდსი“ 9 რესტორანს ითვლიდა, ხოლო 1965 წელს რესტორნების რიცხვმა აშშ–ს მასშტაბით 700–ს მიაღწია. 1958 წელს "მაკდონალდსმა" ას მემილიონე ჰამბურგერი გაყიდა. 1962 წელს „მაკდონალდსმა“ კოლორადოში პირველი დასაჯდომ ადგილიანი რესტორანი გახსნა.


1966 წელს „მაკდონალდსმა“ წარმოადგინა გამოგონილი პერსონაჟი – რონალდ მაკდონალდი, კლოუნი, რომელთანაც დღესაც დიდი სიამოვნებით იღებენ ბავშვები ფოტოებს.


კლოუნი - რონალდ მაკდონალდი


1967 წელი განსაკუთრებული იყო „მაკდონალდსისათვის“, ვინაიდან სწორედ ამ წელს გაიხსნა მისი ფილიალები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ, კერძოდ კანადაში და პუერტო–რიკოში.
1978 წელს „მაკდონალდსის“ მე–5000 რესტორანი იაპონიაში გაიხსნა.

1981 წელს რესტორნები გაიხსნა ესპანეთში, დანიაში და ფილიპინებში.
1983 წლის ბოლოს უკვე 7778 „მაკდონალდსის“ რესტორანი ფუნქციონირებდა მსოფლიოს 32 ქვეყანაში.


არაბეთის გაერთიანებული ემირატები


1990 წელს „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი გაიხსნა მოსკოვში, სადაც პირველივე დღეს 30 000–მდე მომხმარებელმა მოიყარა თავი. (შეგახსენებთ, იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და მოგეხსენებათ კომუნისტები ყველაფერ ამერიკულისადმი მთლად კეთილგანწყობილები არ იყვნენ).


1992 წელს პოლონეთის დედაქალქში – ვარშავაში „მაკდონალდსის“ გაყიდვებმა ყველა დღიური გაყიდვების რეკორდი მოხსნა.


ბიგ-მაკი


1996 წელს „მაკდონალდსმა“ შექმნა თავისი პირველი ვებ–გვერდი.
1999 წლის 5 თებერვალს, ქალაქ თბილისში 7000 - ზე მეტი
ადამიანი დადგა რიგში საქართველოში “მაკდონალდსის” პირველ რესტორანში შესასვლელად.
2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ 23, 5 მილიარდი აშშ დოლარი.


ფრენჩ-ფრი


2009 წელს კორპორაციის კაპიტალი შეადგენდა 64, 2 მილიარდ აშშ დოლარს. ამჟამად კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი მმართველია ჯეიმს სკინერი, ხოლო პრეზიდენტი - დონ ტომპსონი.


2009 წელს ივნისისათვის, „McDonald’s“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ასორტიმენტი, ზომები და პორციის შემადგენლობა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

რესტორნების ასორტიმენტში შედის ჰამბურგერები (მათ შორის „ბიგ მაკი“), სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, დესერტები, სხვადასხვა სასმელი

და ა.შ. ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად გერმანიის „მაკდონალდსის“ რესტორნებში იყიდება ლუდიც.


"მაკდონალდსის ლუდი" - დორტმუნდი,  გერმანია


ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებით უზრუნველსაყოფად კორპორაციისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება „მაკდონალდსის“ ქსელში, წარმოებულია ადგილობრივ ბაზარზე.
ადგილობრივი პროდუქტების რაოდენობა რესტორნებში მერყეობს
70%-დან 85%-მდე. კორპორაციის ერთ-ერთი კარგად განვითარებადი პროექტია საყავეების ქსელი „McCafe“.

2011 წელს მაკდონალდსი რესტორნებს ხსნის ბოსნია–ჰერცოგოვინაში ასევე ტრინიდადი და ტობაგოში, რის შემდეგაც „გამაკდონალდსებული“ ქვეყნების რიცხვმა დღევანდელ მაჩვენებელს – 119-ს მიაღწია.

საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ ოთხი რესტორანი, აქედან სამი თბილისში, ხოლო ერთი ქუთაისში.

ქართულ „მაკდონალდსში“ მუშაობს 400 თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება დაახლოებით 7000 სტუმარს.

"მაკდონალდსის" მუზეუმი

გარდა დადებითი მოვლენებისა, „მაკდონალდსაც“ აქვს პრობლემები ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად: გასული წლის (2012) 21 დეკემბერს „მაკდონალდსი“ და „კოკა–კოლა“ ბოლივიიდან გააძევეს. მიზეზად ამ ორი კომპანიის პროდუქციაში მავნე ნივთიერების არსებობა დასახელდა, რომლებიც, როგორც ბოლივიის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსივნეებსაც კი იწვევს. ბოლივია კუბას შემდეგ მეორე ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც „მაკდონალდსი“ არ ფუნქციონირებს.

ასევე სან-ფრანცისკოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „მაკდონალდსში“ აიკრძალა „ჰეფი მილის“ გაყიდვა, თუ იგი ხილისა და ბოსტნეულისაგან არ იქნება დამზადებული.

გარდა ამისა, „მაკდონალდს“ პრობლემები შეექმნა „უოლტ დისნეისთან“ და „ეი ბი სი-სთან“, რომელთაც საბავშვო სატელევიზიო გადაცემების დროს აკრძალეს ფასტ–ფუდის, მათ შორის „მაკდონალდსის“ რეკლამების განთავსება.


ბოიკოტი "მაკდონალდსს"


ქართველი და უცხოელი ექიმების ნაწილი განმარტავს, რომ ფასტ–ფუდების და მათ შორის „მაკდონალდსის“ პროდუქციაში დიდი რაოდენობითაა მარილი, შაქარი, ცხიმი და კალორიები, რაც სიმსუქნეს იწვევს. მათივე განმარტებით, „მაკდონალდსის“ საკვები პროდუქტები ქიმიურადაა დამუშავებული, რის გამოც იგი „მკვდარი“ პროდუქტია. ეს კი ბავშვებში დიაბეტის, სწორი ნაწლავის პრობლემების გაჩენასა და სიმსუქნეს იწვევს. ამ მოსაზრებას „მაკდონალდსის“ მესვეურები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტია. ფაქტი ერთია, დღეს "მაკდონალდსი" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფასტ-ფუდის მწარმოებელი კორპორაციაა.




ასეთია „მაკდონალდსის“ ისტორია დღემდე. რაც შეეხება მისი პროდუქციის ავკარგიანობას, ეს საკითხი მკითხველმა თავად განსაზღვროს.

0
5381
3-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
5381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0