x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შოპოჰოლიზმი - ფსიქოლოგიური დარღვევა, დაავადება თუ პათოლოგიური დამოკიდებულება?
შოპოჰოლიზმი შოპოჰოლიზმი იგივე შოპინგომანია, ონიომანია - ფსიქოემოციური მდგომარეობაა, როდესაც ახალი ნივთების შეძენა ადამიანისთვის დასვენებად, გართობად და ცხოვრების აზრად იქცევა. ყველაზე ხშირად იგი იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც ყურადღების ნაკლებობა, მარტოობა და შინაგანი სიცარიელე ტანჯავთ. ხშირად ონიომანია საყვარელი მამაკაცის დაკარგვით გამოწვეული დეპრესიის დროს ვლინდება. მაღაზიებში სიარულისას შოპოჰოლიკი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, უჩნდება ძალაუფლების, თავისუფლებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობის ილუზია.მათ შეუძლიათ უკანასკნელი გროშები დატოვონ და საყიდლებისთვის სესხიც კი აიღონ.

ოციოდე წელიწადია, რაც ეს სენი სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად იქცა. ამით პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის 15 მილიონი მოქალაქე შოპოჰოლიზმით არის დაავადებული, 55 მილიონი კი ამ მანიაკური გატაცების ზღვარზეა. ამერიკელებს არც ევროპელები ჩამოუვარდებიან. მხოლოდ ინგლისში შოპოჰოლიზმით ზრდასრული მოსახლეობის 2-დან 10%-მდეა დაავადებული. გერმანიაში შოპინგომანიით შეპყრობილთა რიცხვი ჯერ კიდევ 2008 წელს 800 ათასს აჭარბებდა.ისევე როგორც ექსტრემალები, შოპოჰოლიკებიც განიცდიან ადრენალინის წყურვილს, ყოველი ახალი შენაძენი კი მათ განუზომელ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმი ამას ეჩვევა და ადრენალინის უფრო და უფრო დიდ დოზას ითხოვს. შოპინგომანებიც, მძაფრი შეგრძნებების გამოსაწვევად, უფრო და უფრო მეტ და ძვირად ღირებულ ნივთს ყიდულობენ (ისევე როგორც ექსტრემალები ლახავენ მეტ და მეტ სირთულეს შეგრძნებათა გასამძაფრებლად).

ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შოპოჰოლიზმის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობაც არის, ასე რომ, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამ პრუდუქტებში შედის: კაკალი, ლეღვი, ბანანი, შოკოლადი და სხვა. ამის შემდეგ ბედნიერების საძებნელად მაღაზიისკენ გული ნაკლებად გაგიწევთ.

შოპინგით მანიაკური გატაცება არც ქართველებისთვის არის უცხო ხილი. ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს აცლობელი ადამიანი, რომელიც უსასრულოდ სტუმრობს მაღაზიებს, გატაცებულია ინტერნეტშოპინგით და თითქმის ყოველდღიურად იწერს ათასგვარ ნივთს სანდო თუ ნაკლებად სანდო საიტებიდან.


როგორც წესი, შოპოჰოლიკებს საკუთარი პრობლემის აღიარება უჭირთ. ამიტომ სანამ ჩათვლიდეთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ, შეამოწმეთ საკუთარი თავი და უპასუხეთ კითხვებს და თუ თქვენი პასუხების უმრავლესობა დადებითია, მაშინ თქვენ ან უკვე ჩამოყალიბებული შოპოჰოლიკი ბრძანდებით, ან ამ დაავადებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ.
1. გრძნობთ, რომ რამის შეძენის სურვილი ისეთი ძლიერია, საკუთარ ქცევაზე კონტროლს გაკარგვინებთ?
2.მაღაზიებში მხოლოდ საჭირო ნივთზე ორიენტირების უნარს კარგავთ და ყიდულობთ და ყიდულობთ მანამდე, სანამ ფული არ გაგითავდებათ?
3. მაღაზიებს “გასართობად” უფრო ხშირად სტუმრობთ, ვიდრე მეგობრებს, თეატრს, კინოს?
4.უსარგებლო შენაძენის გამო საკუთარ თავზე ხშირად ბრაზობთ და სიტყვას აძლევთ, რომ ეს აღარ განმეორდება, მაგრამ მიცემული სიტყვა მხოლოდ მაღაზიაში მორიგ ვიზიტამდე გახსოვთ?
5.ხშირად მიდიხართ მაღაზიაში კონკრეტული მიზნის გარეშე?

შოპოჰოლიზმი





1
343
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
343
  
2013, 13 იანვარი, 21:39
მე ვარ შოპოჰოლიკი მარა სულ არ ვიტანჯები შინაგანი სიცარიელით, ყურადღების ნაკლებობით და მარტოობით :D:D
0 1 1