x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
Annabel Lee by Edgar Allan Poe

imageეს იყო ბევრზე ბევრი წლის წინათ,
იმ სამეფოში ნაპირთან ზღვის,
იქნებ, თქვენც იცით მისი სახელი,
იქ რომ ცხოვრობდა _ ანაბელ ლი.
მას მე ვუყვარდი ისე ძლიერად, რომ ვეღარ გრძნობდა
სხვა რამის ფიქრს,
და მეც მიყვარდა, ო, რა ძლიერად,
ის მშვენიერი ანაბელ ლი.
ისიც _ ბავშვი და მეც ვიყავ ბავშვი,
იმ სამეფოში, ნაპირთან ზღვის,
და ჩვენი ტრფობა გავდა უფრო მეტს,
ვიდრე სიყვარულს ნაპირთან ზღვის.
და სამოთხეში ფრთოსან სერაფიმს,
მოვწონდით მე და ანაბელ ლი.
და იყო ბოლოს, დიდი ხნის წინათ,
იმ სამეფოში _ ნაპირთან ზღვის,
ღამით ღრუბლიდან დაბერა ქარმა
და გამითოშა ანაბელ ლი.
დიდგვაროვანმა ნათესავებმა
მომტაცეს ჩემი ანაბელ ლი,
და დაასახლეს ცივ აკლდამაში,
იმ სამეფოში _ ნაპირთან ზღვის.
და, ანგელოზებს, ზეცის ფრინველებს,
შეშურდათ ჩემი და ანაბელ ლის.
ეს იყო ბოლო ბედნიერების
(იმ სამეფოში ეს ყველამ იცის),
ღამით მოსულმა ბოროტმა ქარმა
მომიკლა ჩემი ანაბელ ლი.
და ჩვენი ტრფობა იყო ძლიერი,
ამ ქვეყნად ყველა გრძნობაზე მეტი.
ჴო, ვის უყვარდა ჩვენზე ძლიერად,
ან ჩვენზე ბრძენი ვინ იყო ნეტავ,
არც იმ ანგელოზთ ზეცის ფრინველებს,
და არც დემონებს იქ, ფსკერზე, ზღვის,
არ ძალუძთ, გაყონ სულები ჩვენი
ჩემი და მშვენიერ ანაბელ ლის
მთვარე პირველი სხივებით მიძღვნის
სიზმრებს მშვენიერ ანაბელ ლიზე
და ყოველ ღამის მობრძანებაზე,
წვები საფლავის შავ სარეცელზე,
ჩემო ცხოვრება, ჩემო ცხონება,
შენს გვერდით ვწევარ ცივ აკლდამაში,
ეს იყო ბევრზე ბევრი წლის წინათ,
იმ სამეფოში _ ნაპირთან ზღვის.

1
39
3-ს მოსწონს
ავტორი:შრამიანი დაკი
შრამიანი დაკი
39
  
2013, 5 იანვარი, 22:50
ეს ლექსი სკოლაში ვისწავლე:D
0 1 1