x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
20 საუკეთესო პოზა ქალის სურათისათვის

ამ პოზების დამახსოვრება დაეხმარება როგორც ფოტოგრაფებს ისე მოდელებს, ან უბრალოდ საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ უკეთესი ფოტოები ყოველდღიურ ცხოვრებაში. დავიწყოთ თავიდან.


1)ძალიან მარტივი პოზა პორტრეტისათვის. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად საინტერესო და უჩვეულო შეიძლება იყოს პოტრეტი თუ ფოტოს უჩვეულო რაკურსიდან გადაიღებთ.image

2)პორტრეტულ ფოტოებში ხელებს ძირითადად ნაკლები ყურადღება ექცევა. ფოტოებს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენთ თუ სახის ირგვლივ ხელების სხვადასხვა მდგომარეობის ექსპერიმენტებს გააკეთებთ. გახსოვდეთ, რომ კადრში არ უნდა ჩანდეს გაშლილი ხელის გული. ხელებს მხოლოდ გვერდიდან გადაუღეთ.image3)შესაძლოა თქვენ უკვე იცით რა არის კომპოზიციის წესები და მესამედის წესი. თქვენ შეგიძლიათ ობიექტი განათავსოთ არა მარტო კადრის ცენტრში, ასევე გამოიყენეთ დიაგონალური ხაზები და ფოტოაპარატის გადახრილობა, რათა სურათს საინტერესო და უჩვეულო ელფერი მისცეთ.image4)ძალიან კარგი პოზაა მჯდომიარე ქალის გადასაღებად. მუხლები ერთად უნდა იყოს.image5)ღია და მიმზიდველი პოზა ქალის ფოტოსათვის. ფოტო დაბალი რაკურსიდან უნდა გადაიღოთ.image6)კარგი პოზა დაწოლილი ქალის გადასაღებად. განსაკუთრებით კარგია ბუნებაში ფოტოების გადაღებისას.image7)უნივერსალური ჩვეულებრივი პოზაა, მაგრამ მიუხედავად ამისა შესანიშნავად გამოიყურება კადრში. ფოტოგრაფი უნდა დაეშვას იატაკზე და რამოდენიმე კადრი უნდა გადაიღოს სხვადასხვა რაკურსიდან.

image8)კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ეფექტური პოზა ნებისმიერი ფიგურის ქალისათვის. არ შეგეშინდეთ ხალებისა და ფეხების ექსპერიმენტული მოძრაობების. ფოტოგრაფს უნდა ახსოვდეს, რომ ფოკუსი ქალის თვალებზე უნდა იყოს.image9)ძალიან საყვარელი პოზა. შესაძლებელია გადაღება საწოლზე, იატაკზე ან მიწაზე. ფოკუსი ისევ ქალის თვალებზე.image10)შესანიშნავი პოზა მჯდომიარე ქალისათვის.image11)კიდევ ერთი საყვარელი პოზა. გადაიღეთ სხვადასხვა რაკურსებიდან.image12)საუკეთესო პოზა ქალის კარგი ფუგურის დემონსტრირებისათვის.image13)ძალიან მარტივი პოზა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.image14)ძალიან მარტივი მაგრამ ამავე დროს ელეგანტური პოზა. კორპუსი ცოტათი შეტრიალებულია, ხელები ჯიბეებში.image15)მსუბუქი გადმოხრა წინ, საშუალებას მოგცემთ ფორმების უკეთესი დემონსტრირება მოახდინოთ.image16)ძალან მგრძნობიარე პოზა, ხაზს უსვამს ფიგურის მოყვანილობას.image17)მთელი ფიგურის ფოტოგრაფიისათვის უამრავი პოზა არსებობს. ეს პოზა მხოლოდ საწყისი ვარიანტია.image18)კედელზე მიყრდნობილი ქალის პოზა. აქაც მრავალი ვარიაციაა შესაძლებელი.image19)მიაქციეთ ყურადღება რომ მთელს სიმაღლეში ფოტოების გადაღებას თავისებური სპეციფიკა აქვს. სხეული ცოტათი გადახრილი უნდა იყოს და მიიღოს S-ის ფორმა, ხელები მოდუნებული, სიმძიმე მხოლოდ ერთ ფეხზე უნდა იყოს გადატანილი.image20)ძალიან ნაზი და ლამაზი პოზა. აუცილებელი არაა ზურგი მოშიშვლებული იყოს, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ მხრების მოშიშვლებაც.imageმაშ ასე ეს არის რამოდენიმე უნივერსალური პოზა. იმედი მაქვს რამოდენიმე მათგანი მაინც გამოგადგებათ. არ დაგავიწყდეთ ეს მხოლოდ ბაზისია და ყოველ მათგანს უამრავი ვარიაცია აქვს.

5
2030
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
2030
  
2013, 23 იანვარი, 20:13
დავწერე სტატია :) "20 საუკეთესო პოზა მამაკაცის სურათისათვის"
2013, 23 იანვარი, 14:49
მერე როგორმე შემატყობინე :)))
2013, 23 იანვარი, 8:14
არის დავწერ მერე :)
2013, 23 იანვარი, 3:29
ბიჭებისთვის არ არის? :D
0 1 5